კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

პროფკავშირები „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ

21 აპრილი, 2010
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა, იმერეთის მეტალურგთა და სამთო მრეწველთა პროფკავშირმა ზესტაფონსა და ჭიათურაში გამაფრთხილებელი ორსაათიანი გაფიცვა გამართეს. გაფიცვა 20 აპრილს 12-დან 14 საათამდე გაიმართა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველობის ქვეშ მყოფ საწარმოებში - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ჭიათურის მაღაროებში. გაფიცვის მიზეზი ამ საწარმოებში არსებული მძიმე შრომითი პირობები იყო. ცოტა ხნის წინ კი, სამსახურებიდან ადამიანები პროფკავშირებთან ურთიერთობის გამო გათავისუფლდნენ.

სააკაშვილმა არჩევნების წინ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე შეკითხვას უპასუხა

21 აპრილი, 2010

ოპოზიციამ პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაკეტა

16 აპრილი, 2010

საქართველოში არსებობენ ადამიანები, ვისაც პენსია 2,50 ლარი აქვთ

14 აპრილი, 2010
58 წლის ბეჟან ბადუაშვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია, თუმცა სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე, მესამე ჯგუფში აღმოჩნდა და კუთვნილი პენსია, რომელიც „სამხედრო მომსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის თანახმად, 2002 წელს დაენიშნა, 2007 წლის 1 სექტემბერს მოეხსნა. მას შემდეგ მისი პენსიის რაოდენობა თვეში მხოლოდ 9,07 ლარს შეადგენს. ამ ფაქტს ჯანდაცვის სამინისტრო ბეჟან ბადუაშვილისთვის მიწერილ პასუხში შემდგენაირად ხსნის: „რადგანაც თქვენ მორიგი სამედიცინო შემოწმების შედეგად დაგიდგინდათ ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი, შესაბამისად, კომპენსაციის გაცემაც შეგიწყდათ 2007 წლის 1 სექტემბრიდან, ვინაიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან, აღარ ითვალისწინებს ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის გამო სახელმწიფო კომპენსაციის გაგრძელებას ან დანიშვნას“.

გათავისუფლებული ოსი პატიმრები ცხინვალში ალაპარაკდნენ

13 აპრილი, 2010
„საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და „იარაღის უკანონო შენახვა“ – ძირითადად ეს ბრალდებები ჰქონდათ წაყენებული ეთნიკურად ოს ტყვეებს, რომლებსაც ქართულმა მხარემ 2 კვირის წინ ჯერ იძულებით აღიარებინა დანაშული, შემდეგ კი „კეთილი ნება“ გამოიჩინა და გაუშვა. მათ გათავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანა ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა. სამხრეთ ოსეთის მასმედიასთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ინტერვიუებში გათავისუფლებული პატიმრები ამბობენ, რომ თითოეული მათგანი ზემოთაღნიშნული „ტრადიციული“ ფაბრიკაციული ბრალდებით დააკავეს და გარდა იმისა, რომ სასჯელს სრულიად არაფრისთვის იხდიდნენ, ქართველი სამართალდამცავები ცუდადაც ექცეოდნენ.