13:40, Friday, 22.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2011-07-29
აღმოჩნდება თუ არა მედია ხაფანგში თბილისის ანძის გაყიდვის შემთხვევაში
ქართული მედიის ნაწილი ისევ ქუჩის აქციებშია ჩართული  -  ამჯერად პროტესტის მიზეზი თბილისის ანძაზე გამოცხადებული  ინტერნეტაუქციონია, რომელმაც ანძის მფლობელი ახალი კომპანია უნდა გამოავლინოს და 4 წლით გადაეცეს  მმართველობაში შპს ”ალფა-კომის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი - თბილისის ანძა და მასთან დაკავშირებული სხვა ობიექტები.

2011-07-29
წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები საქართველოში
წამება, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი როგორც საერთაშორისო, ასევე ქართული კანონმდებლობით აბსოლიტურად აკრძალულია, თუმცა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა ჩვენს ქვეყანაში მაინც პრობლემას წარმოადგენს.

2011-07-29
კერძო საკუთრების ნგრევა იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის
გურჯაანში, „პაპას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, იუსტიციის სახლის მშენებლობისთვის კერძო მესაკუთრეს ანნა ზაკალაშვილ - მთივლიშვილს ქონებას ართმევენ. მესაკუთრეს შენობა გუშინ დაუნგრიეს, ვიდრე ის კახეთის გუბერნატორის და გამგებლის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და საკუთრებას სახელმწიფოს აჩუქებდა.

2011-07-28
საპროცესო გარიგების სტატისტიკა
საპროცესო შეთანხმების პრაქტიკა, რომელიც დაკავებულებთან ხელისუფლების ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პროცედურად იქცა, 2004 წელს დაინერგა ქართულ სამართლებრივ სივრცეში.

2011-07-28
სოფო ვერძეული: „საქართველომ ლუსტრაციის პროცესის განხორციელების რეპრესიული გზა არჩია“
საქართველოს პარლამენტის მიერ 31 მაისს მიღებული „ლუსტრაციის კანონის“ მიღების მოტივაციაზე, ეფექტურობასა და ხარვეზებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, სოფო ვერძეულს ესაუბრა.

2011-07-28
მგზავრობის გაძვირებული ტარიფები
დაპირება, რომ თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფი უცვლელი, 50 თეთრი იქნებოდა, დაპირებად დარჩა. თბილისის მერიის მიერ სატრანსპორტო სისტემის მოსაწესრიგებლად სამარშრუტო ტაქსებზე ჩატარებული ტენდერის შედეგად გამარჯვებულმა  ოთხმა კომპანიამ-შპს „თბილქარმა,“ შპს „თბილლაინმა,“ შპს „კაპიტალ გრუპმა“ და „ფაბლიკქარმა“ ქალაქი ლოტების მიხედვით გადაინაწილეს.

2011-07-27
პეტერ როჟიჩი: „ლუსტრაცია არა სამართლებრივი და მორალური, არამედ მხოლოდ პოლიტიკური გასამართლების ფორმაა“
საქართველოს პარლამენტის მიერ 31 მაისს მიღებული „ლუსტრაციის კანონის“ მიღების მოტივაციაზე, ეფექტურობასა და ხარვეზებზე „ინტერპრესნიუსი“ ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში ლუსტრაციის პოლიტიკისა და პრაქტიკის მკვლევარს, პეტერ როჟიჩს ესაუბრა.

2011-07-26
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი სახალხო დამცველისგან რეაგირებას ითხოვს
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე რეაგირებისათვის საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს მიმართა.

2011-07-26
„გაგვაგებინეთ, ვინ ვართ?! ხალხი ხომ ვართ?!“ - აცხადებენ თვაურებში მცხოვრები ოსი მოქალაქეები
კასპის რაიონის სოფელ თვაურების მოსახლეობას მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება.  სოფელში აწუხებთ  გაზგაყვანილობის არარსებობა, ცუდი საავტომობილო გზა და რაც ყველაზე მთავარია - უწყლობა. სოფელი  ეთნიკურად ოსი მოქალაქეებითაა დასახლებული  და ოკუპირებული ახალგორის საზღვარზე მდებარეობს, რომლის იქით რუსების საგუშაგოა.

2011-07-25
შეჩერდეს სატყეო რეფორმა - გადავარჩინოთ საკუთარი თავი, ერთმანეთი და ჩვენი მომავალი
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინიციატივით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა, რომელიც ეხება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კომენტარს ტყეების 49–წლიანი იჯარით გაცემის შესახებ. ამ მიმართვას გთავაზობთ უცვლელად:

2011-07-25
ზურაბ იმნაძე ასლან აბაშიძის დასჯას ითხოვს
ზურაბ იმნაძე ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შიმშილობს. შიმშილობა მან სამი კვირის წინ დაიწყო. აჭარის ყოფილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ნოდარ იმნაძის შვილი, მამამისის მკვლელობის გამოძიების დასრულებასა და ასლან აბაშიძის დამნაშვედ ცნობას ითხოვს.

2011-07-22
კახეთის პროკურორი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა
კახეთის საოლქო პროკურორი თამაზ ცაბუტაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებულებას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი 4 ივლისს მოაწერა. თამაზ ცაბუტაშვილმა ჯონი ხეცურიანის ადგილი დაიკავა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 6 ივლისს გაუვიდა.

2011-07-22
გოგი გვახარია: „პრეზიდენტმა თამარ ამაშუკელს ბოდიში უნდა მოუხადოს“
პრეზიდენტმა თამარ ამაშუკელს ბოდიში უნდა მოუხადოს. ამის შესახებ რადიო „პალიტრის“ ეთერში, გადაცემა „რეზიუმეში“ კინომცოდნე გოგი გვახარიამ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვებიდან გამომდინარე, ამაშუკელი უფრო დაზარალებულია.

2011-07-22
ეკა ბესელია კოლეგებს მოუწოდებს, ნუ მოაწერენ ხელს უკანონო საპროცესო გარიგებას
დაკავებული ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის ადვოკატი ეკა ბესელია კოლეგებს მოუწოდებს, ნუ მოაწერენ ხელს უკანონო საპროცესო გარიგებას.

2011-07-22
ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ნათია გედენიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ
ფოტორეპორტიორები ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ნათია გედენიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

2011-07-21
ხელისუფლება დევნილთა იძულებით გამოსახლებას აგრძელებს
თბილისში დევნილების გამოსახლების მესამე ეტაპი ტრადიციული ხმაურით და კანონდარღვევებით მიმდინარეობს. ამ დღეებში დევნილები თბილისში მდებარე 4 კომპაქტური ჩასახლებიდან: ვარკეთილის 204 ბაგა-ბაღიდან, სამღერეთის ქუჩიდან, უზნაძის 8 და ყაზბეგის 16-დან გამოასახლეს.

2011-07-20
ადამიანის უფლებათა ცენტრის საგანგებო განცხადება - შეწყდეს უფლებადამცველთა თვალთვალი და შევიწროება!
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული თავისუფლებების ხარისხის მკვეთრი შემცირების გამო, რაც გამოწვეულია ხელისუფლების მხრიდან უკიდურესი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და დამოუკიდებელ სამოქალაქო ინსტიტუტებზე განხორციელებული ზეწოლით.
2011-07-20
იძულება სატელევიზიო ეთერით!
მომხმარებლები თელავის საკაბელო ტელეკომპანია „გორდას“ უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორც თელავის მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, მას შემდეგ, რაც „გორდამ“ ტელეკომპანიების „მაესტროს“ და „კავკასიის“ ტრანსლირება შეწყვიტა, აბონენტების ნაწილი გადასახადს აღარ იხდის. საპასუხოდ, „გორდა“ეთერში აცხადებდა დავალიანების მქონე აბონენტების გვარს, სახელს და საცხოვრებელ მისამართს.

2011-07-20
თვალთვალი ადამიანის უფლებათა ცენტრის წინააღმდეგ
20 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და მედიას მიაწოდა ინფორმაცია უფლებადამცველებზე განხორციელებული ზეწოლის, სისტემატიური და ტოტალური თვალთვალის შესახებ, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

2011-07-18
კითხვები, რომლებსაც უნდა გაეცეს პასუხი 21-ე საუკუნეში ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრლდებით დაპატიმრების დროს
რატომ დააკავეს ფოტორეპორტიორები ღამის 3 საათზე? ნუთუ მდგომარეობა იმდენად გადაუდებელი ხასიათისა იყო, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა დღის განმავლობაში? კერძოდ, რაში მდგომარეობდა ასეთი გადაუდებელი აუცილებლობა? თუ ვითარება გამორიცხავდა მეორე დილამდე მოცდას, რატომ არ გაკეთდა ეს წინა საღამოს? გახსოვთ, რომელი რეჟიმების დროს აპატიმრებდნენ ხალხს უპირატესად ღამის საათებში?
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC