სტატია
2008-02-20
დავიდარაბად ქცეული საპრეზიდენტო სუბსიდია
„ამ ამბავს თუ გადავურჩი, საჩუქრის სახელს არასოდეს ვახსენებ. ისე შევშინდი, აწი პრეზიდენტის კი არა, ახლობლის საჩუქარსაც ვეღარ მოვკიდებ ხელს. ერთადერთი შვილის ელექტროენერგიით გათბობა ტირილად და უძილო ღამეებად მექცა. თუ ასე უნდა მომხდარიყო, ჯობდა საერთოდ არაფერი მოეცათ“, - აცხადებს მეორე ჯგუფის ინვალიდი, ქუთაისელი დალი ხაჭაპურიძე, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისში თავს დატეხილი გაუგებრობისა და ენერგოკომპანიაში შექმნილი პრობლემების შემდეგ მოვიდა. 2008-02-19
გუბერნატორი ვარძელაშვილი გორის საკრებულოს უკანონო ქმედებებზე თვალს ხუჭავს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლის არჩევის წესი და კანონი დაარღვია. იმ დროს როდესაც 2008 წლის 7 თებერვალს ყოფილმა გამგებელმა რამაზ ჩოჩიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, გორის საკრებულო გამოთავისუფლებულ ადგილზე კონკუსს 11 დღის დაგვიანების შემდეგ 18 თებერვალს აცხადებს. ამის გამო ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილის სახელზე გორის საკრებულოს წინააღმდეგ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ კანონის მიხედვით ადმინისტრაციულ საჩივარს შესატანად ამზადებს.2008-02-19
პრეზიდენტმა კახელები მოატყუა
წინასაარჩევნოდ, მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასა და ენერგოკომპანიებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, მოსახლეობა 2007 წლის 1 ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლდებოდა... არჩევნების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ დავალიანება არ ჩამოწერილა.2008-02-19
ნატო - დიდი რისკი თუ დიდი უსაფრთხოება?
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისაკენ (ნატო) მიმავალი გზა ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველოსთვის უფრო დაგრძელდა. ჩვენი მიზანი ახლა MAP-ია. ნატო, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, დაფიქრდება, მისცეს თუ არა კიდევ ერთი შანსი საქართველოს. ხოლო ხალხი, რომელსაც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე მიბმული პლებისციტის დროს ჰკითხეს, სურთ თუ არა ნატოში ინტეგრაცია, სულ უფრო ხშირად კითხულობს, ხომ არ ემუქრება ქვეყანას რეალური საფრთხე ნატოში შესვლის შემთხვევაში?2008-02-18
მთავრობას ჟურნალისტებზე თავდასხმებისთვის აკრიტიკებენ
“პრიორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი, "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს სათანადოდ არ გამოუძიებია ჟურნალისტების დევნის ფაქტები. ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას, უზრუნველყოს სიტყვის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების თავისუფლება.2008-02-15
,,არამყარი არგუმენტის” დამტკიცება ან 14 წლიანი პატიმრობა
#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი
თავმჯდომარის, მალხაზ ჟუჟუნაძის საქმე არსებითი გამოძიებისათვის ახალციხის
რაიონულ სასამართლოს გადაეცა. მალხაზ ჟუჟუნაძე 2007 წლის 4 ნოემბერს
შინაგან საქმეთა ახალციხის განყოფილებამ ოპერატიული ინფორმაციის
საფუძველზე, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით
(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის, II ნაწილის ა
პუნქტი) თავისივე საცხოვრებელ სახლში დააკავა.
2008-02-15
უფლებაშელახული მესაკუთრეები უვადო შიმშილობას იწყებენ
საკუთრების ხელყოფის კვალიფიკაციით, ბოლო დროს, ქუთაისში
არაერთი ობიექტი „დაცალეს“ მეპატრონეებისგან. პოლიციის თანამშრომლები
უხეში ჩარევითა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ამჯერად
ფალიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ შპს „განთიადს“ მიადგნენ და ბრძანება
გასცეს, რომ იქაურობა ორ დღეში დაიცალოს. ვადა 15 თებერვალს იწურება.
„განთიადის“ თანამშრომლები უკვე მეორე დღეა შიმშილობენ.
2008-02-14
მიხეილ ხუბუტია საკუთარი მიწის ნაკვეთის მითვისებაში შს სამინისტროსა და ხელისუფლებას ადანაშაულებს
86 წლის მიხეილ ხუბუტია შს სამინისტროსა და ხელისუფლებას სახელმწიფო რეკეტში ადანაშაულებს. წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, ხუბუტიას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი შს სამინისტრომ დაისაკუთრა და უკანონო მშენებლობა წამოიწყო. გაეროს ზუგდიდის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა ძალოვანებმა პოლიციის ლიის ქვეგანყოფილების ადმინისტრაციული შენობის აშენება დაიწყეს. მიხეილ ხუბუტია მიწის ნაკვეთის დათმობას არ აპირებს და ქონების დაბრუნებას სასამართლოს გზით შეეცდება.2008-02-14
ყინვამ სამცხე-ჯავახეთში ბევრი პრობლემა გააჩინა
სამცხის მოსახლეობა გაზაფხულზე წყალდიდობამ, ზამთარში კი ძლიერმა ყინვამ დააზარალა. ჯერ კიდევ მაისში ხალხი წყალდიდობის, ღვარცოფისა და მეწყერის გამო შექმნილ პრობლემებზე ჩიოდა, რომელსაც ახლა უკვე ყინვისგან მიყენებული ზიანიც დაემატა.2008-02-14
ზემო ბოდბის პედაგოგი პოლიტიკური ნიშნით გაანთავისუფლეს
მაყვალა მაჭარაშვილი, სიღნაღის რაიონის ერთ-ერთი სოფლის პედაგოგი, სამსახურიდან, უკვე მეორედ, 2005 წელს გაანთავისუფლეს. მიზეზად გაკვეთილების გაცდენა დაუსახელეს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის თანამდებობაზე აღადგინეს, სკოლის დირექცია მას გაკვეთილების ჩატარებას ისევ უკრძალავს.2008-02-12
ხელისუფლების ვალები - არც თანხა და არც ბინა
ხალხი მეოცე წელია ნაქირავებში ცხოვრობს
ბათუმში, პუშკინის ქუჩის #35-ში თევზჭერის კოოპერატივის სამოცი თანამშრომლისთვის ბინა უნდა აშენებულიყო. ახლა მის ადგილას, სხვა კორპუსი შენდება. ტერიტორია ბათუმის მერიამ 2005 წელს აუქციონის წესით გაყიდა. კოოპერატივის სამოცივე თანამშრომელი კი უბინაოდ დატოვა. მათთვის არც მშენებლობაში ჩადებული თანხა დაუბრუნებიათ.
2008-02-11
სახელოვნებო სკოლების პედაგოგები ხელფასებს ითხოვენ
2008-02-11
თბილისის მერიამ საბავშვო ბაღების გამგეები 10 დღით აირჩია
2008-02-11
ცესკო საოლქო - საარჩევნო კომისიის წევრს, განსხვავებული აზრისთვის დევნის
1
[2]
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

