სტატია
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2012-09-07
„ენდიაის კითხვა ბიძინა ივანიშვილის „მოწოდებასთან“ დაკავშირებით, ელემენტარულად, ფაქტობრივი უზუსტობაა!“
„ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - ენდიაის კვლევაში განსაკუთრებული ცვლილებები არ არის. პრიორიტეტების მიხედვითაც იგივეა, რაც ადრე იყო. ახალია მხოლოდ ცესკოს მიმართ უნდობლობის ხარისხის გაზრდა. პარალელურად კიდევ იყო ერთი საინტერესო მონაცემი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვლაპარაკობთ გენდერულ თანასწორობაზე, კვლევაში მითითებულია, რომ ქალ კანდიდატს მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს.
2012-09-07
სოციალურად დაუცველი მოქალაქეები საცხოვრებელ ფართს და სტაბილურ ელექტროენერგიას ითხოვენ
თბილისში ჩიტაიას ქ. N°33-ში, იტალიურ ეზოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო მხარდაჭერა შესაბამისი ორგანოებისგან. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სახელმწიფოს გულგრილობაში ადანაშაულებენ და საარსებო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
2012-09-07
საიდუმლო თათბირის გაგრძელება - „ქართული ოცნების“ კოორდინატორების შვილებს ჯარში იწვევენ
ლანჩხუთში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები თავიანთი კოორდინატორების შვილების ჯარში გაწვევაზე ალაპარაკდნენ. კოალიციის ადგილობრივ ოფისში ადამიანის უფლებათა ცენტრს რამდენიმე ადამიანის სია მიწოდეს, რომლებიც ჯარში მხოლოდ იმიტომ გაიწვიეს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ.
2012-09-06
აუქციონზე გატანილი ქონების მეპატრონე უფლებების დაცვას სტრასბურგში აპირებს
საქართველოს ხელისუფლება ინვესტიციების მოზიდვაზე, ბიზნესის თავისუფლებასა და ხელშეწყობაზე ხშირად უფრო ბევრს საუბრობს, ვიდრე ეს რეალურად ხდება. ქონების უკანონოდ წართმევის, დაყადაღების, გასხვისებისა და დასაკუთრების არაერთი ფაქტია ცნობილი. Humanrights.ge ამჯერად, კიდევ ერთ - სრულიად ახალ შემთხვევაზე გიამბობთ.
2012-09-05
თელავში გარეგანათების სამუშაოებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურებში ჩაცმულები ასრულებენ
თელავში შპს „გარეგანათების“ თანამშრომლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო მაისურებში ჩაცმულები მუშაობენ. შპს „გარეგანათება“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარით ფინანსდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა ირინე ურუშაძემ განუცხადა, ეს ფაქტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ამომრჩევლის მოსყიდვაა.
2012-09-05
6 წლის წინანდელი „დანაშაული“ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ გაახსენდა
„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრი გელა გოშაძე სამართალდამცავებმა 1 სექტემბერს, დაკავებიდან რამდენიმე საათში, 3000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.
2012-09-05
არათანაბარი პირობები პარტიებისთვის - ოპოზიციური პარტიის ოფისი რეგიონში პრობლემასთან ასოცირდება
რუსთაველებს თამამად შეუძლიათ ნაციონალურ მოძრაობას უმღერონ - „თვალს გავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ“. საქმე ისაა, რომ მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ რუსთავში 10 ახალი ოფისი გახსნა. ქალაქის ყველა უბანში პატიის სახელწოდებით, დროშებით და ხუთაინებით გაფორმებული შტაბები ამუშავდა.
2012-09-05
რუსთაველ მოსამართლეს ერთი წითელი ხუთიანი გამორჩა
ადამიანის უფლებათა ცენტრმა 9 აგვისტოს რუსთავის თვითმმართველობის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის კაბინეტში გაკრული „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო №5-ის მითითებით ერთი მცირე ზომის პლაკატი და მის გვერდით დიდი პოსტერი ნახა. ამ უკანასკნელზე პრეზიდენტი და ასაკოვანი ადამიანი იყვნენ გამოსახული. პოსტერის ბოლოს №5-თან ერთად იყო წარწერა „საქართველო სიღარიბის გარეშე“.
2012-09-04
მიცვალებულებით ვაჭრობა პანკისის ხეობაში
დუისის სასაფლაოზე 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი (დედის გვარით ქავთარაშვილი) 3 სექტემბერს, დილის 5 საათზე დაკრძალეს. პოლიციის თანამშრომლებმა და გარდაცვლილთა ახლობლებმა სასაფლაოზე ცხედრები შემოვლითი გზით მიიტანეს, რადგან პანკისის ხეობაში შესასვლელ გზაზე ჟურნალისტები ვიყავით გაჩერებულები.
2012-09-03
ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის კვლევის შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ამ თემაზე 4 სექტემბერს 14:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.
2012-09-03
რატომ აეჭვებთ ლაფანყურელებს სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალური ვერსია
ლოპოტას ხეობაში მძევლების დახსნის შესახებ ოფიციალური ვერსია სოფელ ლაფანყურის მცხოვრებლებს კითხვებს უჩენს, რომლებზეც მათ პასუხი არ მიუღიათ. მათ, ასევე, უჭირთ ლოგიკური კავშირის პოვნა საკუთარი თვალით ნანახსა და სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას შორის.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას