14:43, Thursday, 04.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-01-17
„საჩივრების ომი“ სამცხე ჯავახეთში
ახალციხის 37-ე საარჩევნო ოლქში ხუთი იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს როგორც ოპოზიცია აცხადებს -,,გაყალბების გარეშე არ ჩაუვლია”. საჩივრების განხილვა საოლქო კომისიის სხდომაზე საკმაოდ დაძაბულ სიტუაციაში განვითარდა.
2008-01-16
5 ათასი ლარი გირაო და 6 წელი ციხე - ტყიდან ძირნაყარი შეშის გამოტანისათვის
ტყიდან ძირნაყარი შეშის გამოტანა რობერტ ზავრაშვილს ქურდობად ჩაუთვალეს და დააკავეს. მოსამართლემ ის გირაოთი გაათავისუფლა. 5 ათასი ლარის არქონის გამო, ზავრაშვილს უძრავი ქონება დაუყადაღეს. ამჟამად, კახეთის საოლქო პროკურატურა მისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. სისხლის სამართლის საქმე მოსამართლე ლია ოთარაშვილმა უნდა განიხილოს.

2008-01-16
ვის უნდა ირაკლი ოქრუაშვილის აგარაკი
,,წეროსხევი" ქორს წაართვეს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლება ირაკლი ოქრუაშვილის რეზიდენციას ვერ იყოფს. საუბარია ატენის ხეობაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის აგარაკის ე.წ. ,,მონადირის სახლის" შესახებ. ამ საზაფხულო რეზიდენციის გამო ადგილობრივი ხელისუფლება ეკონომიკის სამინისტროს დაუპირისპირდა. გორის მუნიციპალიტეტი თავის ბალანსზე შპს ,,წეროსხევის" გადაცემას ითხოვს, ეკონომიკის სამინისტრო იწერება, თავი დანებეთ მაგ ქონებას, მე უნდა გავყიდოო...

2008-01-15
სამეგრელოდან მიტინგზე წამოსვლის მსურველები პოლიციაში აღმოჩნდნენ
ძალოვანმა სტრუქტურებმა ყველა ღონე იხმარეს იმისათვის, რომ თბილისში, 13 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაზე სამეგრელოდან ადამიანების რაც შეიძლება მცირე რაოდენობა მოხვედრილიყო. რეგიონის თითქმის ყველა რაიონში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთი და იმავე ბრალდებით დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმება, მართვის მოწმობების უქონლობა და ტექნიკური გაუმართავობა გახდა ათამდე ადამიანის დაპატიმრების მიზეზი. ავტომანქანები საპატრულო პოლიციის საჯარიმოებში გადაიყვანეს და 150-მდე აქტივისტი მანქანებიდან იძულებით ჩამოსვეს გზაზე ან ახლომდებარე ტყეებში.
2008-01-15
სახალხო დამცველი საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დასჯას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი #12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო და #33 კარდენახის საუბნო-საარჩევნო კომისიებში მომხდარ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ითხოვს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გურჯაანის საოლქო-სარჩევნო კომისიამ არასწორად შეაჯამა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

2008-01-15
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აფხაზებს ახალ წელს ულოცავს
11 იანვარს „ადამიანის უფლებათ ცენტრმა“ აფხაზ მოსახლეობას ახალ წელი მიულოცა. ამაში ცენტრს საზოგადოებრივი მოღვაწეები დაეხმარნენ, რომლებმაც მისალოცი ბარათები და საჩუქრები მოამზადეს. ბარათები და საჩუქრები უახლოეს დღეებში აფხაზეთში გაიგზავნება.
2008-01-11
პატიმრებს ხმა არ მიაცემინეს
ქუთაისის №2 საპყრობილეში ხმის მიცემის პროცესი სერიოზული დარღვევების ფონზე ჩატარდა. ამ განცხადებას „ახალი მემარჯვენეების’’ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები აკეთებენ. 
2008-01-11
არჩევნებზე დამკვირვებლებს საკუთარი ორგანიზაციის დასახელება უჭირდათ
ვადამდელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ბევრ სხვა სირთულესთან ერთად ისიც განაპირობა, რომ ამ პროცესებს ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც მოუმზადებელი შეხვდნენ. ადამიანური რესურსების დეფიციტის პრობლემა რეგიონებში NGO-სექტორს ყოველთვის გააჩნდა და ამ არჩევნებმა ეს ერთხელ კიდევ ნათლად წარმოაჩინა.
2008-01-11
7 ნოემბერს ამერიკელი ჟურნალისტიც სცემეს
თავისუფალი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმენი საქართველოში 1991 წლიდან ცხოვრობს. მას ქართველი მეუღლე ჰყავს და უკვე წლებია, ჟურნალისტურ საქმიანობასაც საქართველოში ეწევა. 7 ნოემბერს ის სასტიკად სცემეს. მას ვერც ჟურნალისტის მოწმობამ უშველა. „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ის სწორედ ამ ამბის მოსათხრობად მოვიდა.
2008-01-10
რა დარღვევები აღმოაჩინა „კოალიციამ დემოკრატიისათვის“ და რა ვერ დააფიქსირეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა?
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოო დათვლა ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა ვნებათა ღელვამ პიკს მიაღწია. საერთაშორისო ორგანიზაციები 6 იანვარს ქართველ ხალხს დილიდანვე ულოცავდნენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ამას ზოგიერთი ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციაც უერთდებოდა.

