მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ქუჩაში მოწყალების მისაღებად გამოსული ბავშვები
14 ივლისი, 2015
„ხალხი ბავშვს რომ ხედავს უფრო ვებრალებით და გვეხმარება“, -ეს განცხადება მეტროს გადასასვლელში მოწყალების სათხოვნელად მდგარ ქალბატონს ეკუთვნის. მისი თქმით, საბურთალოზე საკუთარ ბინაში ცხოვრობდა, რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბინა გაყიდა და ამჟამად ქირით ცხოვრობს. იგი მარტოხელა დედაა, სოციალური დახმარება მოუხნსეს და ბავშვთან ერთად ქუჩაში დახმარების სათხოვნელად გამოსვლა გადაწყვიტა.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა
14 ივლისი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, მიიღოს ამნისტიის კანონი 2006-2012 წლებში სისხლის სამართლის კოდექსის 262–ე მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების გათავისუფლების მიზნით.
ჯილეხის გავრცელების გამო კარდენახში კარანტინი გამოცხადდება
14 ივლისი, 2015
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში საქონლის ხორცში აღმოჩენილი ჯილეხის გამო სოფელში კარანტინი გამოცხადდება.
„ლიტერატურა ნდობის აღდგენისათვის“
9 ივლისი, 2015
7 ივლისს, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა საჯარო დისკუსია - „ლიტერატურა ნდობის აღდგენისათვის“. დისკუსიამდე გაიმართა ქართველი, ოსი და აფხაზი მწერლების მოთხრობების ერთობლივი კრებულის პრეზენტაცია და სტამბოლის პენ მარათონის თაობაზე გადაღებული ფილმის ჩვენება.
მძიმედ დაავადებულ პატიმრებს კომისია არ ათავისუფლებს
8 ივლისი, 2015
მსჯავრდებული ინგა წულაძე მეხუთე წელია, სასჯელაღსრულების №5 დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, ინგა წულაძის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ავალიანი იცავს.
საქართველოს სახალხო დამცველის შენიშვნები საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიშზე
8 ივლისი, 2015
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, 2015 წლის ივნისში საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის 12 ინსტიტუტის, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის შეფასებას მოიცავს და ამ სტრუქტურებში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ დადებით თუ უარყოფით ცვლილებებს ასახავს.
„საქართველოს მოქალაქეები უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
7 ივლისი, 2015
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №547) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - უჩა ნანუაშვილმა და მიხეილ შარაშიძემ. სარჩელი მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრში. საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი კოლეგიის 2013 წლის 4 აპრილის №1/1/547 საოქმო ჩანაწერით, №547 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.
პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონ-პროექტის განხილვა დაიწყო
7 ივლისი, 2015
30 ივნისს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გოგა ხაჩიძემ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონ-პროექტი წარადგინა.
წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე
3 ივლისი, 2015
26 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დისკუსია გამართა. შეხვედრაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა კუთხით განიხილეს და იმ გამოწვევებსა და წინ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც საპატიმროების პრობლემებსა და რეაბილიტაციის საკითხებს ასახავს.
სირიაში 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა – მე-12 მსხვერპლი პანკისიდან
2 ივლისი, 2015
სირიაში, ქალაქ კობანში საბრძოლო მოქმედებების დროს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში მცხოვრები, 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა. თურფალ ბორჩაშვილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძოდა. საქართველოდან თურქეთში ის 6 თვის წინ წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრს თურფალ ბორჩაშვილის გარდაცვალების ფაქტი მისი ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.
ცხოვრების წესად ქცეული ძალადობა
29 ივნისი, 2015
„ყოველ დილით ცოლი უნდა ცემო, თუ გინდა შენს ჭკუაზე გყავდეს - ეს ჩემი მეუღლის დევიზია, რომელსაც წლების განმავლობაში არაჩვეულებრივად ასრულებდა და ამის გამო ბედნიერი იყო“, - ამ განცხადებას humanrights.ge- სთან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალბატონი აკეთებს.
თაღლითობის მსხვერპლი პენსიონერი დახმარებას ითხოვს
29 ივნისი, 2015
„პენსიონერი და სოციალურად დაუცველი ვარ, ყოველდღე მეშინია, რომ გამოგვასახლებენ და ქუჩაში დავრჩებით. არ ვიცი სიბერე სად გავატარო. შვილითა და ორი მცირეწლოვანი შვილიშვილით გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობ“,- განაცხადა ჟუჟუნა ჯობაძემ.
