სტატია
2008-01-22
ჯავახეთის და ქვემო ქართლის ოქმების უმრავლესობა გაყალბებულია
21 იანვარს საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ იმ კომპაქტური დისკების პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც 5 იანვრის არჩევნებზე გაყალბებული ოქმებია ჩაწერილი.2008-01-22
მაჟორიტარები ამომრჩეველთან ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობენ
2008 წლის საპარლამენტო არჩევნები, წინასწარი ინფორმაციით, მაისში გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საპარლამენტო სია სერიოზულად გადახალისდება და უფრო პროფესიული იქნება. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად კახეთის რეგიონიდან თუ 12 დეპუტატია წარმოდგენილი, შესაძლოა, მომავალ პარლამენტში მათგან მხოლოდ ერთი მოხვდეს.2008-01-22
გვირაბი შენდება, სახლები კი - ინგრევა
"აქედან ქათმები გამოვიყვანე და შიგ მე შევედი საცხოვრებლად. ჯერ მანქანაში ვიწექი, გავიყინე, აღარ შემეძლო და გადმოვედი აგერ საქათმეში..." - ასე იწყებს საუბარს პენსიონერი რეზო ბაგრატიონი. ბაგრატიონის სახლი, მისი მეზობლის სახლის მსგავსად, იმდენად ავარიულია, რომ შიგ გაჩერება შეუძლებელია. რეზო ბაგრატიონის ხუთსულიანი ოჯახის სხვა წევრები დროებით ახლობლებთან ცხოვრობენ. 2008-01-21
ზუგდიდის შესასვლელში საჩვენებელი სახლები გაჩნდა
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 7 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე ზუგდიდის შემოსასვლელის, დავით აღმაშენებლის ქუჩის ნაწილში განთავსებული სახლების ფასადების შეკეთებისა და შეღებვისათვის ფინანსთა სამინისტრომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 560 000 ლარი გამოყო. 10 დეკემბრიდან დღემდე აღმაშენებლის გამზირზე 155-მდე საცხოვრებელი სახლი გარემონტდა. ზუგდიდელებს მხოლოდ ერთი კითხვა უჩნდებათ - რატომ მაინც და მაინც ეს სახლები გაარემონტეს?
2008-01-21
ადამიანებით ვაჭრობა აქტუალურ პრობლემად რჩება
ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში, ისევე, როგორც მთელ
მსოფლიოში, აქტუალური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების
განმავლობაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად უამრავი ნაბიჯი გადაიდგა, დღესაც
ტრეფიკინგზე საუბარი აუცილებელია. სწორედ ამიტომ, 17 იანვარს სახალხო
დამცველის ოფისში ამ პრობლემის განსახილველად შეხვედრა გაიმართა.2008-01-18
ინაუგურაციისთვის ხალხი რეგიონებიდან ჩამოჰყავთ
მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციისათვის რეგიონებში ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მობილიზაცია დაიწყო. როგორც ჩვენთვის
გახდა ცნობილი, ამის შესახებ მუნიციპალიტეტების გამგებლებმა და საკრებულოს
თავმჯდომარეებმა შესაბამისი დავალებები პრეზიდენტის რწმუნებულებისგან
მიიღეს. 20 იანვარს თბილისში ინაუგურაციაზე დასწრების აუცილებლობის
შესახებ გაფრთხილებები მიიღეს რეზერვისტებმა და საპრეზიდენტო პროგრამა
„პატრიოტის“ მონაწილეებმაც.2008-01-18
არასრულწლოვანთა სევდიანი დღესასწაული
ამ დაწესებულებაში 26 მოზარდი ცხოვრობს. ყველა მათგანს
დიდი ადამიანივით დამძიმებული თავგადასავალი და თანატოლივით ბავშვური
მისწრაფებები აქვს. შობა-ახალ წელს მოკრძალებულად და შეძლებისდაგვარად
მხიარულად შეხვდნენ და ახლა ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადებიან.
ესაა ოღონდ, 19 იანვარს ვერც ნათლიებთან წავლენ სტუმრად და არც სულიერი
მშობლები ესტუმრებიან. აქ წესრიგი უპირველესია - ისინი არასრულწლოვანთა
სპეცსკოლის აღსაზრდელები არიან.
2008-01-18
ჩეჩენ ლტოლვილ ბავშვს უცხოეთში სასწრაფო ოპერაცია სჭირდება
მესამე ქვეყანაში გადასვლა კი კვლავ პრობლემად რჩება
შვიდ წელზე მეტია ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მიუხედავად ამის, საზღვარგარეთ წასვლის სურვილი მათ კვლავაც აქვთ. ედრის ალხანაშვილის შვილი რამდენიმე დღის წინ ერთი წლის შესრულდა. ის მძიმედ არის ავად. ბავშვს ოპერაციას თუ არ გაუკეთებენ, ის ცხოვრების ბოლომდე ინვალიდი დარჩება. ილის ხან გაზიევის მომავალი საერთაშორისო ორგანიზაციებზეა დამოკიდებული, თუმცა მათ დღემდე არ გაურკვევიათ არც ბავშვის და არც ოჯახის მომავალი.
2008-01-17
ამნისტია - წინასაარჩევნო კამპანია თუ „პრეზიდენტის შერბილებული ტონი“ ?
ნოემბრის მოვლენების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტში ამნისტიასთან დაკავშირებული კანონპროექტი შეიტანა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიხეილ სააკაშვილის და ნინო ბურჯანაძის ინიციატივით ათასობით ადამიანი განთავისუფლდა. მათ შორის პოლიტპატიმრებიც. ამნისტიაში, ცხადია, ცუდი არაფერია. მით უმეტეს, იმ პირობის გათვალისწინებით, რა პირობებშიც იმყოფებიან ადამიანები სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. კითხვა სხვაგვარად ისმის, მიუხედავად საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მრავლად აღმოჩენილი დარღვევებისა, რატომ იწყება ამნისტია სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში? სწორედ მაშინ, როდესაც მთავრობას მოსახლეობის მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ მთავრობის არჩევის შემდეგ, პატიმართა რაოდენობა კვლავაც გაიზრდება? და საერთოდ, რა მდგომარეობაშია დღეს პენიტენციალური სისტემა?2008-01-17
„საჩივრების ომი“ სამცხე ჯავახეთში
ახალციხის 37-ე საარჩევნო ოლქში ხუთი იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს როგორც ოპოზიცია აცხადებს -,,გაყალბების გარეშე არ ჩაუვლია”. საჩივრების განხილვა საოლქო კომისიის სხდომაზე საკმაოდ დაძაბულ სიტუაციაში განვითარდა. 2008-01-16
5 ათასი ლარი გირაო და 6 წელი ციხე - ტყიდან ძირნაყარი შეშის გამოტანისათვის
ტყიდან ძირნაყარი შეშის გამოტანა რობერტ ზავრაშვილს ქურდობად ჩაუთვალეს და დააკავეს. მოსამართლემ ის გირაოთი გაათავისუფლა. 5 ათასი ლარის არქონის გამო, ზავრაშვილს უძრავი ქონება დაუყადაღეს. ამჟამად, კახეთის საოლქო პროკურატურა მისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. სისხლის სამართლის საქმე მოსამართლე ლია ოთარაშვილმა უნდა განიხილოს.2008-01-16
ვის უნდა ირაკლი ოქრუაშვილის აგარაკი
,,წეროსხევი" ქორს წაართვესსაქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლება ირაკლი ოქრუაშვილის რეზიდენციას ვერ იყოფს. საუბარია ატენის ხეობაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის აგარაკის ე.წ. ,,მონადირის სახლის" შესახებ. ამ საზაფხულო რეზიდენციის გამო ადგილობრივი ხელისუფლება ეკონომიკის სამინისტროს დაუპირისპირდა. გორის მუნიციპალიტეტი თავის ბალანსზე შპს ,,წეროსხევის" გადაცემას ითხოვს, ეკონომიკის სამინისტრო იწერება, თავი დანებეთ მაგ ქონებას, მე უნდა გავყიდოო...
2008-01-15
სამეგრელოდან მიტინგზე წამოსვლის მსურველები პოლიციაში აღმოჩნდნენ
ძალოვანმა სტრუქტურებმა ყველა ღონე იხმარეს იმისათვის, რომ თბილისში, 13 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციაზე სამეგრელოდან ადამიანების რაც შეიძლება მცირე რაოდენობა მოხვედრილიყო. რეგიონის თითქმის ყველა რაიონში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთი და იმავე ბრალდებით დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმება, მართვის მოწმობების უქონლობა და ტექნიკური გაუმართავობა გახდა ათამდე ადამიანის დაპატიმრების მიზეზი. ავტომანქანები საპატრულო პოლიციის საჯარიმოებში გადაიყვანეს და 150-მდე აქტივისტი მანქანებიდან იძულებით ჩამოსვეს გზაზე ან ახლომდებარე ტყეებში.2008-01-15
სახალხო დამცველი საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დასჯას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი #12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო და #33 კარდენახის საუბნო-საარჩევნო კომისიებში მომხდარ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ითხოვს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გურჯაანის საოლქო-სარჩევნო კომისიამ არასწორად შეაჯამა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.2008-01-15
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აფხაზებს ახალ წელს ულოცავს
11
იანვარს „ადამიანის უფლებათ ცენტრმა“ აფხაზ მოსახლეობას ახალ წელი
მიულოცა. ამაში ცენტრს საზოგადოებრივი მოღვაწეები დაეხმარნენ, რომლებმაც
მისალოცი ბარათები და საჩუქრები მოამზადეს. ბარათები და საჩუქრები უახლოეს
დღეებში აფხაზეთში გაიგზავნება.2008-01-11
პატიმრებს ხმა არ მიაცემინეს
ქუთაისის №2 საპყრობილეში ხმის მიცემის პროცესი სერიოზული დარღვევების ფონზე ჩატარდა. ამ განცხადებას „ახალი მემარჯვენეების’’ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები აკეთებენ. 2008-01-11
არჩევნებზე დამკვირვებლებს საკუთარი ორგანიზაციის დასახელება უჭირდათ
ვადამდელმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ბევრ სხვა სირთულესთან ერთად ისიც განაპირობა, რომ ამ პროცესებს ოპოზიციურ პარტიებთან ერთად არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც მოუმზადებელი შეხვდნენ. ადამიანური რესურსების დეფიციტის პრობლემა რეგიონებში NGO-სექტორს ყოველთვის გააჩნდა და ამ არჩევნებმა ეს ერთხელ კიდევ ნათლად წარმოაჩინა. 2008-01-11
7 ნოემბერს ამერიკელი ჟურნალისტიც სცემეს
თავისუფალი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმენი საქართველოში 1991
წლიდან ცხოვრობს. მას ქართველი მეუღლე ჰყავს და უკვე წლებია, ჟურნალისტურ
საქმიანობასაც საქართველოში ეწევა. 7 ნოემბერს ის სასტიკად სცემეს. მას
ვერც ჟურნალისტის მოწმობამ უშველა. „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ის
სწორედ ამ ამბის მოსათხრობად მოვიდა.2008-01-10
რა დარღვევები აღმოაჩინა „კოალიციამ დემოკრატიისათვის“ და რა ვერ დააფიქსირეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა?
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოო დათვლა ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა ვნებათა ღელვამ პიკს მიაღწია. საერთაშორისო ორგანიზაციები 6 იანვარს ქართველ ხალხს დილიდანვე ულოცავდნენ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ამას ზოგიერთი ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციაც უერთდებოდა. 2008-01-10
ვის დავუჯეროთ?
საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ შეფასებების კეთება ჯერ კიდევ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე დაიწყო. სახელისუფლებო წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და სადამკვირვებლო მისიების ცალკეული წარმომადგენლები სატელევიზიო ეთერით აცხადებდნენ, რომ არჩევნებმა დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩაიარა. ბოლო დღეების განმავლობაში ყველა ქართულ ტელეარხზე ისმის დადებითი შეფასებები და არავინ საუბრობს იმ მრავალრიცხოვან დარღვევებზე, რაც ამ არჩევნებს თან სდევდა და რაც აისახა როგორც ეუთოს, ისე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და სხვა არაერთი ორგანიზაციის მიერ დადებულ დასკვნაში.სხვა სიახლეები
პროკურატურის ინფორმაციით, რობაქიძის შესახებ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია
მარნეულის რაიონში მოსული ახალი გუნდი ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებს
შსს: ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი
ირაკლი ღარიბაშვილი - თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეო საქართველოდან არის ატვირთული
თბილისში დარღვევით განხორციელებული მშენებლობების მწარმოებელი პირები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?

