მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
საკადრო ცვლილებები, დიქტატურა და დაჭერების სერია გურჯაანში
4 აგვისტო, 2006
გურჯაანში აქტიურად მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები, რომელსაც თან საჯარო მოხელეების მასობრივი დაკავება დაპატიმრებაც ახლავს. რეგიონში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებაში თანამშრომლებისადმი ხელმძღვანელების დიქტატორულ დამოკიდებულებას აპროტესტებენ.
150 ოჯახი სასმელი წყლის და გზის გარეშე
4 აგვისტო, 2006
ბათუმიდან 8 კმ-ით დაშორებულ სოფლებში - ფერიასა და ახალშენში მცხოვრებმა 150 ოჯახმა წყლისა და გზის პრობლემებთან დაკავშირებით რაიონის გამგეობასა და ლევან ვარშალომიძეს მიმართა. შედეგად მხოლოდ რაიონიდან შესამოწმებლად მისული სპეციალისტების დაპირებები მიიღეს.
გორის დევნილთა სამმართველოს ფულად სახსრები არ გააჩნია...
4 აგვისტო, 2006
სოციალურად დაუცველ ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობა ყოველგვარი დამხარების გარეშეა დარჩენილი. მათვის ადგილობრივ მთავრობას არც ერთი თეთრი არა აქვს გათვალისწინებული.
ლაგოდეხის რაიონის გამგებელმა პროკურატურის შენობა გაყიდა
3 აგვისტო, 2006
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის #1/552 ბრძანების საფუძველზე, ქალაქ ლაგოდეხის ცენტრში მდებარე რაიონის პროკურატურის შენობის დემონტაჟი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების უგულებლყოფით დაიწყო.
გორელი ნაციონალები სტუდენტებს ვერ იყოფენ
3 აგვისტო, 2006
სტუდენტური მოძრაობის ქვეშ გაერთიანებული შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და ადგილობრივი ,,ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს კვლავ უპირისპირდება. დაპირისპირების მიზეზი ამჯერად სტუდენტთა დასაქმების სიებია.
შემოდგომაზე პარლამენტი ექსტრემიზმის კანონპროექტის მიღებას გეგმავს
3 აგვისტო, 2006
პარლამენტის იურიდიული კომიტეტი სექტემბრისთვის პოლიტიკურ ექსტრემიზმთან დაკავშირებით სს კოდექსში ცვლიებების შეტანას აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ტელეფონზე თუ ღიად ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს გააკეთებს, შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდეს.
რატომ იქცა საქართველოში სიღარიბე პრივილეგიად და ვის დაეხმარება სახელმწიფო?
2 აგვისტო, 2006
უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ხელისუფლება ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაზე ხმამაღლა საუბრობს. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად სახელმწიფო პროგრამაც ამუშავდა. ბევრი გაჭირვებული კი უკვე დაუფარავად აცხადებს, რომ ეს ე.წ. “წარმატებული” პროგრამა “ღარიბებზე მეტად შეძლებულებს ეხმარება."
გურულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების იმედი ხანგრძლივ ლოდინში ილევა
1 აგვისტო, 2006
ბოლო დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ საყვედურები ხშირად ისმის, განსაკუთრებით რეგიონებში. 19 ივლისს ლანჩხუთში მომხდარ ავარიის დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება 40 წუთის დაგვიანებით მოვიდა.
ოს ტერორისტებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
31 ივლისი, 2006
გორის რაიონულ სასამართლოში 2005 წლის 1 თებერვლის გორის ტერაქტის ორგანიზატორთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დასრულდა. ზარ-ზეიმით გახსნილი საქმის დასრულებას ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილთა უვადო პატიმრობის მისჯა მოჰყვა.
ორფოლის პოლიგონზე მინისტრმა რეზერვისტები სცემა
28 ივლისი, 2006
ახალციხის ორფოლოს პოლიგონზე განთავსებულ აჭარიდან რეზერვისტთა #17 ბატალიონში მყოფი რეზერვისტები, მათივე განცხადებით, 14 ივლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაროზგა.
მიხეილ ქარელის ფონდის შავი ლაქები
28 ივლისი, 2006
შემოწირულობების მიხედვით, საქართველოს რეგიონების სხვა რწმუნებულების ფონდებთან შედარებით, შიდა ქართლის გუბერნატორის, მიხეილ ქარელის, ფონდი ყველაზე მასშტაბურია.
უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის საქართველოს საელჩოები მიუწვდომელია
27 ივლისი, 2006
უცხოეთში საქართველოს საელჩოები და საკონსულოები ტრეფიკინგის მსხვერპლთ თუ სხვა სახით დაზარალებულებს ვერ ეხმარებიან. ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ საელჩოებში ტრეფიკინგის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს, მეორე კი ის, რომ იქ ჯერ კიდევ არ არსებობს პასუხისმგებელი პირი თუ კონკრეტული ტელეფონის ნომერი, ვისაც მსხვერპლი უნდა დაუკავშირდეს.
რა კავშირია გიორგი სანაიასა და ვეფხია მარგოშვილის მკვლელობებს შორის
26 ივლისი, 2006
ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობას თავიდანვე პანკისის ხეობაში არსებულ მძიმე კრიმინალურ ვითარებას და იმ ვიდეოკასეტას უკავშირებდნენ, რაზედაც შს და უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნები ნარკობარონებთან ერთად იყვნენ აღბეჭდილნი. ამ ვერსიას ვეფხია მარგოშვილის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ და მოსალოდნელ საფრთხეზეც საუბრობენ.
ქარელელი ჟურნალისტები გამგებელმა ღია ცის ქვეშ დატოვა
25 ივლისი, 2006
ქარელის რაიონული, თავისუფალი გაზეთის „ქართლის ქრონიკები“-ს ჟურნალისტები ღია ცის ქვეშ დარჩნენ. ერთი კვირის წინ, ქარელის რაიონის გამგეობამ ის შენობა, სადაც გაზეთის რედაქცია და სტამბა იყო განთავსებული, ყოველგვარი კონკურსისა და ტენდერის გარეშე გაყიდა.
შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია დაარბიეს
25 ივლისი, 2006
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანის სერვის ცენტრის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებმა დაარბიეს. გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილემ მალხაზ ღუბეჯაშვილმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე სოსო ზარდიაშვილი კიბეებზე დააგორა. შეხლა-შემოხლის დროს დაზარალდა რეგიონული გაზეთის კორესპონდენტი მაია მამულაშვილიც.
"პრეზიდენტი ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდალია"
21 ივლისი, 2006
3 წელია, მარიამ საყვარელიძე რევოლუციის ღამეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიებას და მისი შვილის მკვლელის დასჯას ითხოვს. შსს-მ აღნიშნული საქმე გაუხსნელად 2-ჯერ დახურა. გარდაცვლილის დედა პრეზიდენტთან 3-ჯერ შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ის ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდალია.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდება!” - წინასწარ გამოცხადებული შედეგების ეტიუდები
20 ივლისი, 2006
ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი თელავის რაიონის მოსახლეობას ბურღულეულს და სხვადასხვა სახის პროდუქტს ურიგებს. დასაჩუქრებულთა მცირე ნაწილი ნობათით კმაყოფილია, თელაველთა უმეტესობის განცხადებით, პროდუქტს მათ თვითმმართველობის არჩევნებში ხმების სანაცვლოდ აძლევენ.
ფინანსურ პოლიციას ფეხმძიმე ქალის ცემაში ადანაშაულებენ
19 ივლისი, 2006
კონტრაბანდული ტვირთების გადაზიდვაში ეჭვმიტანილ ფსოურების ოჯახში 17 ივლისს საღამოს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ოჯახის წევრს – ნიკოლოზ ფსოურს თავის არეში ტვინის შერყევა აღენიშნება, ხოლო მისი ფეხმძიმე მეუღლე საავადმყოფოში მოათავსეს.
პროფესორები რექტორს უჩივიან, რექტორი - პროფესორებს
18 ივლისი, 2006
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა საპროტესტო აქცია განახლდა. მოთხოვნა უცვლელია - აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის გაუქმება და დიალოგი.
ერთი დევნილი ოჯახის ისტორია
18 ივლისი, 2006
22 წლის, დაბადებიდან ინვალიდი შორენა ჩაბრავა სასტუმრო „მესხეთიდან“ დევნილთა გამოსახლების შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა. მიუხედედავად იმისა, რომ ჩაბრავებს საოჯახო ნომერი ჰქონდათ, დევნილთათვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა მაინც არ მისცეს.