მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
„სიკვდილი რომ დავაპიროთ, სასაფლაოზე მისასვლელად რუსეთის ვიზა გვჭირდება“
7 სექტემბერი, 2010
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი კიდევ ორი კილომეტრით გაიზარდა. მართალია, ჩვენი ხელისუფლება ამას არ ახმაურებს, მაგრამ თითქმის ორი თვეა, რუსული ჯარის ნაწილებმა კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში თვაურების დასახლების დიდი ნაწილი დაიკავეს და მიწაყრილით გაყვეს, რის გამოც მოსახლეობა სახლში შესვლას ვეღარ ახერხებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ლამისყანელების სავარგულების დიდი ნაწილიც. გამოდის, რუსი ოკუპანტები თბილისთან ახლა კიდევ უფრო ახლოს, ზუსტად 24 კილომეტრში არიან.
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ
7 სექტემბერი, 2010
ზემო სვანეთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას მესტიის მუნიციპალიტეტში შიშით უყურებენ. ადგილობრივების თქმით, პროგრამა ისე ხორციელდება, მათ არავინ არაფერს ეუბნება. მესტიაში ეშინიათ, რომ პროგრამის ფარგლებში მათ იმ მიწებს ჩამოართმევენ, რომლებიც წინაპრებისგან გადმოეცათ, მაგრამ დღემდე გაფორმებული არა აქვთ.
კურორტი მენჯი სულს ღაფავს
7 სექტემბერი, 2010
ერთ დროს „ყავარჯნების სამარედ“ წოდებული ბალნეოლოგიური კურორტი მენჯი დღეს მთლიანად განადგურებულია. მისი ნგრევა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად მენჯის სანატორიუმს იქ ჩასახლებულმა „მხედრიონელებმა“ და გვარდიელებმა მიაყენეს ზიანი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ კი, ნახევრად გაპარტახებული სანატორიუმის ცალკეულ შენობებში აფხაზეთიდან დევნილები ჩაასახლეს. სამოქალაქო ომს გადარჩენილი ქონება კურორტის გულგრილი დირექტორების მადას შეეწირა.
ავღანეთში ქართველი ოფიცერი დაიღუპა, კაპრალმა კი ორივე ფეხი დაკარგა
6 სექტემბერი, 2010
ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქების შედეგად 28 წლის ქართველი ოფიცერი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაიღუპა.
ლერი ხაბელოვი – დევნილი პოლიტიკური ნიშნით
6 სექტემბერი, 2010
„საქართველოდან იმიტომ წამოვედი, რომ ჩემი უსაფრთხოება კითხვის ქვეშ იდგა. თუმცა, დაბრუნება ძალიან მინდა“, – აცხადებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოსურ მედიასთან საუბრისას და დასძენს, რომ საქართველოში დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, როცა ხელისუფლება შეიცვლება.
ახალგორის სკოლებში 700 ნაცვლად 70-მდე მოსწავლეღა დარჩა
3 სექტემბერი, 2010
1 სექტემბერს ოკუპირებული ახალგორის სკოლებში ზარი მხოლოდ 70-მდე მოსწავლისთვის დაირეკა. უწინ კი აქ 700 მოსწავლე იყო. საპირველსექტემბრო ზეიმს სევდა იმიტომაც გამოერია, რომ ახალგორელებს არცთუ უმნიშვნელო ახალი ამბავი აცნობეს – ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი ახალგორის რუსული სკოლის სასწავლო პროგრამიდან ქართული ენის საგნის ამოღებას გეგმავს.
ქვემო ქართლში ოპოზიცია ოფისებს ხურავს
3 სექტემბერი, 2010
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვემო ქართლში ოპოზიციურმა პარტიებმა აქტიურობა შეწყვიტეს. რეგიონში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ოფისი დაიხურა. „მთავარი პრობლემა ფინანსებია. ცხადია ჩვენ ვხვდებით, რომ საჭიროა ოფისი, მაგრამ მისი ხარჯების დაფარვა არ შეგვიძლია“, - ამბობს რეგიონში პარტია „თავისუფლების“ წარმომადგენელი ირაკლი ქაჯაია.
კახეთის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს საცოლე მოსტაცეს
2 სექტემბერი, 2010
კახეთის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ტაბუცაძეს უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტიდან საცოლე ნათია ჩხარტიშვილი მოსტაცეს. ამ ინფორმაციას უკრაინული გაზეთი „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. ნათია ჩხარტიშვილი ქართველი ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის შვილია. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ნათია ჩხარტიშვილი აეროპორტიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ტარიელ ვასაძის დაცვამ გაიტაცა.
დევნილთა ნაწილი დამწვრობის ცენტრში შესახლებაზე უარს ამბობს
2 სექტემბერი, 2010
თბილისში, ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ეროვნულ ცენტრში უკვე წლებია, აფხაზეთიდან დევნილი 60-მდე ოჯახი ცხოვრობს. 2007 წელს აღნიშნული შენობა „პსპ ჯგუფში“ შემავალმა კომპანიამ „ნიუ ჰოსტიპალმა“ შეიძინა და ახალი მრავალპროფილიანი სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დაიწყო. ამის გამო დღის წესრიგში შენობის ერთ ნაწილში მცხოვრები 39 დევნილი ოჯახის გამოსახლების საკითხი დადგა.