სტატია
1 ივლისი, 2008
„ჩემი ბოლო ჩამოსვლა საქართველოში ძალიან ცუდად დამამახსოვრდა. ამ ქვეყანაში არაფერი მუშაობდა. შუქი არ იყო და ხალხს ქუჩაში გასვლის ეშინოდა. აღმოვაჩინე, რომ პანაშვიდზე 6-7 საათის ნაცვლად (როგორც ეს ჩემს ბავშვობაში ხდებოდა) 3-4 საათზე დადიან, რადგან დაღამებამდე როგორმე სახლში წასვლა (ფეხით) მოასწრონ და ა. შ. ამის გამო ყოველთვის ვერიდებოდი ჩამოსვლას და ვამჯობინებდი, ახლობელი ადამიანები ჩემთან მიმეწვია. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, 2004 წელს ჩამოვედი და აღმოვაჩინე, რომ არაფერი შეცვლილა. ქვეყანა ისევ გაყინულ, ჯაბახანა ეკონომიკურ მდგომარეობაში დამხვდა. ეს იგივეა შენი ბინა ნახო უკარფანჯრო, კედლებდანგრეულ მდგომარეობაში. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში იფიქრებ, რომ რემონტი გარდაუვალია და კითხვის დასმა - რა საჭიროა რემონტის დაწყება - უბრალოდ, სისულელეა“,- ასე განმარტავს საქართველოში რეფორმების გარდაუვალობას პრემიერ- მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი კახა ბენდუქიძე