მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
მოკლეს თუ დაიხჩო? - ოჯახი სახელმწიფოსგან გამოძიებას ითხოვს
21 სექტემბერი, 2010
ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მკვიდრის 29 წლის ელგუჯა ახალაიას საეჭვო ვითარებაში დაღუპვიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. ახალგაზრდის სიკვდილთან დაკავშირებით რამდენიმე არაოფიციალური ვერსია არსებობს. ახლობლების მტკიცებით, იგი მოკლეს და მდინარეში გადააგდეს.
ელიტური კორუფცია გურიაში - როგორ გაჩნდა ბახმაროში პოლიციის მაღალჩინოსანთა დასახლება
21 სექტემბერი, 2010
გურიაში მაღალჩინოსნებს თანამდებობებს ატოვებინებენ, საჯარო მოხელეებსა და სამართალდამცავებს დაკითხვებზე იბარებენ. ვისზე გასვლას ცდილობს გამოძიება?
პირიქითა ხევსურეთი უკაცრიელდება
21 სექტემბერი, 2010
გუშინწინ შატილი-თბილისის მიკროავტობუსს თბილისისკენ ხევსურეთიდან აყრილი კიდევ ერთი ოჯახი გამოჰყვა. ნიკო არდოტელს თავის სამ შვილთან ერთად, ბარში, სოფელ ხონისჭალიდან შეთეკაურების ორი შვილიც მიჰყავდა. შატილში ყოფნისას მასპინძელმა გვითხრა: „ნიკოს ოჯახი თუ წავა არდოტიდან, ჩათვალეთ, რომ ის სოფელიც სასიკვდილოდ არის განწირული“. პირიქითა ხევსურეთი უკაცრიელდება. მუცოში ორი ოჯახიღა დარჩა, არჭილოში უკვე აღარავინ ცხოვრობს, ამ ზამთარს ხახაბოშიც აღარავინ რჩება.
საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციების სასწრაფო განცხადება
21 სექტემბერი, 2010
საქართველოს უფლებადამცველები დიდ შეშფოთებას გამოხატავენ „პოლიციის შესახებ კანონში“ ინიცირებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის მიღების შემთხვევაში, პოლიციელს უფლება ექნება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოქალაქე გააჩეროს ქუჩაში და ჩაუტაროს მას „ტანსაცმლის ზედაპირული დათვალიერება“, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე, რომ ამ ადამიანს შესაძლოა, ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული. მეტიც, ეს ცვლილებები პრაქტიკულად აუქმებს კანონის ამჟამინდელი რედაქციით დადგენილ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც პოლიციელმა ჩხრეკის ჩატარებამდე უნდა მოიპოვოს სათანადო ნებართვა.
გზა არსაით - დევნილი ცოლ-ქმარი ბიუროკრატიზმის ჩიხში
20 სექტემბერი, 2010
კოდორის ხეობიდან დევნილი ცოლ-ქმარი, ლუდმილა დოცენკო და ვიტალი ხუროშვილი 2 თვეა, თბილისის ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ცხოვრობენ. უსახლკარობასა და უსახსრობას უიმედობაც დაემატა - ორწლიანი დაპირების შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მათ ფართის გამოყოფაზე ან ფულადი კომპენსაციის მიცემაზე უარი უთხრა.
საქართველოს სამხედრო რეზერვი - გაკვეთილები და გამოწვევები
17 სექტემბერი, 2010
2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, კერძოდ კი ეროვნული გვარდია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად იწყებდა რეზერვისტების მომზადებას.
საქალაქო სასამართლოში „დაზარალებული ბრალდებულების“ დაკითხვა დაიწყო
17 სექტემბერი, 2010
16 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში განახლდა ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაჭრილი სტუდენტების სასამართლო პროცესი. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდები: ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ნიკა ბერუაშვილი, როლანდ ნიკოლოზაშვილი და საბა მღვდელაძე ამ საქმეზე პროკურატურამ თავდაპირველად დაზარალებულებად ცნო, მოგვიანებით კი ხულიგნობის ბრალდება წაუყენა.
„ბადენ-ბადენის“ გახუნებული ფერები გორში
17 სექტემბერი, 2010
80-მდე მეეზოვე და მუშა გორს წელიწადში 740 000 ლარად ასუფთავებს. პარალელურად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა კერძო და იურიდიულ კომპანიებს დაკავებული ფართობის მიხედვით, ერთ კვ.მ-ზე დასუფთავების მოსაკრებელს ლარსა და ათ თეთრს ახდევინებს. მიუხედავად ასეთი კოლოსალური თანხებისა, ქალაქი და განსაკუთრებით - სოფლები ნაგავს მიაქვს. ამას მეეზოვებისა და მუშების პროტესტიც ემატება, რომლებიც 25 აგვისტოდან დღემდე ხელფასს ელოდებიან.
პრეზიდენტმა უმუშევარი რუსთაველები შეცდომაში შეიყვანა
16 სექტემბერი, 2010
პრეზიდენტი სააკაშვილი ერთი კვირის წინ რუსთავს ესტუმრა და ერთი წლის წინ გახსნილი ქართულ-იტალიური ტყავის გადამამუშავებელი საწარმოს „სრული დატვირთვით ამუშავებას“ დაესწრო. ყოველ შემთვევაში, მედიამ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა. თავად მუშები კი ამბობენ, რომ საწარმოში არსებული ყველა დანადგარი ისედაც მუშაობდა და გაუგებარია, პრეზიდენტი რა მოვლენის აღსანიშნავად ესტუმრათ.
უპრეცედენტო უკანონობა - დაზარალებული თან ბრალდებულები არიან
15 სექტემბერი, 2010
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 5 სტუდენტი უკვე რვა თვეა, გლდანის საპყრობილეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ზაზა შავლიაშვილი, ვასილ გიგუაშვილი, ნიკა ბერუაშვილი, როლანდ ნიკოლოზაშვილი და საბა მღვდელაძე ერთსა და იმავე დანაშაულზე აღძრულ საქმეებში დაზარალებულებიც არიან და ბრალდებულებიც. პატიმრებს შემთხვევის დღეს მიყენებული ჭრილობები გაურთულდათ და ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამის მიუხედავად, პროკურატურა ახალგაზრდებთან საპროცესო გარიგების გაფორმებასაც კი არ თანხმდება და „დაზარალებული ბრალდებულების“ მკაცრად დასჯას ცდილობს.
ისინი იდგნენ
15 სექტემბერი, 2010
იდგნენ ვაკეში, ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის წინ და გადმოღმა – მიწისქვეშა გადასასვლელთან, მაღაზიების წინ. ბევრნი იდგნენ პირველ კორპუსთან – გაღმაც, გამოღმაც და მიწისქვეშაშიც, ორ ადგილას.
წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციამ ვახტანგ მაისაიას ცემასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა გაავრცელა
14 სექტემბერი, 2010
ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ვახტანგ მაისაიას ცემასთან დაკავშირებით წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) საერთაშორისო სამდივნო საგანგებოდ მიმართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლებს: პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უშიშროების საბჭოს მდივან ეკა ტყეშელაშვილს, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი არსენიშვილს და სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს. წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციამ ვახტანგ მაისაიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია OMCT SOS ქსელის წევრისაგან - „ადამიანის უფლებათა ცენტრისგან“ მიიღო. გთავაზობთ მიმართვის სრულ თარგმანს:
ქუთაისი უწყლობისგან იხრჩობა
13 სექტემბერი, 2010
40 გრადუსამდე სიცხე! წყალი კი ორ დღეში ერთხელ, ისიც საათნახევრით! ასეთ პირობებში გაატარეს ქუთაისლებმა ზაფხულის ცხელი დღეები. ხელისუფლების დაპირება, რომ ქვეყნის მეორე დედაქალაქი ოცდაოთხსაათიან წყალმომარაგებაზე გადადის, კვლავ დაპირებად რჩება. ქუთაისი ისევ უწყლობას უჩივის.
სკოლებში პოლიციური რეჟიმი მკვიდრდება
10 სექტემბერი, 2010
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მანდატურები 2011 წლის იანვრიდან შევლენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ მანდატურების ერთადერთი ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ძალადობის პრევენცია იქნება. თუმცა, ხშირად ამბობენ და გავრცელებული მოსაზრებაა, რომ სახელმწიფო სკოლებში პოლიციურ რეჟიმს ამკვიდრებს და მოსწავლეებს არ მოსწონთ ის, რომ მათ ყოველ ნაბიჯს გააკონტროლებენ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გადადგა
9 სექტემბერი, 2010
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე თანამდებობიდან გადადგა. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მისი განცხადება 8 სექტემბერს დააკმაყოფილა. გოცირიძე ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობით დაიღალა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, გიორგი გოცირიძე თანამდებობიდან გადადგომამდე წინა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იყო დაბარებული, რის შემდეგაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ორმილიონნახევარი ლარის ქონება გააჩუქა
9 სექტემბერი, 2010
ვერა ქობალიას უწყების მითითების საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ წლების განმავლობაში ნაგროვები ქონება „სოკარ ჯორჯია გაზის“ სასარგებლოდ მიატოვა. როგორც ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია აცხადებს, ამის გამო კონტროლის პალატამ საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დასვას. თვითმმართველობის ექსპერტის, ოთარ კონჯარიას თქმით კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გაზის მილსადენების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ მიტოვება არამიზანშეწონილია.
ეუთოს გენერალური მდივანი კონფლიქტის მხარეებს ურთიერთპატივისცემისკენ და თავშეკავებისკენ მოუწოდებს
9 სექტემბერი, 2010
8 სექტემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი, მარკ პერინ დე ბრიშამბო იმყოფებოდა. ვიზიტის დასრულების შემდეგ ეუთო-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო
8 სექტემბერი, 2010
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა . ამის შესახებ გაეროს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
ურმას პაეტი: „საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება საერთაშორისო სამართლისთვის სრულიად მიუღებელია“
8 სექტემბერი, 2010
8 სექტემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისში იმყოფებოდა. პაეტის ევროკავშირის დამკვირვებლებმა ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა გააცნეს.
ავტობანის მშენებლობის საზოგადოებისთვის უცნობი დეტალები
8 სექტემბერი, 2010
რუისი-იგოეთის მონაკვეთზე გრანდიოზული მშენებლობა მიმდინარეობს. ეს პროექტი გაგრძელებაა იმ მშენებლობისა, რომელიც 2006 წელს დაიწყო და რომელსაც „ავტობანი“ ჰქვია. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჯერ მხოლოდ 60-70 კმ ავტობანია გაკეთებული სულ, ექსპერტები სერიოზულ ნაკლოვანებებს ხედავენ და სკეპტიკურად უყურებენ მომდევნო გვირაბებისა და ესტაკადების მშენებლობას.