კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ყუბანეიშვილს სატენდერო კომისიის ხელმძღვანელობის უფლება არ ჰქონდა

2 სექტემბერი, 2009
სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ შპს „სიგმა პლუსმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში 2009 წლის 27 თებერვალს შეიტანა. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე 2008 წლის სექტემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა პროცესის მსვლელობის შემაფერხებელი იურიდიული გარემოება, სასამართლო პროცესი ხელოვნურად არაერთხელ გადაიდო. შპს „სიგმა პლუსის“ ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატები მერი ჯაფარიძე და მანანა კობახიძე იცავენ.

„სასამართლო პროკურატურის ზეწოლის ქვეშ იმყოფება“

1 სექტემბერი, 2009
მოქმედი კანონმდებლობით, ბრალდებულის სასარგებლოდ, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გირაო მხოლოდ მას შემდეგ გადაიხდება, რაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებას გამოიტანს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოსამართლე უფლებამოსილია ნაწილობრივ ან მთლიანად დააკმაყოფილოს გამომძიებლის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ, ან საერთოდ უარი თქვას მის გამოყენებაზე და ბრალდებული გაათავისუფლოს. დადგენილი წესების მიუხედავად პროკურორმა ბრალდებულს გირაო მოსამართლის მიერ შუამდგომლობის განხილვამდე გადაახდევინა.