კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

ზუგდიდელ ჟურნალისტებზე ზეწოლას ახალი მეთოდით ახორციელებენ

30 იანვარი, 2008
ვინ გააკრა შენობებზე "ღია ბოქლომის" რედაქტორის დამონტაჟებული შიშველი ფოტოები?! ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქტორსა და "თანასწორობის ინსტიტუტის" ზუგდიდელ ლიდერს, ილია ჩაჩიბაიას 27 იანვარს, ქალაქის ცენტრში მისივე სახის გამოსახულებით ქალის სხეულზე დამონტაჟებული შიშველი ფოტოები დახვდა. პლაკატზე გაკეთებული წარწერის მიხედვით, ჩაჩიბაია კლიენტებს ინტიმურ მომსახურებას შეღავათიან ფასებში სთავაზობდა. ჟურნალის რედაქტორი იდეის ავტორად და შემსრულებლად კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომელს ვახტანგ გაბელიას ასახელებს. ილია ჩაჩიბაია სამართალდამცავებისაგან გამოძიების დაწყებას მოითხოვს, ხოლო ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციებისაგან მისი უფლებების დაცვას ითხოვს.

„არ შეიძლება ყველაფერი შევარდნით და სროლით წყდებოდეს“

24 იანვარი, 2008

საგარეჯოში ამომრჩეველი ხმას 13 წამში აძლევდა

23 იანვარი, 2008
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში უამრავი დარღვევაა დაფიქსირებული. ანგარიშის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დათვლა და ოქმების შედგენა შეჯამდა როგორც „ცუდი“, ან „ძალიან ცუდი“. დამკვირვებელთა მისიის წევრების თქმით, მათ თვითონ ნახეს, შემაჯამებელი ოქმების ფალსიფიცირების ფაქტები და სხვა დარღვევები. მისიის შეფასებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა, საჩივრების განხილვაზე უარი, დამაჯერებელი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განაცხადეს.

ამნისტია - წინასაარჩევნო კამპანია თუ „პრეზიდენტის შერბილებული ტონი“ ?

17 იანვარი, 2008
ნოემბრის მოვლენების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტში ამნისტიასთან დაკავშირებული კანონპროექტი შეიტანა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიხეილ სააკაშვილის და ნინო ბურჯანაძის ინიციატივით ათასობით ადამიანი განთავისუფლდა. მათ შორის პოლიტპატიმრებიც. ამნისტიაში, ცხადია, ცუდი არაფერია. მით უმეტეს, იმ პირობის გათვალისწინებით, რა პირობებშიც იმყოფებიან ადამიანები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. კითხვა სხვაგვარად ისმის, მიუხედავად საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მრავლად აღმოჩენილი დარღვევებისა, რატომ იწყება ამნისტია სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში? სწორედ მაშინ, როდესაც მთავრობას მოსახლეობის მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ მთავრობის არჩევის შემდეგ, პატიმართა რაოდენობა კვლავაც გაიზრდება? და საერთოდ, რა მდგომარეობაშია დღეს პენიტენციალური სისტემა?