კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

დევნილები ცივ ზამთარს ერთად გაატარებენ

20 დეკემბერი, 2007
5 კუბური მეტრი შეშა - ღუმელში თუ ფარატინა ქაღალდზე?! წალენჯიხაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ზამთარს სიცივეში, სათბობის გარეშე გაატარებენ. საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი, 5 მ3 შეშა და სლოგანი -"ერთად გავატაროთ ზამთარი თბილად" მხოლოდ მოვარდისფრო ქაღალდზე დარჩა, რომელსაც „ვაუჩერი“ ჰქვია. ხელმოკლე დევნილი ოჯახები შეშის მოპოვებას ვერ ახერხებენ. მათ ის თანხებიც არ გააჩნიათ, რაც ტყეში შეშის დამზადებასა და შინ მიტანას სჭირდება. სამაგიეროდ ხელისუფლება იძულებით გადაადგილებულ პირებს სხვა ალტერნატივას, ელექტროღუმელების გამოყენებას სთავაზობს, თუმცა უმრავლესობას მისი შეძენაც უჭირს.

სამცხე –ჯავახეთში რადიაციული ფონი დაავადებების გაზრდას იწვევს

19 დეკემბერი, 2007
,,ადგილობრივების უმეტესობა სიმსივნით არის დავადებული. კაცი საღ-სალამათია და უცებ აღმოჩნდება რომ კიბო აქვს. ჩვენი რაიონიდან რაც ონკოლოგიურში ხალხია გაწერილი, ვინ მოთვლის. მოსახლეობა ნელ-ნელა იწამლება, ურანს კი ყურადღებას არავინ აქცევს”, - ეს დიალოგი აბასთუმანი–ახალციხის ავტობუსში მოვისმინე. ადიგენის მუნიციპალიტეტის მთიანი სოფლების მოსახლეობას გულსისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადების სიმრავლის გამო შეშფოთება არაერთხელ გამოუთქვამს. მათი აზრით, დავადებულთა კატასტროფული ზრდა ფერსათის მთაზე ერთ დროს რუსეთის საჯარისო ნაწილის მიერ უკონტროლოდ დატოვებული ურანის გამოჟონვის მიერ გამოწვეული რადიაციის მაღალი დონის შედეგია.

თეო ტლაშაძეს საარჩევნო კამპანიაში კობა დავითაშვილი ეხმარება

19 დეკემბერი, 2007
საარჩევნო პერიპეტიები შიდა ქართლში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ,,ერთიანმა სახალხო მოძრაობამ" გორისა და კასპის რაიონის თითქმის ყველა სოფელი მოიარა. შიდა ქართლში ამ ვოიაჟს კობა დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. მართალია, საარჩევნო შტაბის რეგიონული კოორდინატორი პარლამენტარი თეო ტლაშაძეა, კოორდინატორის ფუნქცია ამჯერად დავითაშვილმა შეითავსა. დავითაშვილს ყველა სოფელში ხელისუფლების მხარდამჭერებიც ხვდებოდნენ და ძირითად უკმაყოფილებას ტლაშაძის მისამართით გამოთქვამდნენ. მთელი კამპანიის დროს დავითაშვილს თეო ტლაშაძის დაცვა უფრო უწევდა, ვიდრე საარჩევნო პროგრამის გაცნობა.

„სამეგრელო არ არის ვარდების რევოლუციის ნაკრძალი!“

18 დეკემბერი, 2007
წინასაარჩევნო ვნებათაღელვა სამეგრელოში და ტოტალურად გაყალბებული საარჩევნო სიები სამეგრელო საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინშია. პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, ლევან გაჩეჩილაძე და მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს რაიონებში უკვე გამოჩნდნენ. უახლოეს დღეებში მათ ზუგდიდშიც ელიან. პრეზიდენტობის კანდიდატების გამოჩენასთან ერთად საარჩევნო უბნებში მკვდარი სულებიც გამოჩნდნენ. სამეგრელოს ამომრჩევლები ხელისუფლების მხრიდან ტოტალური გაყალბების მცდელობაზე საუბრობენ. პარალელურად ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება. არსებობს მათ მიმართ დევნისა და შანტაჟის ფაქტები. მოსყიდვა და გადაბირება წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევ პროცესად იქცა.

ხელისუფლებას ოპონენტების დევნაში ადანაშაულებენ

14 დეკემბერი, 2007
"რაიონის გამგებელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს დევნის. მათ გამგეობაში იბარებენ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობას სთხოვენ"; "წევრებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიაში გაერთიანებულ ოპოზიციას წარმოადგენდნენ, შვებულებები გაუუქმეს, სამსახურებში გამოიძახეს და საარჩევნოდ, ხელისუფლების ოპონენტების მხარდასაჭერად მუშაობის საშუალებას არ აძლევენ"; "გაუგებარი მიზეზებით დაიხურა რამდენიმე საარჩევნო უბანი. ამომრჩეველი ვერ ახერხებს გადაამოწმოს, არის თუ არა საარჩევნო სიაში", - ასეთ განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ.

პროკურატურა სიყვარულის გამო დაპატიმრებული 21 წლის წულაიას ცოლის და სიდედრის დაპატიმრებასაც აპირებს

14 დეკემბერი, 2007
გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მცხოვრებ 21 წლის ალიკა წულაიას 6 წელი მიუსაჯა. წულაიას ქუთაისელი ტაქსის მძღოლის კონსტანტინე რუსაძის დაყაჩაღება და სხეულის დაზიანება ედება ბრალად. გარდა ამისა, სასამართლოზე ტაქსის მძროლმა განაცხადა, რომ მასთან განსასჯელის ახლობლები მივიდნენ და ჩვენების შეცვლა სთხოვეს. ამის გამო, განაჩენში სასამართლოს თავმჯდომარემ მიუთითა: ,,მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ცრუ ჩვენებებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი დადგეს სს პასუსხისმგებლობის საკითხი მოწმეთა და განსასჯელთა ახლობლების მიმართ მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის".

„კონსერვატორების“ სენაკელი ლიდერი, მზია გადელია ხელისუფლებას დევნასა და შანტაჟში ადანაშაულებს

12 დეკემბერი, 2007
უკავშირდება თუ არა მზია გადელიას ვაჟის დაპატიმრება საპრეზიდენტო არჩევნებს?! კონსერვატიული პარტიის სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მზია გადელია მის მიმართ დევნასა და შანტაჟში რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გურამ მისაბიშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, ბესიკ ნარმანიას ადანაშაულებს. „კონსერვატორების“ ლიდერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მისი მოსყიდვა ვერ მოახერხა, ჯერ მისივე ვაჟის, ხოლო შემდეგ თავად მზია გადელიას დაპატიმრება შეძლო. აკაკი გადელია სასჯელს ზუგდიდის #4 საპყრობილეში იხდის, მზია გადელია კი პატიმრობიდან ადმინისტრაციული სასჯელის, 400 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ჩვიდმეტწლიანი ოპოზიციონერობისა და დევნის მიუხედავად, პარტიის ლიდერი შვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარტიის დატოვებისა და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.