კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

„ნაციონალებს“ შედეგი აქვთ უზარმაზააარი - ძველი ბიუროკრატია და დავიწყებული ადამიანები რუსთავში

1 ივლისი, 2010
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქალაქ რუსთავის ახალ საკრებულოში 4 ოპოზიციონერი და 21 „ნაციონალი“ დეპუტატია. პირველი სხდომის დაწყებიდან 20 წუთში მერიის შენობაში ელექტროენერგია გაითიშა. „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ – მაშინვე აღნიშნეს საკრებულოს „ნაციონალმა“ წევრებმა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რუსთავის მმართველობისთვის არანაირი სიახლე არ მოუტანია. ხმათა უმრავლესობით საკრებულომ ქალაქის მერად კვლავ მამუკა ჩიქოვანი აირჩია. საკრებულოს ხელმძღვანელის თანამდებობაც ისევ ძველ თავმჯდომარეს, კახა გურგენიძეს შერჩა.