2008-01-10
ვის დავუჯეროთ?
საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ შეფასებების კეთება ჯერ კიდევ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე დაიწყო. სახელისუფლებო წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და სადამკვირვებლო მისიების ცალკეული წარმომადგენლები სატელევიზიო ეთერით აცხადებდნენ, რომ არჩევნებმა დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩაიარა. ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ქართულ ტელეარხზე ისმის დადებითი შეფასებები და არავინ საუბრობს იმ მრავალრიცხოვან დარღვევებზე, რაც ამ არჩევნებს თან სდევდა და რაც აისახა როგორც ეუთოს, ისე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და სხვა არაერთი ორგანიზაციის მიერ დადებულ დასკვნაში.

2008-01-10
მოსამართლემ ეუთოს წარმომადგენლები შეურაცხყო
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ეუთოს წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი დამკვირვებლები პოლ ვესონი და ნორბერტ ბალდია, სასამართლოს თავმჯდომარე შალვა მჭედლიშვილთან შეხვედრას ცდილობდნენ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ისინი სამუშაო ოთახიდან გააძევა. 
2008-01-09
დარღვევები გორში
სოფლებში თითქმის საერთოდ არ ტარდებოდა მარკირების პროცესი. ერთი ადამიანი ორ ან მეტ ბიულეტენს იყენებდა. ბერბუკში კი ხმის დათვლის დროს მოულოდნელად სინათლე გამოირთო. ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიციის თანამშრომელმა გადასწია პირველ სართულზე დამონტაჟებული ელექტროჩამრთველი მოწყობილობა. სოფელში სინათლე არ გამორთულა. ორ წუთში ელექტროენერგია აინთო და კვლავ ჩაქრა. უბანი გაიხსნა და ოთახში შესვლისას ძირს დაყრილი ბიულეტენები დაგვხვდა.
2008-01-09
დარღვევების ნაკადი არ კრებულობს (ნაწილი II)
კოალიცია დემოკრატიისთვის სადამკვირვებლო შტაბის მონაცემები

,,კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის” დამკვირვებელთა კოორდინატორის ნინო შავდათუაშვილის ინფორმაციით გორის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე (სოფ. კარალეთი) დარღვეული იყო მარკირების პროცესი. ამომრჩევლებს არ უკეთებდნენ მარკირებას. დამკვირვებელმა შეადგინა საჩივარი ჩანაწერთა წიგნში. ამის გამო დროებით შეჩერებულ იქნა საარჩევნო პროცესი.
2008-01-09
პოლიცია დამკვირვებლებს ფიზიკურად გაუსწორდა
კახეთში, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დამკვირვებლებს პოლიციამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი 8 იანვარს, საღამოს გურჯაანში მოხდა. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" და "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები, საოლქო საარჩევნო კომისიისგან რამდენიმე უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა ისინი სწორედ ამ დროს ცემეს.
2008-01-08
საარჩევნო სისტემის ექსპერტთა საერთაშორისო ცენტრის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში საქართველოში 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე
საარჩევნო სისტემის ექსპერტთა საერთაშორისო ცენტრის სადამკვირვებლო მისია (ICES) რომელიც აერთიანებს 51 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მისია წარმოგიდგენთ ანგარიშს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მზადებისა და მიმდინარობის შესახებ, რომელიც 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა.
2008-01-08
კახეთში არჩევნები გაყალბდა
"ან 5, ან ციხე! მოტყუება არ გაბედოთ". 
2008 წლის 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები კახეთის რეგიონში უხეში დარღვევებით წარიმართა. ამომრჩევლებზე ტერორის, კენჭისყრის შენობებში საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების ხელყოფის, დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის მუშაობაში ხელშეშლის, საარჩევნო ყუთში ერთი პირის მიერ ერთდროულად ათობით ბიულეტენის ჩაყრის და არასამთავრობოების არაერთი სერიოზული საჩივრის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, უცხოელ დამკვირვებელთა ნაწილი და საქართველოს ხელისუფლება არჩევნებს სამართლიანად აფასებენ.
2008-01-08
''მე ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ავირჩიე და გაიმარჯვა სხვამ''
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა 5 იანვარს, კენჭისყრის პერიოდშივე გაჩნდა. ერთნი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მეორენი მიიჩნევენ, რომ გაიმარჯვა მან, ვინც ღირსეული იყო.  რას ფიქრობს ხალხი არჩევნები - 2008-ზე, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა იგი და მოელოდნენ თუ არა ასეთ შედეგებს? 
2008-01-05
„საარჩევნო კარუსელი“ ისევ მოდაშია
რჩევნებზე გაყალბების სხვა მეთოდებთან ერთად კვლავ აქტუალურია ე. წ. კარუსელი. თბილისში მასიურად დადიან სამარშრუტო ტაქსები, რომლებსაც ხალხი ერთი საარჩევნო  უბნიდან მეორეში დაჰყავს.„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, უჩა ნანუაშვილს ერთ-ერთმა მძღოლმა განუცხადა, რომ ის ნაციონალურმა მოძრაობამ დაიქირავა ხალხის გადასაყვანად.
2008-01-05
არჩევნები მასიურად ყალბდება (ნაწილი I)
კოალიცია დემოკრატიისთვის სადამკვირვებლო შტაბის მონაცემები

საგარეჯოს ოლქის იორმუღალოს საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარიე ნარი არახბედიანი და მისი მოადგილე რიზმან აბასოვი მიყვებიან ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში და პირდაპირ მიუთითებენ რომ შემოხაზონ #5. დამკვირვებლების მიერ შედგა საჩივარი. ანალოგიური ტიპის დარღვევები იქნა აღმოჩენილი ყვარელის ოლქის #12 უბანზე.
1 [2] 3
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC