კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

რეფორმირებული სასამართლოს ფიასკო

9 იანვარი, 2009
პროკურორმა მოსამართლის გადაწყვეტილება წინასწარ გამოაცხადა გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ლია ოთარაშვილმა მთლიანად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კრივში საქართველოს ჩემპიონს 22 წლის ბიძინა სეფიაშვილს და ფეხბურთელს 19 წლის სპარტაკ სალთხუციშვილს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას და პირად თავდებობას ითხოვდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რეგიონალურმა ჟურნალისტებმა პროკურორ გიორგი ქოქიაშვილისგან პროცესის დაწყებამდე გაიგეს, რომ სასამართლო დაკავებულებს ორთვიან პატიმრობას შეუფარდებდა.

მოსახლეობა მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებს მასობრივად ტოვებს

8 იანვარი, 2009
სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მოსახლეობა მეექვსე თვეა სასმელად მდინარის წყალს იყენებს. ილტოს ხეობის სოფლებში მცხოვრები არაერთი ოჯახი კი, რომელიც სტიქიამ დააზარალა, ამ დრომდე უსახლკაროდ არის დარჩენილი. მდინარე თუ ადიდებულია, ადგილობრივები ვერც რაიონულ ცენტრს უკავშირდებიან, რადგან მეწყერმა 2005 წელს სავალი გზაც წაიღო. 16 წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი გურჯაანის რაიონის სოფელი ჭერემი. უკიდურესად დაზიანებული გზის გამო მოსახლეობა ხშირად დიდი ხნით გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. პრობლემების მოგვარებას მაღალმთიანი და საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას არაერთხელ დაპირდნენ, ძირითადად წინასაარჩევნოდ. ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხებიც არის გახარჯული, მაგრამ გაუსაძლისი პირობების გამო მოსახლეობა სოფლებს მასობრივად ტოვებს.