15:07, Sunday, 22.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2009-03-05
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე
შესავალი:

• 2008 წლის ხურჩას ინციდენტი ეხება სოფელ ხურჩაში ავტობუსებზე მომხდარ თავდასხმას. ინციდენტი ნეიტრალურ ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ესაზღვრება აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკას და რომლის დამოუკიდებლობაც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერაციამ აღიარა.

2009-03-04
"თუ არ გახვალთ, სპეცრაზმით გაგათრევთ"
კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს იმ შენობებიდან ასახლებენ, სადაც მათ 16 წელი იცხოვრეს. იძულებით გადაადგილებული პირების პროტესტის მიუხედავად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი აცხადებს, რომ დევნილთა განსახლება მათთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ხდება, რისთვისაც 2009 წლის ბიუჯეტში 138 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება არ შეიცვლება და აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების პროცესი 2009 - 2010 წლებში დასრულდება.

2009-03-02
”გურამ შარაძის მკვლელობის თემას ტაბუ აეხსნა”
ახლადაღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავს ”ადამიანის უფლებათა ცენტრი”, გურამ შარაძის ოჯახი და მათი უფლებების დამცველი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. გაიზიარებს თუ არა პროკურატურა ამ მოთხოვნას, ეს დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

2009-03-02
5 წელი - სამი ხმელი ხის მოჭრისათვის
გურჯაანის რაიონული სასამართლო, სოფელ კაჭრეთში, გზის პირას, სამი ხმელი ხის მოჭრისათვის ოთხი შვილის მამას, ოთარ ბერელაშვილს ასამართლებს. კახეთის საოლქო პროკურატურა ბერელაშვილს ხეების უკანონოდ მოჭრაში და ქურდობაში ადანაშაულებს და მისთვის სასჯელის მაქსიმუმს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

2009-02-27
2008 წლის ანგარიში სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების შესახებ
 მომხსენებელი: სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი
აშშ დეპარტამენტი ანგარიშების გამოქვეყნებისას აქვეყნებს ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მას ყურადღებით ეცნობიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ამ დღეებში, “ჩვენ უარს ვამბობთ არჩევანზე უსაფრთხოებასა და ჩვენს იდეალებს შორის, როგორც მცდარზე.” ჩვენს მოქმედებებზე საერთაშორისო დონეზე გაკეთებულ შეფასებებს – იმისდა მიუხედავად, ეს შეფასებები მთავრობების მიერ არის გაკეთებული თუ არასამთავრობო სექტორის მიერ - არ მივიღებთ როგორც ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევას და არც სხვა მთავრობებმა უნდა ჩათვალონ საკუთარი მოქმედება, როგორც ჩარევა სხვის შიდა პოლიტიკაში.
2009-02-27
მოქალაქე გორის ჰოსპიტალს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს
გორის ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ მოქალაქე ჯემალ წიკლაური მიიჩნევს, რომ მისი უფლებები მედიცინის მუშაკებმა შელახეს. წიკლაურის განცხადებით, ჰოსპიტალში განვლილი მკურნალობიდან მას სასწრაფო ოპერაცია რამდენიმე დღეში დაჭირდა.

2009-02-27
პოლიტიკური პატიმრები საქართველოში
 
საქართველოს სინამდვილისათვის პოლიტპატიმრების თემა კვლავ აქტუალურია. ხელისუფლების მიერ „დემოკრატიის“ და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ აღიარების მიუხედავად ხელისუფლების კრიტიკა, ხშირ შემთხვევაში სამართლიანი, სახიფათო საქმეა.

ბუნებრივია, რომ ხელისუფლება არ აღიარებს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის ფაქტებს, საკუთარი იმიჯის შელახვის საშიშროების გამო.      სრული ვერსია
2009-02-25
დასაქმების პროგრამა ყოფილ დეპუტატებზე წარმატებით ხორციელდება
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატებიდან უმრავლესობა ისევ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში დასაქმდნენ. აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭო, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო _ ეს ის საჯარო სტრუქტურებია, სადაც ყოფილი 30 დეპუტატიდან, ზოგი ისევ უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი დეპუტატია, ხოლო 12 მათგანი მოადგილედ, თანაშემწედ და ზოგიც მრჩევლებად დასაქმდნენ. ხოლო მათი სარგო 885 ლარიდან _ 1 500 ლარს შეადგენს.

2009-02-25
დამწვარ სახლებზე კომპენსაციები აგვიანებს
გორსა და გორის რაიონში რუსეთის აგრესიის შედეგად 300-ზე მეტი სახლი დაიწვა და დაინგრა. ხელისუფლებამ იმ სახლების მეპატრონეებს, რომლის რეაბილიტაციაც 20 000 ლარზე მეტი ჯდებოდა კომპენსაციები გადასცა 15 ათასი დოლარის ოდენობით. თუმცა კომპენსაცია ყველა სახლის მეპატრონეს არ მიუღია. ის ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლება  არ დახმარებია ნათესავებთან ცხოვრობენ. მათი თქმით, ისინი ხელისუფლებისგან არც სხვა სახის დახმარებას  იღებენ.

2009-02-24
გურამ შარაძის საქმის გამოძიებაში ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ერთვება
აკადემიკოს გურამ შარაძეს 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად იგი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობა დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე მოხდა და მას  ჰყავდა მოწმეები, მათ შორის  - საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ლევან ბოჭორიშვილი და რობერტ პანიევი. შესაბამისი კადრები მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სადაზღვევო კომპანია "ლდაგის" ვიდეოთვალმაც ასახა.
2009-02-23
კახეთის გუბერნატორმა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ბოიკოტი გამოუცხადა
კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან აღარ თანამშრომლობს. სამხარეო ადმინისტრაციის "შავ სიაში" ის კორესპონდენტები მოხვდნენ, რომლებიც გუბერნატორის საქმიანობას აკრიტიკებენ და ადგილობრივ ხელისუფლებას დარღვევებში ამხელენ.
2009-02-23
ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრებს აწამებენ
"აქამდე ისე გვექცეოდნენ, როგორც ცხოველებს.  საკვებად უცხიმო სუპს გვაძლევდნენ, ეხლა რაც შეიძლება მეტ მარილს აზავებენ, რომ ვერ ვჭამოთ და ნარჩენებით საკუთარ ფერმებში ღორები გამოკვებონ. ან თუ შევჭამთ, წყალი მოგვწყურდეს, წყალს კი არ გვაძლევენ. ხმის ამოღების შემთხვევაში გვაგინებენ. გვცემენ მომსახურე პერსონალის და პოლიციის თანამშრომლებიც. ექიმები ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევენ, მალე მოკვდებითო, მარტო ამას ამბობენ".
2009-02-20
ყაჩაღობა თუ ცრუ დასმენა
ეროვნებით ქურთი სლავა ბუკავაძე, მასთან ერთად მისი ძმა, რუსლან ბუკავაძე და მათი მეგობარი ნიკა ხრუშოვი ჯგუფური ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს. ძმებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა  და 7 ათასი ლარი ჯარიმა მიესაჯათ.
2009-02-19
გორის რაიონში მარადიორობის ფაქტები ისევ გრძელდება
ბუფერული ზონის სოფლები იმის მიუხედავად, რომ დაბომბვას აღარ განიცდიან ისევ შიშის ქვეშ ცხოვრობენ. კონფლიქტისპირა სოფლებში სროლები ყოველ საღამოს ისმის, მოსახლეობა  დაძაბულია და თავს ნათესავებთან, გვერდით სოფლებში  აფარებს.
 
2009-02-18
ხელისუფლებამ დევნილებს საკვები პროდუქტების მიწოდება შეუწყვიტა
გორის მე-10 საბავშვო ბაღში ჩასახლებულ დევნილებს ელემენტარული საარსბო საშუალება არ აქვთ. დევნილებისთვის, რომლებსაც ომის შემდეგ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ ექიმთან მისვლას და წამლის შეძენას ვერ ახერხებენ.
2009-02-18
ლაპარაკი საქმის ნაცვლად
რეგიონებში ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით გაიზარდა

კახეთში, რამდენიმე მუნიციპალიტეტის გარდა 2009 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი თითქმის ყველა საკრებულომ მიიღო და დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ – მინისტრის მითითებით, ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება დაავალა, მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობამ ბიუჯეტის საერთო თანხის 25 პროცენტიდან 30 პროცენტს გადააჭარბა. პრეზიდენტის ბრძანებულებით ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა სასწრაფოდ გაიზარდეს ხელფასები დოკუმენტით გათვალისწინებული თანხის მაქსიმალურ ოდენობამდე.
2009-02-17
შალიკაშვილების დახურული პროცესი
და-ძმას, ნათია და თენგო შალიკაშვილებს ჯგუფურ ყაჩაღობაში ედებათ ბრალი. მათ წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებად მხოლოდ ორი მოწმისა და დაზარალებულს ჩვენებაა. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ბრალდებულთა დედაზეც, მოწმის მოსყიდვის ბრალდებით. შალიკაშვილების სასამართლო პროცესი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძემ პროკურორის შაუმდგომლობის საფუძველზე დახურა. პროცესის გახსნას, განსასჯელი მხარის მოთხოვნის მიუხედავად, განაჩენის გამოცხადებამდე არ აპირებენ.

2009-02-17
დემოკრატიის შუქურა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ
საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისში 11-12 თებერვალს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის დასკვნით დღეს რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა ია ანთაძემ და სტუდია "რეპორტიორის" ხელმძღვანელმა ვახო კომახიძემ უცხო ქვეყნების ომბუდსმენებს საქართველოს მედია სივრცეში დღეს არსებული რთული ვითარება და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები გააცნეს. ანთაძის და კომახიძის მოხსენებებს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაცია განცხადებით გამოეხმაურა და მოხსენებებში მოყვანილი ფაქტები რეგიონული ტელეკომპანიების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.

2009-02-16
დუხობორების შემდეგ რუსეთს საქართველოდან მალაკნებიც მიჰყავს
დუხობორების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება საქართველოში მცხოვრები მალაკნების წაყვანასაც გეგმავს. როგორც მალაკნებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროდან, საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ კი, კრასნოდარის მხარეში გადასვლის შესახებ შეთავაზება უკვე მიიღეს და ამ დროისთვის დოკუმენტებს აწესრიგებენ. მათივე თქმით, გაუსაძლისი მდგომარეობის და ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი სხვადასხვა პრობლემების გამო, საქართველო უკვე დატოვა ასობით მალაკანმა.
2009-02-16
დაზარალებული კუთვნილ კომპესაციას ითხოვს
45 წლის თენგიზ ბიბინეიშვილმა ტრავმა სამუშაო მოვალეობის შესრულების დროს მიიღო. საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე კი ამნისტიის გამო შეწყდა. საქმეში დაზარალებულ ბიბინეიშვილს კი კომპესაცია ჯერ კიდევ არ მიუღია.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 [21] 22 23
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC