მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ძალდატანებითი შეხვედრა ნაცმოძრაობასთან
6 მაისი, 2008
"სოციალური პირობები გაუმჯობესდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ; გაზი გაქვთ, სასმელი წყლის პრობლემები გადაჭრის პროცესშია; პირველადი ჯანდაცვის პროგრამა ყველაზე აქტიურად კახეთში განხორციელდა. ქუჩები განათებულია, ბევრი რამ არის შეცვლილი და კიდევ ბევრს შევცვლით", - ამ სიტყვებით მიმართავდნენ კახელ ამომრჩეველს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის პირველი ნომრები დავით ბაქრაძე, კობა სუბელიანი, გიგი წერეთელი, გია როინიშვილი, ნუგზარ წიკლაური და ხათუნა ოჩიაური.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გაზეთის დახურვის ინიციატივით გამოდის
6 მაისი, 2008
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარინა უტიაშვილი, კახეთის რეგიონული გაზეთის „იმედის“ დახურვის ინიციატივით გამოდის. მმართველი პარტიის წარმომადგენელი ოფიციალურად აცხადებს, რომ გაზეთი, რომელიც სულ დარღვევებს ეძებს, არ უნდა არსებობდეს.
წალენჯიხაში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დააკავეს
6 მაისი, 2008
შსს წალენჯიხის სამმართველოს თანამშრომლებმა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, დავით ბელქანია 4 მაისს, საკუთარ სახლთან დააკავეს. მოგვიანებით იგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ზუგდიდში გადაიყვანეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ბელქანია ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდა, გაათავისუფლეს. ეს, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ამავე მიზეზით, ოპოზიციის წარმომადგენლის დაკავების მესამე შემთხვევაა. დავით ბელქანია სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ დევნის ფაქტებს მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.
დეპუტატობის კანდიდატი ზეწოლაზე საუბრობს
6 მაისი, 2008
„ფოკიდან მცხეთამდე ჩავედი ფეხით და როგორმე ახალციხესაც მოვივლი“ - აცხადებს გოგოლაძე ახალციხის რაიონში საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვნებათაღელვაც თანდათან მატულობს. საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ გოგოლაძე ზეწოლაზე საუბრობს: ,, ჩემი პარტიის წევრებს საუბნო კომისიიდან, იბარებენ სხვადასხვა ინსტანციებში და დირექტივებს აძლევენ. ვიცი, ვინც იბარებს. თუ არ შეწყდება ზეწოლა, აუცილებლად დავასახელებ მათ გვარებს და კიდევ სხვა საშუალებებს მივმართავ”.
ადვოკატის შიმშილობა - ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება მოკვდა
5 მაისი, 2008
ადვოკატებს დუმილი მობეზრდათ და წინასაარჩევნოდ გააქტიურდნენ. მათ ღიად გადაწყვიტეს ესაუბრათ იმ საკანონმდებლო ლაფსუსებსა და საერთოდ, ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, რომლებზეც აქამდე ერთეულები საუბრობდნენ. „როდესაც ადვოკატი ქუჩაში გამოდის პროტესტის გამოსახატად და მას სხვა გზა არ დარჩენია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება მკვდარია“ , - ასე აფასებს ცნობილი ადვოკატი ლია მუხაშავრია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ჩვენ სწორედ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.
,,არჩევნებზე ხალხის ნება არ სრულდება” - მიაჩნია ახალციხის მოსახლეობას
2 მაისი, 2008
ახალციხელი ამომრჩეველი მომავალ საპარლამენტო არჩვენებს პესიმისტურად უყურებს. უმეტესობა კი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სარჩევნო სუბიექტებსაც არ იცნობს.
აქტიური დამკვირვებელი გარიგებაზე უარის თქმის გამო დააკავეს
2 მაისი, 2008
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“-ს დამკვირვებელი, საბირ მეხტიევი, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურ დაკვირვებას აწარმოებდა, მას შემდეგ დააკავეს, რაც სადახლოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გამგეობის წარმომდგენელს, აფლატუნ ვალიევს გარიგებაზე უარი უთხრა.
სოზარ სუბარი: „არჩევნები აღარ უნდა გაყალბდეს!“
2 მაისი, 2008
სახალხო დამცველი ცესკოს თავმჯდომარეს არ ენდობა რატომ არ ენდობა სახალხო დამცველი ცესკოს თავმჯდომარეს? რატომ შევიდა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში სწორედ წინასაარჩევნოდ? რა კავშირი აქვს წინასაარჩევნო კამპანიას და აფხაზეთის პრობლემას? არჩევნებამდე 20 დღე დარჩა. წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს ესაუბრა.
ხაშურის მოსახლეობა მოუწესრიგებელ კანალიზაციაზე ჩივის
1 მაისი, 2008
მინისტრთან შეხვედრისას კი ხალხს ლაპარაკის ეშინია ,,დიდი საინვესტიციო გარემო" - ასეთი შეფასება გაისმა ხელისუფლებისგან ხაშურის ერთ-ერთ უბანში, სადაც საერთო საცხოვრებელი კორსპუსები შეღებეს და გადახურეს. ,,ჯერ სახლებს გადაგიხურავთ, მერე გაზის მილებს მოგიყვანთ, მერე შეგიღებავთ და მერე ყველაფერიც იქნება" - ამშვიდებდა ხაშურში სტალინის ქ.32-ში მცხოვრებ მოსახლეობას ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ცდილობდა რამენაირად უკმაყოფილო ხალხი გუბერნატორს და რეგიონული მმართველობის მინისტრ დავით ტყეშელაშვილს მოერიდებინა.
ვინ არის დაინტერესებული კარალეთის ტყის განადგურებით?
1 მაისი, 2008
გორის რაიონის სოფელ კარალეთში ტყის მასივები მასიურად ნადგურდება. აღნიშნულ ინციდენტს ადგილობრივი მაცხოვრებლები აპროსტესტებენ. მათი თქმით, დაახლოებით 350 ჰა ფართობ ტყეს სახელმწიფო არავითარ ყურადღებას არ აქცევს.
პოლიციურ სახელმწიფოში პროკურორები გუბერნატორები ხდებიან
1 მაისი, 2008
იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორი პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გასულ კვირას სახელმწიფო მინისტრმა რეგიონალური მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილმა თავად წარადგინა. ქუთაისელთა „წინასწარმეტყველება“ გამართლდა - დე-ფაქტო სიტუაცია ცენტრალურმა ხელისუფლებამ იურიდიულად გააფორმა.