ერგნეთში ქართულ მხარესა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
26 ივნისი, 2015
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართული რიგით 56-ე შეხვედრა ოსური მხარის ბრალდებით დაიწყო. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა ქართული მხარე გააფრთხილეს, რომ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად საქართველოს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან დგანან, ოკუპირებულ ტერიტორიზე გადასვლისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი შეიარაღებულ დაპირისპირებას არ გამორიცხავს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეკონომიკის სამინისტროს შენობების გადაცემაზე უარი უთხრა
26 ივნისი, 2015
გორის მერიისაგან ეკონომიკის სამინისტრო საბავშვო ბაღის ოთხი შენობის გადაცემას ითხოვს, რათა ფართი იძულებით გადაადგილებულ პირებს დაუკანონონ. ამჟამად, ოთხივე შენობაში დევნილებია დროებით შესახლებული. გორის მერიას კი საბავშვო ბაღის ხუთი შენობა აქვს დაქირავებული, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში 4 000 ლარი იხარჯება.
ქალი პატიმრები ჩხრეკისას დამამცირებელ მოპყრობაზე ჩივიან და ხანგრძლივ პაემნებს ითხოვენ
25 ივნისი, 2015
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გოგი გახარია ადამიანის უფლებათა ცენტრს იმ პრობლემებზე ესაუბრა, რაც ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა. გოგი გახარიას თქმით, არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ქალთა №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება. საქმე ეხება პაემნების, ჩხრეკის, ტელეფონითა და ტელევიზიით სარგებლობის საკითხებს.
კანონდარღვევა გორის მერიაში
25 ივნისი, 2015
15 ივნისს გორის მერიაში გამარტივებული ტენდერი გაიმართა. სატენდერო კომისიას ქალაქის მერი ხელმძღვანელობდა. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია ,,ვერელი +“ იღებდა მონაწილეობას. სატენდერო კომისიამ აღნიშნულ სხდომაზე სამშენებლო კომპანიას სამდღიანი ვადა მისცა სატენდერო განცხადში ცვლილებების შესატანად.
13 ივნისის წყალდიდობის გამომწვევი მიზეზები
23 ივნისი, 2015
13 ივნისს თბილისში რამდენიმე საათიანმა წვიმამ მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, შედეგად, მდინარე ნაპირებიდან გადმოვიდა და გმირთა მოედანი და მიმდებარე ტერიტორიები მთლიანად დატბორა. სტიქიას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. წყალდიდობამ გაანადგურა ზოოპარკიც, ცხოველების ნაწილი წყალში დაიხრჩო, ნაწილის ლიკვიდირება კი გაქცევის შემდეგ მოხდა. განადგურებულია გზის საფარი და ინფრასტრუქტურა. მთლიანობაში ზარალი, დაახლოებით, 100 მილიონი ლარია.
მოქალაქე ნარკოტესტირების შემდეგ გარდაიცვალა
19 ივნისი, 2015
17 ივნისს, ქუთაისში 56 წლის ლევან აბზიანიძე გარდაიცვალა. იგი ორმა პირმა შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო სამმართველოში მიიყვანა, საიდანაც ნარკოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს. აბზიანიძეს ნარკოტესტი ჩაუტარდა, თუმცა სისხლში ნარკოტიკის კვალი არ დადასტურდა. ლევან აბზიანიძე ნარკოლოგიურიდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე წუთში, სახლთან ახლოს, სკვერში გარდაიცვალა.
„დანაშაულის მოწმე“ - ზაზა აზარიაშვილი
18 ივნისი, 2015
16 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა დოკუმენტური ფილმის - „დანაშაულის მოწმე“ - ჩვენება გამართა. ფილმი სამართალდამცველთა მიერ ყოფილი პატიმრის ზაზა აზარიაშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და დევნის ფაქტებს ეხება. ზაზა აზარიაშვილი ყოფილი პოლიტპატიმრის, ვახტანგ მაისაიას საპატიმროში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მოწმეა. ამჟამად, იგი გლდანის მე-8 დაწესებულებაში, ქურდობის ბრალდებით, იმყოფება.
ქუთაისის ციხეში არასრულწლოვანი შიმშილობს
16 ივნისი, 2015
ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 14 წლის ს.თ. მიმდინარე თვის მანძილზე უკვე მეორედ შიმშილობს. მიზეზი პროტესტია, რომელსაც იგი ქართველი სამართალდამცველების, კერძოდ კი, სამტრედიის რაიონული პოლიციის, ასევე, პროკურატურის მიმართ გამოხატავს.