სტატია
2008-05-06
ძალდატანებითი შეხვედრა ნაცმოძრაობასთან
"სოციალური პირობები გაუმჯობესდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ; გაზი გაქვთ, სასმელი წყლის პრობლემები გადაჭრის პროცესშია; პირველადი ჯანდაცვის პროგრამა ყველაზე აქტიურად კახეთში განხორციელდა. ქუჩები განათებულია, ბევრი რამ არის შეცვლილი და კიდევ ბევრს შევცვლით", - ამ სიტყვებით მიმართავდნენ კახელ ამომრჩეველს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის პირველი ნომრები დავით ბაქრაძე, კობა სუბელიანი, გიგი წერეთელი, გია როინიშვილი, ნუგზარ წიკლაური და ხათუნა ოჩიაური. 2008-05-06
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გაზეთის დახურვის ინიციატივით გამოდის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარინა უტიაშვილი, კახეთის რეგიონული გაზეთის „იმედის“ დახურვის ინიციატივით გამოდის. მმართველი პარტიის წარმომადგენელი ოფიციალურად აცხადებს, რომ გაზეთი, რომელიც სულ დარღვევებს ეძებს, არ უნდა არსებობდეს.2008-05-06
წალენჯიხაში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დააკავეს
შსს წალენჯიხის სამმართველოს თანამშრომლებმა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, დავით ბელქანია 4 მაისს, საკუთარ სახლთან დააკავეს. მოგვიანებით იგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ზუგდიდში გადაიყვანეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ბელქანია ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდა, გაათავისუფლეს. ეს, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ამავე მიზეზით, ოპოზიციის წარმომადგენლის დაკავების მესამე შემთხვევაა. დავით ბელქანია სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ დევნის ფაქტებს მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.2008-05-06
დეპუტატობის კანდიდატი ზეწოლაზე საუბრობს
„ფოკიდან მცხეთამდე ჩავედი ფეხით და როგორმე ახალციხესაც მოვივლი“ - აცხადებს გოგოლაძე
ახალციხის რაიონში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვნებათაღელვაც თანდათან მატულობს. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ გოგოლაძე ზეწოლაზე საუბრობს: ,, ჩემი პარტიის წევრებს საუბნო კომისიიდან, იბარებენ სხვადასხვა ინსტანციებში და დირექტივებს აძლევენ. ვიცი, ვინც იბარებს. თუ არ შეწყდება ზეწოლა, აუცილებლად დავასახელებ მათ გვარებს და კიდევ სხვა საშუალებებს მივმართავ”. 2008-05-05
ადვოკატის შიმშილობა - ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება მოკვდა
ადვოკატებს დუმილი მობეზრდათ და წინასაარჩევნოდ გააქტიურდნენ. მათ ღიად გადაწყვიტეს ესაუბრათ იმ საკანონმდებლო ლაფსუსებსა და საერთოდ, ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, რომლებზეც აქამდე ერთეულები საუბრობდნენ. „როდესაც ადვოკატი ქუჩაში გამოდის პროტესტის გამოსახატად და მას სხვა გზა არ დარჩენია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება მკვდარია“ , - ასე აფასებს ცნობილი ადვოკატი ლია მუხაშავრია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ჩვენ სწორედ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.2008-05-02
,,არჩევნებზე ხალხის ნება არ სრულდება” - მიაჩნია ახალციხის მოსახლეობას
ახალციხელი ამომრჩეველი მომავალ საპარლამენტო არჩვენებს პესიმისტურად უყურებს. უმეტესობა კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სარჩევნო სუბიექტებსაც არ იცნობს. 2008-05-02
აქტიური დამკვირვებელი გარიგებაზე უარის თქმის გამო დააკავეს
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“-ს დამკვირვებელი, საბირ მეხტიევი, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურ დაკვირვებას აწარმოებდა, მას შემდეგ დააკავეს, რაც სადახლოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გამგეობის წარმომდგენელს, აფლატუნ ვალიევს გარიგებაზე უარი უთხრა. 2008-05-02
სოზარ სუბარი: „არჩევნები აღარ უნდა გაყალბდეს!“
სახალხო დამცველი ცესკოს თავმჯდომარეს არ ენდობა
რატომ არ ენდობა სახალხო დამცველი ცესკოს თავმჯდომარეს? რატომ შევიდა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში სწორედ წინასაარჩევნოდ? რა კავშირი აქვს წინასაარჩევნო კამპანიას და აფხაზეთის პრობლემას? არჩევნებამდე 20 დღე დარჩა. წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს ესაუბრა.2008-05-01
ხაშურის მოსახლეობა მოუწესრიგებელ კანალიზაციაზე ჩივის
მინისტრთან შეხვედრისას კი ხალხს
,,დიდი საინვესტიციო გარემო" - ასეთი შეფასება გაისმა ხელისუფლებისგან ხაშურის ერთ-ერთ უბანში, სადაც საერთო საცხოვრებელი კორსპუსები შეღებეს და გადახურეს. ,,ჯერ სახლებს გადაგიხურავთ, მერე გაზის მილებს მოგიყვანთ, მერე შეგიღებავთ და მერე ყველაფერიც იქნება" - ამშვიდებდა ხაშურში სტალინის ქ.32-ში მცხოვრებ მოსახლეობას ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ცდილობდა რამენაირად უკმაყოფილო ხალხი გუბერნატორს და რეგიონული მმართველობის მინისტრ დავით ტყეშელაშვილს მოერიდებინა.
ლაპარაკის ეშინია
,,დიდი საინვესტიციო გარემო" - ასეთი შეფასება გაისმა ხელისუფლებისგან ხაშურის ერთ-ერთ უბანში, სადაც საერთო საცხოვრებელი კორსპუსები შეღებეს და გადახურეს. ,,ჯერ სახლებს გადაგიხურავთ, მერე გაზის მილებს მოგიყვანთ, მერე შეგიღებავთ და მერე ყველაფერიც იქნება" - ამშვიდებდა ხაშურში სტალინის ქ.32-ში მცხოვრებ მოსახლეობას ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ცდილობდა რამენაირად უკმაყოფილო ხალხი გუბერნატორს და რეგიონული მმართველობის მინისტრ დავით ტყეშელაშვილს მოერიდებინა.2008-05-01
ვინ არის დაინტერესებული კარალეთის ტყის განადგურებით?
გორის რაიონის სოფელ კარალეთში ტყის მასივები მასიურად ნადგურდება. აღნიშნულ ინციდენტს ადგილობრივი მაცხოვრებლები აპროსტესტებენ. მათი თქმით, დაახლოებით 350 ჰა ფართობ ტყეს სახელმწიფო არავითარ ყურადღებას არ აქცევს.2008-05-01
პოლიციურ სახელმწიფოში პროკურორები გუბერნატორები ხდებიან
იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გასულ კვირას სახელმწიფო მინისტრმა რეგიონალური მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილმა თავად წარადგინა. ქუთაისელთა „წინასწარმეტყველება“ გამართლდა - დე-ფაქტო სიტუაცია ცენტრალურმა ხელისუფლებამ იურიდიულად გააფორმა.სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

