12:32, Monday, 18.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2011-08-24
ყინწვისის სპეცოპერაცია - შსს-ს მორიგი ზღაპარი
26 მაისს, დილით  ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე  შსს-ს თანამშრომლებმა 24-კაციანი დაჯგუფება დააკავეს. დაკავების  მიზეზად შეიარაღებული ამბოხის მზადება და იარაღის უკანონოდ ტარება დასახელდა. ეს სპეცოპერაცია დიდი პომპეზურობით გააშუქეს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა ტელეარხებმა. სასამართლო პროცესზე კი პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არავითარი სპეცოპერაცია არ ყოფილა და ბრალდებულებიც არა ყინწვისში, არამედ თბილისში დააკავეს.

2011-08-24
1,10 სმ სიგრძის მილის ჩაბარების გამო მეწარმე 3000 ლარით დააჯარიმეს
შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, შპს „ხალიხების“ მფლობელი აკაკი ხარაშვილი 150 მმ დიამეტრის 1,10 სმ სიგრძის მილის ჩაბარებისთვის 3000 ლარით დააჯარიმა.

2011-08-24
არაადამიანური წამების ქრონიკა
რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა მიიღო ადვოკატ ლექსო არქანიას მიმართვა, რომელსაც თან ახლავს #8 საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი პატიმრის, მალხაზ არქანიას ახსნა-განმარტება და სხვა დოკუმენტები. მალხაზ არქანია 2011 წელს დააკავეს ენგურის ხიდთან, როცა იგი გალის რაიონიდან გადმოდიოდა.

2011-08-23
ზერეკიძეების ოჯახის ტრაგედია - „შეაჩერეთ სერიული მკვლელობები!“
16 აგვისტოს რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში პატიმარი მამუკა ზერეკიძე გარდაიცვალა. ოჯახს მიზეზად ციხის თანამშრომლებმა დენის დარტყმა დაუსახელეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური ვერსია ზერეკიძის გარდაცვალებაზე ჯერჯერობით არა აქვს.

2011-08-23
ექიმები დირექტორის წინააღმდეგ
„სახელფასო დავალიანებები; საავადმყოფოს რეანომობილი, რომელიც დირექტორმა მოადგილის მეუღლეს მიაქირავა და მკვდრები გადაჰქონდათ; დავალება, რომ თუ ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე არ არის, საავადმყოფოში არ დააწვინონ; სამკურნალო საშუალებების დეფიციტი; სადაზღვევო კომპანიებთან გარიგება და გამდიდრება“, - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც გურჯაანის საავადმყოფოს ექიმები დირექტორს გელა ორველაშვილს უყენებენ.

2011-08-22
ფანტომური საფრთხე
სამი წლის წინ, აგვისტოში, რუსეთს და საქართველოს შორის ერთი უცნობი მთიანი რეგიონის – სამხრეთ-ოსეთის გამო, რომელმაც საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხანმოკლე და სასტიკი ომი წარიმართა. რუსეთმა საერთაშორისო ნორმების დარღვევით, სამხრეთ-ოსეთი დაიცვა და მოგვიანებით სეპარატისტები დამოუკიდებელ მთავრობად ოფიციალურად აღიარა. ასობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი სადავო რეგიონიდან გაიქცა და დევნილად იქცა.

2011-08-05
აჭარის მთავრობა საქველმოქმედო ფონდს დანაპირებს არ უსრულებს
„წმინდა ანასა და წმინდა ფრანჩესკას სახელობის“ საქველმოქმედო ფონდს ხელისუფლებამ დაპირებული ფართი არ მისცა. ფონდმა დანაპირების მიღება სასამართლოს გზით სცადა. თუმცა, 5 აგვისტოს  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ფონდის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა.

2011-08-03
თანამდებობების საკუთარი განცხადებებით დატოვების სერიალი აჭარაში
25 ივლისს აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ლევან ანთაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ მინისტრის განცხადება იმავე დღეს დააკმაყოფილა.

2011-08-03
314-ე (ჯაშუშობის) მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა
2 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი, რომლითაც  გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე და ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლს ასაჩივრებენ, როგორც კონსტიტუციასთან შეუსაბამოს, და მის  შეცვლას მოითხოვენ.

2011-08-03
ადვოკატი რამინ პაპიძე ადმინისტრაციულ პატიმრობაშია
ადვოკატი რამინ პაპიძე ბათუმის დროებით მოთავსების იზოლატორში მეექვსე დღეა, მშრალად შიმშილობს. ის 29 ივლისს, ღამის 12 საათის შემდეგ, ადმინისტრაციულ პატიმრობაშია.

2011-08-03
სახალხო დამცველი მსჯავრდებულის სხეულის დაზიანების ფაქტის შესწავლას ითხოვს
სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება მსჯავრდებულ ახმედ აბილოვის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით. ომბუდსმენი ითხოვს, უმოკლეს დროში ჩატარდეს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა მსჯავრდებულის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობის და ხანდაზმულობის დასადგენად.

2011-08-03
საქართველო: ფოტოგრაფთა ჯაშუშობის საქმის პლუსები და მინუსები
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია ფოტოგრაფების/ჯაშუშობის საქმის უეცარი დასასრულის გამო დარტყმას იღებს. ბევრ ჟურნალისტს საქმეში ფაქტების ნაკლებობის განცდა აქვს, ხოლო უცხოელი მოკავშირეები, კერძოდ კი შეერთებული შტატები, როგორც ამბობენ დაღალა ქართული მთავრობის ფიქსაციამ რუსების ჯაშუშობაზე

2011-08-03
ზეწოლა გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტზე
1 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა, რომლის მიზანიც გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტის მარიამ ოთარაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო.

2011-08-02
სამი ქართველი ფოტოგრაფის საპროცესო გარიგება და პირობითი სასჯელი
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურმა ფოტოგრაფმა, კიდევ ერთმა ფოტოგრაფმა, რომელიც ხელშეკრულებით მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში (ორიგინალში: internal Affairs Ministry contract employee) და სააგენტო European Pressphoto-ს წარმომადგენელმა თბილისში აღიარეს დანაშაული და ჯაშუშობისთვის პირობითი სასჯელი მიიღეს.

2011-08-02
თბილისის ანძა 110 000 ლარად გაიყიდა
ონლაინ აუქციონში, რომელსაც თბილისის ანძის ახალი მმართველი უნდა გამოევლინა, მხოლოდ ერთი მყიდველი მონაწილეობდა, რომლის ვინაობაც ჯერ ცნობილი არ არის და რომელმაც ჯერ კიდევ 22 ივლისს გადაიხადა  მოთხოვნილი ბიჯი - 10 000 ლარი, ხოლო ქონების მართვის მოპოვების ღირებულებად  110 000 ლარი დააფიქსირა.

2011-08-01
ჯაშუშების საქმე და ეროვნული რორშაჰის ტესტი საქართველოში
გასულ კვირაში, რამდენიმე დღეში მას შემდეგ რაც ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისთვის საიდუმლო დოკუმენტების მიყიდვა აღიარა, ის საპატიმრო ვადის დაკისრებისა და ფულადი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს.

2011-08-01
თბილისის სატელევიზიო ანძა იყიდება
ტენდენცია, რომ საქართველოში ყველაფერი რაც სახელმწიფო საკუთრებაშია იყიდება, გრძელდება.  ხელისუფლებამ ამჯერად, თბილისის სატელევიზიო ანძის გასხვისება განიზრახა. გადაწყვეტილება, რომ ანძის მფლობელი კომპანია „ალფა-კომი“ ელექტრონულ აუქციონზე გაეტანათ, ა.წ 18 ივლისს მიიღეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პოტენციურ ინვესტორს რამდენიმე პირობას უყენებს.

2011-08-01
ფოტორეპორტიორთა საქმე
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი ფოტოკორესპონდენტი თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 ივლისს სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლა. აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა. სასამართლომ ისინი ჯაშუშებად სცნო და სასჯელის სახით ზურაბ ქურციკიძეს  3-წლიანი, ნათია გედენიძეს 1,6-წლიანი, გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს კი 4-წლიანი, პირობითი მსჯავრი შეუფარდა. 

2011-08-01
სახალხო დამცველი 314-ე მუხლის შეცვლას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ომბუდსმენი სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის იმგვარ ფორმულირებას ითხოვს, რომ გამოირიცხოს ნორმის კონსტიტუციის საწინააღმდეგო განმარტების შესაძლებლობა.

2011-08-01
დღევანდელი საქართველო გთავაზობთ
ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდიამ   HRIDC.TV-მ კიდევ ერთი ახალი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „დღევანდელი საქართველო გთავაზობთ“ წარუდგინა საზოგადოებას. ფილმის ავტორი გიორგი ჯანელიძეა. პრემიერა კინოს სახლში გაიმართა, რომელსაც  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

1 2 3 4 5 6 7 [8] 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC