მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ყველაზე საგრძნობი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით დაფიქსირდა საქართველოსა და რუსეთში
11 თებერვალი, 2009
გავლენიანმა ამერიკულმა გაზეთმა „ეკონომისტმა“ 2008 წლის „დემოკრატიის ინდექსი“ გამოაქვეყნა. „დემოკრატიის ინდექსი“ არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია მსოფლიოს ქვეყნების სია დემოკრატიულობის მიხედვით. „დემოკრატიის ინდექსი 2008“ ასახავს 2008 წლის სექტემბრისთვის არსებულ სიტუაციას მსოფლიოში. ეს არის ამ სახის მეორე გამოცემა „ეკონომისტისთვის“. პირველი 2007 წელსგამოქვეყნდა. ის ასახავდა მსოფლიოში 2006 წლის სექტემბრისთვის არსებულ სიტუაციას.
კახეთში საბავშვო ბაღები ან იხურება ან ინგრევა
11 თებერვალი, 2009
კახეთის რეგიონში საბავშვო ბაღები უმძიმეს მდგომარეობაშია. დაზიანებული სახურავებიდან შენობებში წყალი ჩადის. აყრილი და ჩანგრეულია იატაკი. იმის გამო, რომ ბავშვები სარდაფში არ ჩაცვივდნენ, აღმზრდელები მათ მთელი დღის განმავლობაში ერთი ოთახიდან ვერსად უშვებენ. ამასთან ერთად, ბევრ მუნიციპალიტეტში გამგეობებმა საერთოდ უარი თქვეს ბავშვთა კვების დაფინანსებაზე. აღსაზრდელების მშობლებს შვილების გამოსაკვებად საჭირო პური და საკვები საბავშვო ბაღში ყოველდღე სახლიდან მიაქვთ.
სახელმწიფო მოქალაქეს ვალს არ უხდის
9 თებერვალი, 2009
სახელმწიფოს ამირან მიქელაძის ვალი მართებს. მიქელაძეს კი, სახელმწიფოსგან მიუღებელი თანხის გამო საგადასახადო ინსპექციის. საგადასახადო ინსპექციამ ვალის აღების მიზნით, მიქელაძის უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღა. 6 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის ბრძანება გასცა.
კანონი კრძალავს, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიცია მაინც ფინანსდება
7 თებერვალი, 2009
"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანული კანონისა და "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება ისეთი დაწესებულებების დაფინანსება, რომელიც კანონით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიუხედავად ამისა, შს სამინისტროს რაიონული სამმართველოები ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გარკვეულ დაფინანსებას მაინც იღებენ.
დევნილები ნახევრად მშივრები არიან
4 თებერვალი, 2009
აგვისტოს ომის შედეგად ფრონეს და დიდი ლიახვის ხეობებიდან დევნილები, რომლებიც კახეთში ცხოვრობენ, მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. იძულებით გადაადგილებულ პირებს არ აქვთ საკმარისი საკვები და მათთვის სამედიცინო დახმარებაც ხელმიუწვდომელია.
რეგიონული ჟურნალისტების დაშინების ფაქტები ყოველდღიურად უფრო მასშტაბური ხდება
3 თებერვალი, 2009
სოზარ სუბარი: "ხელისუფლება იმ ადამიანებს ახალისებს, რომლებიც ჟურნალისტებს ავიწროვებენ" საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დაშინების ფაქტები ყოველდღიურად უფრო მასშტაბური ხდება. რეგიონულ კორესპონდენტებს, გარდა იმისა, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან, ფიზიკური ანგარიშსწორებით, გატაცებით და სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებიან. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ასეთ ფაქტზე ვრცელდება ინფორმაცია და დაზარალებულებს, ხშირ შემთხვევაში, განცხადება მტკიცებულებებთან ერთად პროკურატურაშიც შეაქვთ, არცერთი საქმე გამოძიებული არ არის.
გუბერნატორმა თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა აიძულა
3 თებერვალი, 2009
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, 23 იანვარს, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დააწერინეს. 20 განცხადებიდან გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა მხოლოდ ორი დააკმაყოფილა. ადმინისტრაციის იურისტი ზიტა იმანოვა და პრესმდივანი მარი შაშვიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმანოვა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრია, მარი შაშვიაშვილი კი ტელერადიოკომპანია "იმედის" კახეთის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის და ამჟამად რადიო "პალიტრას" და საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ჟანა დიდებაშვილის ქალიშვილი. ამ დეტალების გამო უფლებადაცვით ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ იმანოვა და შაშვიაშვილი სამსახურიდან პოლიტიკურად არასაიმედოობის ნიშნით გაათავისუფლეს.
კასპის მოსახლეობა საბავშო ბაღების დახურვის ფაქტს აპროტესტებს
2 თებერვალი, 2009
კასპის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან საბავშვო ბაღების გახსნას მოითხოვს. მოსახლეობა საბავშო ბაღების დახურვის ფაქტებს აპროტესტებს. მათი თქმით, ხელისუფლებამ საბავშვო ბაღები იქ დევნილების შესახლების მოტივით დახურა. ადგილობრივების განცხადებით, მათ არ აქვთ საშუალება იმისა, რომ ბავშვები კერძო საბავშვო ბაღებში ატარონ. "ჩვენთვის საბავშვო ბაღების დახურვა ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ვმუშაობთ და ბავშვს ბაღში ვტოვებდით. ვიყავით გამგებლის მოადგილესთან ამ საკითხის გასარკვევად, მაგრამ პასუხს ვერ გვცემენ, ფაქტი კი ფაქტად რჩება, რომ სექტემბრის მერე ბაღები დაკეტილია. კერძო ბაღებში საკმაოდ დიდი თანხაა გადასახდელი, რასაც ჩვენ ვერ შევწვდებით.” – აღნიშნავს მოსახლეობა. კერძო ბაღები მშობლებისთვის ტერიტორიული მდებარეობითაც მიუღებელია.