10:11, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-10-04
გორში ამომრჩეველებისთვის მონაცემთა ბარათების დარიგება იწყება
32-ე  გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში 106 საარჩევნო უბანია დარეგიტრირებული, მათი დიდი ნაწილი საჯარო სკოლის შენობებშია განთავსებული. საარჩევნო უბნებზე პირველი ეტეპის ინვენტარის გადაცემა უკვე დაწყებულია.
2013-10-03
შსს-ის თქმით, „ჯიჰადის ვიდეოების“ საქმე გახსნილია
3 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სოხუმში რუსული მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაში მომუშავე IT სპეციალისტი ეჭვმიტანილია საქართველოსთვის მუქარის შემცველი ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების გავრცელებაში. 
2013-10-03
გორში სამარშუტო ტაქსების მძღოლები უფლებების დარღვევაზე საუბრობენ
გორში სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მძღოლების პროტესტი  მათი ინტერესების გაუთვალიწინებლობამ გამოიწვია, ისინი  კომპანია ,,ვითიჯის“ ხელმძღვანელობას უფლებების დარღვევასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ. 30–მდე მძღოლმა ,,ვითიჯი“ უკვე დატოვა და თავად დაარსეს შპს სადაც გაერთიანდნენ.
2013-10-02
მეგის ქარდავას სასამართლო სხდომაზე ოფიცერ თეთრაძის გარდაცვალების შესახებ მოწმეები დაიკითხნენ
სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავასა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესზე დაკითხული სასამართლო ექსპერტის განცხადებით, გარდაცვლილი ოფიცრის, სერგო თეთრაძის ცხედარს თავის ქალის ტრამვა და ცხვირის მოტეხილობა აღენიშნებოდა, რასაც  შესაძლოა მისი გარდაცვალება გამოეწვია. 
2013-10-02
ახალი რეგულაციები და ძველი წესები ახალგორში
ახალგორში 50 კილოგრამზე მეტი რაოდენობის ტვირთის შეტანა უკვე აიკრძალა. არაღიარებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარზე დიდი რაოდენობის ტვირთის გადატანა მხოლოდ მათ აქვთ ნებადართული, ვინც ახალგორის რაიონის მაღაზიებს საკვები პროდუქტით ამარაგებს. შესაბამისად, აკრძალვა მარტო საკვებ პროდუქციას არ ეხება. ახალი რეგულაცია ძალაში ახლახან შევიდა.
2013-10-02
მარგველაშვილის გორის საარჩევნო შტაბში კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების სიას საბოლოოდ აზუსტებენ
,,ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციაში  კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების სიის,  საბოლოო ვარიანტზე მუშაობენ. სია საოლქო საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ.   სახელისუფლებო კოალიციის ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, რამდენიმე დღის წინ იოსებ ფალელაშვილი დაინიშნა. ორგანიზაციამ ოფისიც შეიცვალა და ძველი გორის რეაბილიტირებულ უბანში გადავიდა.
2013-10-01
მსჯავრდებულები ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას ითხოვენ
ქსნის   № 15 სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში  მყოფი მსჯავრდებულები გიგა  არაბული და ლევან ზავრიშვილი  ციხის ადმინისტრაციას  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი  უყურადღებო და გულგრილ დამოკიდებულებაში  ადანაშაულებენ. 
2013-10-01
გაყალბებული კონკურსი ქუთაისის მერიაში - კონკურსის მონაწილეები შედეგს აპროტესტებენ
ქუთაისის საკონკურსო-საატეტაციო კომისია ადგილობრივ თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებების არჩევნებამდე შეჩერების შესახებ  უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციას ითვალისწინებს და მუშაობას დროებით წყვეტს. კონკურსის პირეველი ეტაპის შედეგები კი, საზოგადოების მხრიდან კვლავ განსჯის საგნად რჩება. 
2013-10-01
სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრს წინადადებით მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ლაშა ჯაყელის წინააღმდეგ, შეისწავლოს  და შეაფასოს მის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების ლეგიტიმური მოთხოვნის შეუსრულებლობის კანონიერება. 
