კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

საქართველოში ტელეკომპანიები პოლიტიკური ფულით ფინანსდებიან

2 ივლისი, 2008

რა სარგებლობა მოაქვს რეფორმებს

1 ივლისი, 2008
„ჩემი ბოლო ჩამოსვლა საქართველოში ძალიან ცუდად დამამახსოვრდა. ამ ქვეყანაში არაფერი მუშაობდა. შუქი არ იყო და ხალხს ქუჩაში გასვლის ეშინოდა. აღმოვაჩინე, რომ პანაშვიდზე 6-7 საათის ნაცვლად (როგორც ეს ჩემს ბავშვობაში ხდებოდა) 3-4 საათზე დადიან, რადგან დაღამებამდე როგორმე სახლში წასვლა (ფეხით) მოასწრონ და ა. შ. ამის გამო ყოველთვის ვერიდებოდი ჩამოსვლას და ვამჯობინებდი, ახლობელი ადამიანები ჩემთან მიმეწვია. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, 2004 წელს ჩამოვედი და აღმოვაჩინე, რომ არაფერი შეცვლილა. ქვეყანა ისევ გაყინულ, ჯაბახანა ეკონომიკურ მდგომარეობაში დამხვდა. ეს იგივეა შენი ბინა ნახო უკარფანჯრო, კედლებდანგრეულ მდგომარეობაში. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში იფიქრებ, რომ რემონტი გარდაუვალია და კითხვის დასმა - რა საჭიროა რემონტის დაწყება - უბრალოდ, სისულელეა“,- ასე განმარტავს საქართველოში რეფორმების გარდაუვალობას პრემიერ- მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი კახა ბენდუქიძე

პროფესორები რექტორატს უპირისპირდებიან

1 ივლისი, 2008
რა ხდება ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტში?! ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში პროფესორ-მასწავლებლებსა და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს შორის დაპირისპირება აკადემიურ თანამდებობებზე დასაკავებლად ჩატარებულმა კონკურსმა გამოიწვია. თეონა ხუფენიას წინააღმდეგ კონკურსის შედეგებით უკმაყოფილო პროფესორებმა საჩივრის წერილები პარლამენტში, პრეზიდენტის კანცელარიაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უკვე გააგზავნეს. ისინი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს კონკურსის უკანონო ჩატარებასა და თვითნებობაში ადანაშაულებენ. პროფესორ-მასწავლებლები შესაბამისი ორგანოებიდან დაუყოვნებლივ რეაგირებასა და მათი უფლებების დაცვას მოითხოვენ.