კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

პაატა ხოხაშვილის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე სამართალდამცავები უარს ამბობენ

7 ივლისი, 2009

რა კავშირი აქვს ლუკა რამაზაშვილის პატიმრობას თელავის ტელეკომპანიასთან

2 ივლისი, 2009
კონსერვატორული პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ პარტია „მრეწველების“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ლუკა რამაზაშვილს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა. თელავის რაიონული სასამართლოს მიერ ყაჩაღობაში, სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებაში, გამოძალვასა და სხვა დანაშაულებში მსჯავრდებული რამაზაშვილი სასჯელს უკვე მეოთხე წელია იხდის. რამაზაშვილის საქმე წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორი ენრი კობახიძე და მისი ბიზნესპარტნიორი, კომპანია „ყაზბეგის“ გენერალური დირექტორი გოგი თოფაძე ირწმუნებიან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლუკა რამაზაშვილი ციხეში დამოუკიდებელი რეგიონალური ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების მიზნით ჩასვა.

„ლომიძე ადვოკატის გარეშე დაკითხეს და აღიარება ზეწოლით მიიღეს“

30 ივნისი, 2009
შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გამომძიებლებმა რესპუბლიკური პარტიის წევრის და „ალიანსი საქართველოსთვის“ ყვარლის რაიონული შტაბის უფროსის, ვანო ლომიძის მიმართ გამოძიება დაასრულეს. ლომიძეს ბრალი ცრუ დასმენასა და თაღლითობის მომზადებაში ედება, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასწარი გამოძიების დროს ლომიძემ დანაშაული აღიარა. მან განაცხადა, რომ საკუთარი ავტომანქანა პიარის მიზნით დაწვა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ლომიძე ამჟამად დანაშაულს არ აღიარებს და ამის შესახებ განცხადების გაკეთებას სასამართლო პროცესზე გეგმავს. ბრალდებულის ადვოკატი ვაჟა ვარადაშვილი ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე, შესაძლოა, ზეწოლა მანამდე განხორციელდეს, სანამ ყვარლის სასამართლო მის საქმეს განიხილავს.

კოტე კაპანაძე ოპოზიციის მხარდაჭერისათვის იდევნება

26 ივნისი, 2009

ვიცე-გუბერნატორის კლანი კახეთში

24 ივნისი, 2009
„სკანდალების მოყვარული“ ვიცე-გუბერნატორი აცხადებს „ისეთმა ფურმა დამწიხლოს ჩემზე მეტს რომ იწველიდესო“ კახეთის რეგიონში საჯარო სამსახურებში თანამდებობებზე ძირითადად მხოლოდ ვიცე-გუბერნატორის გიორგი სიბაშვილის ნათესავები, ახლობლები, მეგობრები ან მისი ნდობით აღჭურვილი პირები ინიშნებიან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გუბერნატორის პირველი მოადგილის მიერ გატარებული საკადრო პოლიტიკა რეგიონის საჯარო სკოლებზე, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს რაიონულ განყოფილებებზე და კერძო კომპანიებზეც კი გავრცელდა. ქვემოთ მოცემულ კონკრეტულ ფაქტებზე კომენტარისას, ვიცე-გუბერნატორმა განაცხადა, რომ „ბრძოლისთვის მზად არის“, თუმცა ჩვენ მხოლოდ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებთ.

საერთაშორისო ორგანიზაცია „Crisis Group” შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში გაეროს სამშვიდობო მისიის შეწყვეტასთან დაკავშირებით

23 ივნისი, 2009