2013-09-30
გურიაში სტიქიის შედეგებს ითვლიან
სექტემბრის ბოლოს სტიქიამ გურიას ისევ შემოუტია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის, კონსტანტინე შარაშენიძის თქმით,ოზურგეთში დაზიანებულია შრომა-ურეკის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მდინარის ჯებირები, ხიდები. დატბორილია ქუჩები.
2013-09-30
დაკავებულები არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ
2013 წლის 13 სექტემბერს, მოქალაქე იუსუფ ლაკაევი და მისი თანმხლები 
პირები _ ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე დააკავეს. ლაკაევს ბრალი საქართველოს სსკ-ის 3531 და მე-2 ნაწილებით ედება, რაც პოლიციაზე ან ხელისუფლებაზე თავდასხმასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. წულუკიძესა და ბახუნტარაძეს კი - საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვთ ბრალი წაყენებული, რაც პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. 
2013-09-27
NDI-ის კვლევა: მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ლიდერობს, შემდეგ მოდის ბაქრაძე
ყველაზე სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატების სამეულში 39%-ით ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს; 18%-ით მას მოყვება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და 7%-ით „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩატარებული კვლევის თანახმად.
2013-09-27
8 დღეა 6 ოჯახი ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს
სექტემბრის დასაწყისიდან  რუსთავის სხვადასხვა შენობებში უნებართვოდ შესახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოსახლება ეტაპობრივად დაიწყო.  ფართი, რომელიც მათ ეკავათ ლტოლვილთა სამინისტრომ შეისყიდა და შენობების რემონტი დევნილებისთვის დაიწყო. 
2013-09-26
თომას ჰამერბერგის დასკვნა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ
ევროკავშირის  საგანგებო მრჩეველმა საკონსტიტუციო, სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგმა 22  სექტემბერს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას საქართველოში ადამიანის უფლებების  შესახებ 40-გვერდიანი ანგარიში წარმოადგინა.
2013-09-26
პრესკონფერენცია უსახლკარო მოქალაქეების პრობლემებზე
27 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია უსახლკარო მოქალაქეების პრობლემებთან დაკავშირებით.
2013-09-26
საქველმოქმედო ორგანიზაცია ორი ათასი ლარით დაჯარიმდა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს განცხადებით მიმართა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მოთხოვნათა დარღვევის შესახებ. განცხადების ავტორის აზრით, 2013 წლის 4 აგვისტოს გურიის რეგიონში გამართულ საქველმოქმედო აქციაზე ადგილი ჰქონდა საქველმოქმედო ორგანიზაციის მხრიდან პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ აგიტაციის გაწევას, რაც პარტიასთან ერთად საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან პარტიის ოფისში მისი მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებაში გამოიხატა.
2013-09-26
ბერა ივანიშვილის კონცერტი და სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა ქუთაისში
"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერად 24 სექტემბერს ქუთაისის ერთ-ერთ ძველ, რეაბილიტირებულ უბანში ბერა ივანიშვილმა კონცერტი გამართა.
2013-09-26
წინასაარჩევნო მედიაგარემო შიდა ქართლში
შიდა ქართლის რეგიონში ორი ტელეკომპანია, ერთი რადიო, ორი გაზეთი და ერთი საინფორმაციო სააგენტოა, თუმცა ასევე ოთხივე მუნიციპალიტეტს აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პერიოდული გამოცემები, სადაც ძირითადად ხელისუფლების მუშაობის შესახებ და ასევე, მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე ქვეყნდება ინფორმაცია.
2013-09-25
თბილისის საქალაქო სასამართლოში ადეიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელისა და ამავე საქმეში ბრალდებული კიდევ 12 პირის  სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა დაიწყო. 
2013-09-25
დიცის შემდეგ დვანი – ოკუპაცია მიცოცავს
შიდა ქარათლის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვართან დე–ფაქტო ხელისუფლება, ოკუპირებული ტეროტორიის საზღვრების დადგენის მიზნით, ბოლო თვეებია, რაც მავთულხლართების ავლებს.  
1 2 3 4 5 6 7 [8] 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC