კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

პრეზიდენტი სწრაფად და უხარისხოდ აშენებული ციხეებით ტრაბახობს

8 ივნისი, 2010

ქუთაისის ავტოქარხანა - მითი და რეალობა

8 ივნისი, 2010
საქართველოს პრეზიდენტმა ერთი წლის წინ ცენტრალური სატელევიზიო არხების საშუალებით, სრულიად საქართველოს სასიხარულო ამბავი აუწყა - „ქუთაისის საავტომობილო ქარხანა დაკარგულ ფუნქციას დაიბრუნებს. ამუშავდება საწარმოები, შეიქმნება ქართული პროდუქცია, და რაც მთავარია, დასაქმდება ათასობით მუშა-ხელი“. მეტი დამაჯერებლობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მუყაოს ყუთიც უჩვენა, წარწერით Made in Georgia და სამუშაოდ ქუდზე კაცი მოიხმო. ასე დაიწყო ქვეყნის პირველმა პირმა უმუშევრობის აღმოფხვრის პროცესი ქუთაისში. ზუსტად ერთი წლის თავზე პრეზიდენტის მიერ გაპიარებული ავტოქარხანა გაცილებით უსახურად გამოიყურება, ვიდრე ოდესმე.

„ხელისუფლებამ გაყალბების მეთოდები დახვეწა“

4 ივნისი, 2010
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსჯის საგნად ხმის მიცემის პირველივე წუთებიდან იქცა. მიუხედავად ამისა, დღეს ქუთაისში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, მმართველი პარტია არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ხელისუფლება დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, ისევე, როგორც მის მიერ ჩატარებულ ყველა წინა არჩევნებს. განსხვავებული აზრი აქვს ამომრჩეველს (რომ არაფერი ვთქვათ ოპოზიციაზე), რომელიც ფიქრობს, რომ რეალობა სულ სხვაა - არჩევნებმა მთელ ქვეყანაში დარღვევების ფონზე ჩაიარა და გამონაკლისი არც ქუთაისი იყო.

ხელისუფლება მესაკუთრეს ატერორებს

3 ივნისი, 2010
ნოდარ ბეგიაშვილი სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმის მთავარი გმირია. ჟურნალისტური გამოძიება აფთიაქის მეპატრონისთვის შპს „ფარმაკონ 11“-ის კუთვნილი ფართის უკანონოდ ჩამორთმევის ამბავს გვიამბობს. შპს „ფარმაკონ 11“-ის მეპატრონეს შემოსავლების სამსახურთან პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც აფთიაქის მეწილეებმა შპს-დან საკუთარი წილები გაიტანეს. საგადასახადო ინსპექციამ წილების გატანა საქონლის ხელახალ მიწოდებად მიიჩნია, ანუ - ხელახალ გაყიდვად და ერთადერთ მეპატრონეს, ნოდარ ბეგიაშვილს, სახელმწიფო დაბეგვრის მიზნით, ბიუჯეტის სასარგებლოდ, 342480,6 ლარის გადახდა დააკისრა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ვიდეომტკიცებულებების იგნორირება შეუძლებელია

3 ივნისი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ საგანგებო პრესკონფერენციაზე გავრცელებულმა ვიდეომტკიცებულებებმა არჩევნების გაყალბებისა და დარღვევების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ყურადღება მიიპყრო. სამარცხვინო დარღვევევის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საგარეჯოს საოლქო-საარჩევნო კომისიას ამ კადრების განხილვა დაავალა. საოლქო-საარჩევნო კომისიამ კი ორ უბანზე არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, წინა დღით ამავე კომისიამ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ საჩივრების დაკმაყოფილებაზეც და ვიდეომტკიცებულებების მიღებაზეც უარი უთხრა.

ხელისუფლებამ ახალგორელების ხმები „ჯიბეში ჩაიდო“

2 ივნისი, 2010
„რა ვქნა, რომ არ ჩავიდე წეროვანში „ხუთიანის“ შემოსახაზად, კოტეჯს წამართმევენ“, - ჩიოდა ახალგორში მცხოვრები ამომრჩეველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. „თუ არ მოხვალ და ხუთიანს არ შემოხაზავ, რუსებთან გაგყრით“, –ესმოდათ წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს „ნაციონალური მოძრაობისგან“. „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გოჩა გაბრიელაშვილი humanrights.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ მთვრალმა წევრმა მისი დამკვირვებელი უბნიდან ცემით გამოაგდო. მისივე თქმით, წეროვანში არჩევნებს, ფაქტობრივად, სოფლის რწმუნებულები და გამგებლები ატარებდნენ.