მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
საზოგადოება კახეთის ყოფილი გუბერნატორის მუშაობას უარყოფითად აფასებს
14 ნოემბერი, 2006
გასულ კვირას განხორციელებული საკადრო ცვლილებებისას კახეთის გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრად გადაიყვანეს. ამ საკითხზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყოფილ რწმუნებულს „ერთ-ერთ რთულ“ რეგიონში ორწლიანი მუშაობა მოუწონა. სხვაგვარად ფიქრობენ კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები.
ტელეკომპანია „თრიალეთმა“ საინფორმაციო მაუწყებლობა შეწყვიტა
14 ნოემბერი, 2006
შიდა ქართლის ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურმა მაუწყებლობა შეწყვიტა. საინფორმაციო გამოშვება „ანარეკლი“ გასული კვირის პარასკევიდან აღარ მუშაობს. როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის დროებით შემსრულებელმა ნინო ჩიბჩიურმა პირდაპირ ეთერში ოფიციალურად განაცხადა, „ანარეკლი“ გაურკვეველი ვადით წყვეტს მუშაობას.
უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი სამართალს ვერ პოულობს
13 ნოემბერი, 2006
„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ გორში კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი ნარკოლოგიური შენობაში შესახლებული ელენე ლეჟავა დაკვიკავშირდა. ქალბატონი ელენეს თქმით ის და მისი საწოლს მიჯაჭვული დედა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან არიან გამოძევებულები.
იურისტები მოსამართლეებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ
10 ნოემბერი, 2006
კახეთში მომუშავე ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები სასამართლო რეფორმის ნაკლოვან მხარეებზე საუბრობენ. მათი თქმით, რეფორმამ არა მარტო მოსამართლეები აქცია პროკურატურის ნოტარიუსებად, არამედ მთლიანად სისტემაშია ქაოსი, რის გამოც, მათ ბევრი პრობლემები ექმნებათ.
საქართველოში რუსული მედიკამენტების მარაგი ამოიწურა
9 ნოემბერი, 2006
რუსეთთან ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა სამედიცინო სფეროზეც აისახა. მართალია, ამ ეტაპისთვის დეფიციტი სერიოზული არ არის, თუმცა ზოგიერთი წამალი აფთიაქებიდან უკვე გაქრა. როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, თუ რუსული ბაზრის ევროპულით ჩანაცვლება სწრაფად არ მოხდა, შესაძლოა, მცირედი პრობლემები გაჩნდეს. რაც შეეხება ანტირაბიულ ვაქცინას, აქ პრობლემა ნამდვილად შეიქმნება.
მარტოხელა მოხუცს სასამართლომ რვა ათასი დოლარის გადახდა დააკისრა
8 ნოემბერი, 2006
77 წლის მარტოხელა ჟერმენ ბეგიაშვილი ახმეტელის ქუჩის #5-ში ცხოვრობს. 2003 წლის გაზაფხულზე მან ბინა მედეა ბერიძის შვილს უანდერძა, თუმცა მოგვიანებით ანდერძი შეცვალა. ყოფილმა მემკვიდრემ კი სასამართლოში უჩივლა და ხარჯის, 8 ათასი დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.
მრავალშვილიანი ოჯახის ტრაგიკული ისტორია
8 ნოემბერი, 2006
მეცხრე შვილის დაბადებას დედა - მერი მარკოიძე შეეწირა. რადგან ბავშვის რჩენის თავი არ ჰქონდა, ჩვილის ხელოვნურად მოცილება გადაწყვიტა და იოდი დალია. მარკოიძეების ოჯახში მამის ანაბარა დარჩენილი შვიდი ბავშვი ამჟამად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.
წყალდიდობა ზუგდიდის რაიონში
7 ნოემბერი, 2006
2 ნოემბერს გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ მდინარე ენგურის ადიდება გამოიწვია. სოფლებში - ხურჩა, შამგონა და განმუხური, ენგურის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და კალაპოტიდან გადავიდა. მდინარემ დატბორა ამ სოფლების მაცხოვრებელთა სავარგულები, თხილნარი, სიმინდის ყანები. ყველაზე მეტად მაინც განმუხურის მკვიდრნი დაზარალდნენ.
თურქეთში ტრეფიკინგის 208 მსხვერპლიდან 6 ქართველია
7 ნოემბერი, 2006
ბოლო 3 წლის განმავლობაში თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი 666 გოგონა აღმოაჩინეს. ისინი ძირითადად ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან არიან. პირველ სამეულში მოლდაველი, უკრაინელი და რუსი გოგონები შედიან. 2006 წლის მონაცემებით, ქართველები კი მე-7 ადგილზე არიან.
მოსამართლემ ლუკა რამაზაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
6 ნოემბერი, 2006
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლია ოთარაშვილმა, „მრეწველების“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს და კომპანია „ყაზბეგი – ფშაველის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ლუკა რამაზაშვილს 26 ოქტომბერს განაჩენი გამოუტანა და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ადვოკატურის გამოცდების ჩაბარება ფასიანი გახდა
3 ნოემბერი, 2006
იმ იურისტებს, რომელთაც ადვოკატობა სურთ, ადვოკატების გამოცდებზე გასასვლელად საჭირო საბუთებს 50 ლარიც უნდა მიაყოლონ. დღემდე ეს პროცედურა უფასო იყო. გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი ადვოკატთა ასოციაციას ყოველ წელს 200 ლარი უნდა უხადონ. გამოცდების პირველი ეტაპი მხოლოდ 40%-მა გაიარა, რის გამოც, საადვოკატო მომსახურებაზე ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. მეორე ეტაპი კი 28 ნოემბერს იმართება.
ზუგდიდელი ღარიბების დიდი ნაწილი ფულადი დახმარებას ვერ იღებს
3 ნოემბერი, 2006
სახელმწიფო პროგრამით, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანთა დახმარებას ითვალისწინებს, ფულადი დახმარება ზუგდიდში 13 500 ოჯახიდან, რომელთაც დახმარების მისაღებად განაცხადი ჰქონდა შეტანილი, 3000-მდე ოჯახმა მიიღო. ამ სიაში ბევრ სხვა გაჭირვებულთა მსგავსად, ვერ მოხვდა 67 წლის მარტოხელა ქალბატონი ბედიშა კიკალეიშვილი.
სამართალს სამართალდამცავები არღვევენ
2 ნოემბერი, 2006
ქურდობის ბრალდებით ორ თვიან წინასწარ პატიმრობას თამაზ ბერიძე და დურმიშხან ინასარიძე წერა-კითხვის უცოდინარი და გონებრივად ჩამორჩენილი მოწმის ჩვენების საფუძველზე იხდიან.
სურსათი შრომის სანაცვლოდ
2 ნოემბერი, 2006
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მხარდასაჭერად საქართველოში სპეციალური პროგრამა „სურსათი შრომის სანაცვლოდ“ ამოქმედდა. მის მიხედვით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დაუსაქმებელია, გარკვეულ სამუშაოზე ასაქმებენ, თუმცა ანაზღაურება ნატურის სახით ხდება.
ტვირთს საბაჟოზე უკანონოდ აჩერებენ
1 ნოემბერი, 2006
უკვე ოთხი თვეა, რაც შპს „მერკურ“-ის მიერ იმპორტირებული სამშენებლო მასალები საბაჟო „დასავლეთის“ მიერ ტერმინალზეა გაჩერებული. „მერკურის“ ხელმძღვანელობა თვლის, რომ ტვირთის გამოშვება განზრახ ჭიანურდება.
ღატაკი ოჯახები დახმარების სიიდან გამორჩათ
1 ნოემბერი, 2006
აჭარაში, სიღარიბის პროგრამაში ჩართულ ღატაკი ოჯახებიდან ბევრს სახელმწიფოსგან დახმარება ჯერ კიდევ არ აუღია. სოცდახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი სიიდან გამორჩათ.
„თქვენ თვითონ იპოვეთ ძებნილები და გვაცნობეთ“ – ასეთია პოლიციელების მუშაობის მეთოდები
1 ნოემბერი, 2006
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ უფლისციხეში მცხოვრებ დაზარალებულ ბონდო წიწიკაშვილის ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ თაღლითებთან ბრძოლა არ შეუძლიათ.