მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ლტოლვილთა სამინისტრო ეკომიგრანტთა პრეტენზიებს არ იზიარებს, მაგრამ პრობლემების მოგვარებას ჰპირდებათ
7 დეკემბერი, 2012
Humanrights.ge ნოემბრის დასაწყისში აჭარელი ეკომიგრანტების თემაზე მუშაობდა. სამცხე-ჯავახეთის სოფელ გორელოვკაში ჩასახლებული ეკომიგრანტები ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მათ წინაშე აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.
ლანჩხუთში მოშიმშილეებმა ახალი მოთხოვნა წამოაყენეს - გადადგეს პრეზიდენტი!
6 დეკემბერი, 2012
მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთში კონკურსი გამგებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად სულ რამდენიმე დღეში გამოცხადდება, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომის მოთხოვნით, მოშიმშილეები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. მას შემდეგ, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ კარავი დაიდგა, აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, გია ფირცხალაიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა მოთხოვნით: გადადგეს ქვეყნის პრეზიდენტი.
საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი და დარღვეული შრომითი უფლებები
6 დეკემბერი, 2012
„საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი დასაქმებულის უფლებებს ვერ იცავს. იგი დამსაქმებლის უფლებების დამცველი უფროა, ვიდრე დასაქმებულის“, - იურისტთა განმარტებებისა და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა საწარმოების თანამშრომელთა საპროტესტო აქციების ფონზე საპარლამენტო უმრავლესობამ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო.
უჩა ნანუაშვილი ომბუდსმენის უფლებამოსილების გაზრდის ინიციატივით გამოდის
6 დეკემბერი, 2012
სახალხო დამცველობის კანდიდატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი ომბუდსმენის უფლებამოსილების გაზრდის ინიციატივით გამოდის.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: 2012 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 51-ე ადგილზეა
6 დეკემბერი, 2012
საქართველო 51-ე ადგილს იკავებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2012 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI), რომელიც საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმას ზომავს 176 ქვეყანაში. საქართველომ 2012 წლის კვლევაში 52 ქულა მიიღო 100-ქულიან შკალაზე (სადაც 0 ძალზე კორუმპირებულ, ხოლო 100 - ძალზე სუფთა საჯარო სექტორს ნიშნავს).
პარლამენტმა 190 პირს „პოლიტპატიმრის“, 25-ს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა
6 დეკემბერი, 2012
პარლამენტმა 77 ხმით 14-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომელიც 190 პირს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულის, ხოლო 25-ს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსს ანიჭებს და მათი გათავისუფლების მექანიზმების შექმნის ვალდებულება აიღო.
სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ არჩევანი უჩა ნანუაშვილზე შეაჩერა
5 დეკემბერი, 2012
„უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველის პოსტზე ჩვენს კანდიდატად მისი გამოცდილებისა და ადამიანის უფლებათა სფეროში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობის გამო ვასახელებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ 3 დეკემბერს, ბიუროს სხდომიდან გამოსვლისას, ომბუდსმენობის კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ.
მართლმადიდებლები მუსლიმებს ახლა წინწყაროში დაუპირისპირდნენ
5 დეკემბერი, 2012
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. სოფელში ვითარების გასარკვევად პარლამენტის წევრები სოსო ჯაჭვლიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ჩავიდნენ. დეპუტატები წინწყაროში ჩასახლებულ სვანებს შეხვდნენ. ადგილობრივებთან შეხვედრის დროს პარლამენტის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დაპირისპირება თუ არ შეწყდა, სისხლისღვრა გარდაუვალია.
როინ შავაძის ადვოკატი საქმეს ოთხი წლის დაგვიანებით გაეცნო
4 დეკემბერი, 2012
2008 წლის შემდეგ, ადვოკატმა რამინ პაპიძემ 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლული სამხედრო სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის საქმის მასალების გაცნობა მხოლოდ ახლახან შეძლო. ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს.
ნათია ლაზაშვილმა „მეცხრე არხიდან“ წამოსვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადა
4 დეკემბერი, 2012
„მეცხრე არხის“ ახალი ამბების წამყვანმა, ნათია ლაზაშვილმა 1 დეკემბერს დღის 9-საათიან გამოშვებაში განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ტოვებს.
ყოფილი ჩინოვნიკების საცხოვრებელს სახელმწიფო დაცვა იცავს
30 ნოემბერი, 2012
აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარის, მიხეილ მახარაძის საცხოვრებელ სახლებთან კვლავ დგას სახელმწიფო დაცვის წევრები. ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ საქმე ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასთან გვაქვს.
ზესტაფონის საკრებულოს დეპუტატებმა სარგოს გაზრდა მოითხოვეს
30 ნოემბერი, 2012
27 ნოემბერს ზესტაფონის საკრებულოს სხდომამ ხმაურით ჩაიარა. საკრებულოს წევრთა ნაწილის უკმაყოფილება საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მიერ დაყენებული საკითხის, დეპუტატებისთვის თანამდებობრივი სარგოს ზრდის მოთხოვნას მოჰყვა.
მოსყიდული არჩევნები აჭარის მაღალმთიანეთში
30 ნოემბერი, 2012
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტებში, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმები ფინანსურად და დაპირებით მოისყიდეს. ხულოს მოსახლეობის თქმით, მათთან 5-იანის შემოხაზვა 100 ან 200 ლარი ღირდა, შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მათ პატიმარ ვაჟა ხიმშიაშვილის გათავისუფლებას დაჰპირდნენ.
„ქართული ოცნება“ ლანჩხუთის გამგეობის წინ მიმდინარე აქციას ემიჯნება
30 ნოემბერი, 2012
რამდენიმე დღეა, ლანჩხუთის გამგეობის წინ კარავი დგას. მას უკვე საკანიც შეემატა. აქციაზე მეოთხე დღეს ლანჩხუთელების გარდა ოზურგეთელებიც შევნიშნეთ, რომლებიც ე.წ. ზვიადისტები აღმოჩნდნენ. აქციის მონაწილეები გამგებლის გადადგომას მოითხოვენ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ეკომიგრანტებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდება
29 ნოემბერი, 2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ დოკუმენტური ფილმში ასახულია ის სოციალურ-სამართლებრივი პრობლემები, რაც დღეისათვის საქართველოში მცხოვრებ ეკომიგრანტებს აწუხებთ. ფილმი, ძირითადად, აჭარის მაღალმთიანი რეგიონებიდან სტიქიური მოვლენების გამო გადმოსახლებულ ეკომიგრანტებს ეხება და მომზადებულია პროექტის - „ადვოკატირება ეკომიგრანტთა ინტერესებისათვის“ ფარგლებში.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორინგის ბოლო პერიოდის ანგარიშები
28 ნოემბერი, 2012
საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს ბოლო პერიოდის ორ ანგარიშს, რომელიც წარმოადგენს 22 ოქტომბერი - 4 ნოემბრისა და 5-18 ნოემბრის მედიამონიტორინგის შედეგებს.
ახმედ ჩატაევის ადვოკატი იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება
28 ნოემბერი, 2012
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 27 ნოემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებს ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი ლტოლვილის, ახმედ ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა: „მე არ მგონია, რომ დღეს ჩატაევის გთავისუფლება იყოს მიზანშეწონილი.
პატრული „სმარტის“ წინააღმდეგ
28 ნოემბერი, 2012
თელეთის საპატრულო პოლიციასა და სავაჭრო ცენტრ „სმარტს“ შორის კონფლიქტის თაობაზე Humanrights.ge-ს მარნეულიდან შეატყობინეს. ჩვენი წყაროს თქმით, ადგილი აქვს პარტრულის მხრიდან სამსახურეობრივი მდგომარების ბოროტად გამოყენებას.
კობა ბექაური: „ადეიშვილმა მითხრა, დაგიჭერ და გაგანადგურებ ან შალვა რამიშვილს ფული უნდა მისცეო“
27 ნოემბერი, 2012
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი და ყოფილი დეპუტატი, კობა ბექაური 26 ნოემბერს „მაესტროს“ ეთერში შალვა რამიშვილის დილის გადაცემაში მივიდა.
ვინ მიაყენა შეურაცხყოფა „გურიის მოამბისა“ და „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს?!
27 ნოემბერი, 2012
„გურიის მოამბისა“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს, ვლადიმერ მენაბდეს ოზურგეთში ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით თავს დაესხნენ. ჟურნალისტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ მას თავს „ქართული ოცნების“ ოზურგეთელი აქტივისტები დაესხნენ, ლაშა ღლონტის ხელმძღვანელობით. „ქართული ოცნება“ იციდენტთან მისი აქტივისტების კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.