12:59, Sunday, 08.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-06-14
გაუჩინარებული მოჯაჰედი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოდან გასული წლის ბოლოს გაუჩინარებული დაღესტნელი მოჯაჰედი, 26 წლის მიკაილ კადიევი (მიქაელ ქადოევი) ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
2013-06-13
პარლამენტმა პირველ ტურში იუსტიციის საბჭოს ვერცერთი წევრი ვერ აირჩია
პარლამენტმა 12 ივნისს ჩატარებული ფარული კენჭისყრების შედეგად 29 კანდიდატიდან ვერცერთი ვერ აირჩია პირველივე ტურში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, რომელშიც არსებული ექვსი არამოსამართლე წევრისთვის გამოყოფილი ადგილისთვის მეორე ტურში, რომელიც პარასკევს შედგება, 12 კანდიდატი განაგრძობს ბრძოლას.
2013-06-11
ბაჩანა ახალაიას პატიმრობაში ყოფნის ვადა ეწურება
ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას პატიმრობაში ყოფნის ცხრა თვიანი ვადა აგვისტოს დასაწყისში იწურება.  საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით კი, თუ ამ ვადაში საქალაქო სასამართლომ განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო, ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება. ახალაიას პატიმრობის ამოწურვის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც  გაირკვა, რომ სასამართლო პროცესზე მხარეებს კიდევ ას ორმოცდაათამდე მოწმე ჰყავთ დასაკითხი. ამის პარალელურად, პროკურატურა დაცვის მხარის ადვოკატებს სასამართლო პროცესის განგებ გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
2013-06-11
წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების რეგულაციები შესაძლოა გამკაცრდეს
არასამთავრობო  ორგანიზაციებმა მედიის მიერ  წინასაარჩევნო  კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავეს.  საკანონმდებლო ორგანოს  ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში ამ კანონპროექტის განხილვა 13 ივნისსაა დაგეგმილი.
2013-06-10
სააკაშვილი შსს-ს მუქარის შემცველი ვიდეოს ავტორების გამოვლენისკენ მოუწოდებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი „მოთხოვნა“ და „დავალებაა“ შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომ დაუყოვნებლივ დაადგინოს თალიბანის სახელით გავრცელებული და „დიდი ალბათობით“ საქართველოში დამზადებული მუქარის შემცველი ვიდეო-რგოლების  „შემქმნელები და მათი დამკვეთები“.
2013-06-07
ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
ამერიკელი საზღვაო ქვეითი (მარცხნივ) და ქართველი სამხედრო 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონიდან პატრულირებას ახორციელებენ ჰელმანდის პროვინციაში მდებარე შირ გაზაის ბაზის წინ, ავღანეთი, 2013 წლის 10 მაისი. ამ ფოტოს გადაღებიდან სამ დღეში ბაზაზე  თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა; მსგავს თავდასხმას ჰელმანდში სხვა ბაზაზე 6 ივნისს შვიდი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.
2013-06-07
ახალაიას მისივე ყოფილი მოადგილე სპეცრაზმელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში სდებს ბრალს
შსს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე  მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი დაიკითხა. ჯანაშვილის თქმით, ერთ-ერთი ინციდენტის დროს, ახალაიამ სპეცრაზმელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 
2013-06-07
გაზეთი „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის
გაზეთი „ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის- ამის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
2013-06-06
სახალხო დამცველმა დევნილთა შესახებ ანგარიში წარმოადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა   საზოგადოებას იძულებით გადაადგილებულ პირთა  უფლებრივი  მდგომარეობის  შესახებ ანგარიში წარუდგინა. ადეკვატური საცხოვრებლის არარსებობა, უმუშევრობა, ჯანდაცვაზე არასათანადო ხელმისაწვდომობა - ესაა იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული ის ძირითადი პრობლემები, რაზეც უჩა ნანუაშვილი თავის ანგარიშში ამახვილებს ყურადღებას.
2013-06-06
"ადვოკატთა ასოციაცია" სასჯელაღსრულების დაწესებულებას გამომძიებლებთან დანაშაულებრივ ალიანსში ბრალს სდებს
"ადვოკატთა ასოციაცია" და ადვოკატი კახაბერ მუმლაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას ყოფილი ხელისუფლების დროინდელ გამომძიებლებთან დანაშაულებრივ ალიანსში სდებენ ბრალს. როგორც "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა და ადვოკატმა, კახაბერ მუმლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ადმინისტრაციასა და გამომძიებელ მერაბ ანჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით.
2013-06-05
ომბუდსმენი პროკურატურას უკრაინის მოქალაქისთვის საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებისკენ მოუწოდებს
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“  და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, მიმართოს სასამართლოს მოქალაქე ანატოლი ჩ.-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებისა და გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით.
2013-06-04
ჯეიმს აპატურაიმ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე ისაუბრა
ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში ყოფილი მაღალჩინოსნების გახშირებულმა დაკავებებმა პოლიტიკური ელფერი არ შეიძინოს. 
2013-06-04
ტრავერტინებს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება
ამჟამად ყაზბეგში, მჟავე წყლების მთის - ტრავერტინების მიმდებარე ტერიტორიაზე გვირაბის  სარეაბილიტაციო სამუშაოები  შეჩერებულია. გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მშენებლობა, რომლის შედეგადაც ტრავერტინები დაზიანდა, უკანონო არ ყოფილა, რადგან ამ ადგილს ძეგლის სტატუსი არ ჰქონია.
2013-06-03
გვარამიას სასამართლოზე შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი დაიკითხა
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯამბულ ებანოიძე, 2012 წლის შემოდგომაზე „თელასში“ დაგეგმილი საგადასახადო შემოწმების შესახებ დაიკითხა.  მისი თქმით, შემოწმების ბრძანება მოგვიანებით გაუქმდა და კომპანიასთან საგადასახადო შეთანხმების პროცესი დაიწყო.
2013-06-03
ახალაიას პროცესზე, მოწმეს ხელის გულზე დაზარალებულების გვარები ჰქონდა დაწერილი
შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა სიმონ ქარჩაიძემ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია სპეცრაზმელებისთვის მიყენებულ  სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. მისი დაკითხვის დროს, აღმოჩნდა რომ მოწმეს, ხელის გულზე დაზარალებულების გვარები ჰქონდა ჩამოწერილი. ამ ფაქტს დარბაზში ხმაური მოჰყვა.
2013-05-31
კანონპროექტი სასოფლო–სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვის შეჩერების ინიციატივის თაობაზე
ქართული ოცნების ორმა დეპუტატმა პარლამენტში  წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრამდე უცხოელ მოქალაქეებზე სასოფლო–სამეურნეო მიწების მიყიდვის შეჩერების ინიციატივით გამოდის.
2013-05-31
პარლამენტმა ორ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა 30 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო ორ კანონპროექტზე, რომელთაგანაც ერთი ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც სადავო ნორმატიული აქტის შეჩერების ვადებს ზღუდავს, ხოლო მეორე სახელმწიფო უნივერსიტეტების იურიდიული სტატუსის შესაძლო შეცვლას.
2013-05-30
ჟურნალისტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ბრიფინგს არ დაასწრეს
რადიო „აჭარის“ ჟურნალისტი ტარიელ ცეცხლაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის ტრადიციულ პრეკონფერენციაზე დასასწრებად არ შეუშვეს. 
2013-05-30
მეგის ქარდავას სასამართლოზე სერგო თეთრაძის მეუღლე დაიკითხა
სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავასა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმეზე დაზარალებულები,  -  გარდაცვლილი ოფიცრის, სერგო თეთრაძის მეუღლე  და ოფიცერი დავით ლონდარიძე დაკითხნენ. სერგო თეთრაძე და დავით ლონდარიძე 2011 წლის სექტემბერში დააკავეს და ბრალი ჯაშუშობაში წაუყენეს. გამოძიების მასალების მიხედვით,  შსს-ს მაღალჩინოსნები მათგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდნენ. 
2013-05-30
რუსეთის საოკუპაციო ძალამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულხლართები გააბა
საქართველო რუსეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავრთულხლართების გაბმის გამო, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ორშაბათს.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 [16] 17 18 19 20 21 22 23 24 25
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC