მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ბათუმის მერი სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეს ედავება
30 ივნისი, 2011
ბათუმის მერი, რობერტ ჩხაიძე თავის კედლის მეზობელს, სოციალურად გაჭირვებულ ედუარდ პოღოსიანს ედავება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერის და თავისი ნათესავების სარჩელი დააკმაყოფილა. დააკისრებს თუ არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მცხოვრებ პოღოსიანს მერის ოჯახისა და ნათესავების სასარგებლოდ 13 300 აშშ დოლარს, 30 ივნისს გახდება ცნობილი.
მოძალადე მედია
30 ივნისი, 2011
28 ივნისს, 20:00 საათზე, ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პირველ სიუჟეტად გავიდა „შემზარავი დანაშაული“. „ქრონიკის“ წამყვანმა ირინა ხიზანიშვილმა გვაუწყა, რომ „აფრიკის დასახლებაში 14 წლის გოგონა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის ბაბუამ გააუპატიურა“. წამყვანმა დაასახელა გოგონას გვარი და სახელი, ზუსტი საცხოვრებელი მისამართი, ასევე, ბაბუის ვინაობაც.
დევნილების სოციალური მდგომარეობა არ იცვლება
30 ივნისი, 2011
დევნილთა სოციალური მდგომარეობა არ იცვლება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან, გასული საუკუნის 90-იან წლებში დევნილმა მოსახლეობამ აღნიშნა. მათი თქმით, პრობლემა ბევრია. მთავარი კი ისაა, რომ დევნილობიდან ათწლეულების გასვლის მიუხედავად, ბევრ მათგანს თავშესაფარი დღემდე არ აქვს.
ხალხის აზრის იგნორირებით პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა 190-მდე გაიზრდება
29 ივნისი, 2011
„ნაციონალური მოძრაობისა“ და რამდენიმე პარტიას შორის გაფორმებული საარჩევნო შეთანხმების თანახმად, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-იდან 190-მდე უნდა გაიზარდოს.
გუბერნატორის ორმაგი ხელფასი და პრემიები
29 ივნისი, 2011
კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ყოველთვიურად ორმაგ ხელფასს იღებს. გუბერნატორმა 2009-2010 წლებში ხელფასის სახით 141 600 ლარი აიღო, წელიწადში 70 800 ლარის ოდენობით. არადა, გუბერნატორის ყოველთვიური ხელფასი 2950 ლარს შეადგენს.
შსს-ს მტკიცებით, ირაკლი ოქრუაშვილი ცხინვალიდან შემოსვლას აპირებდა
28 ივნისი, 2011
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა, რომლის რამდენიმე წევრიც დაკავშირებულია „ქართულ პარტიასთან“.
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში
28 ივნისი, 2011
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლობა მკაცრდება უკანონო ფორმირების შექმნის, პოლიციელსა და სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმის, ასევე გადასახადების არიდების მიზნით ქონების გადამალვის გამო.
I ჯგუფის ინვალიდს ერთადერთი შემოსავლის - პენსიის დაყადაღება ემუქრება
27 ივნისი, 2011
ბათუმში, ე.წ. აფხაზთა უბანში ჯუმბერ აშლარბას ოჯახს ყველა მიგასწავლით. დაჟანგულ ჭიშკარს ძველი ორსართულიანი სახლის ეზოში შევყავართ. სახლის კედლები არასდროს შეღებილა. უფრო მეტიც - არ შელესილა. სახლის პირველი სართულზე, ორ ოთახში I ჯგუფის ინვალიდი, შრომისუუნარო ჯუმბერ აშლარბა თავის ოთხწევრიან ოჯახთან ერთად მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს.
თელავის იზოლატორიდან 11 პატიმარი გაათავისუფლეს
27 ივნისი, 2011
თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 26 მაისის აქციის დარბევის დროს დაკავებული 11 ადამიანი გაათავისუფლეს. 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 25 ივნისს 00:00 საათზე ამოიწურა. გათავისუფლებულებს შორის არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე და ჟურნალისტი ალეკო ჩუბინიძე.
სიღნაღის პოლიციის უფროსმა მოქალაქე ცემა
24 ივნისი, 2011
სიღნაღის პოლიციის უფროსმა ზაზა მაზიაშვილმა და პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მოქალაქე სოსო ჯავახიშვილი ცემეს. ინციდენტი 18 ივნისს, სიღნაღში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მოხდა. ცემის შემდეგ სამართალდამცავებმა სოსო ჯავახიშვილი დააკავეს, სასამართლომ კი მას ჯარიმა შეუფარდა. ჯავახიშვილს სხეულის დაზიანებები აქვს მიღებული და მკურნალობას სახლში გადის.
სასამართლო მერაბ ქათამაძის საქმეს არ იხილავს
24 ივნისი, 2011
რესპუბლიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილ კანდიდატს მერაბ ქათამაძეს პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვასა და ტარებაში ადანაშაულებს. ქათამაძეს მეორე წელია გირაო აქვს შეფარდებული. ერთი წელია საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაგზავნილი, თუმცა მისი განხილვა ამ დრომდე არ დაუწყიათ.
ზვიად ხარებავას სტრასბურგის იმედი დარჩა
23 ივნისი, 2011
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულ ზვიად ხარებავას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზვიად ხარებავას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
რატომ თქვა უარი 2532-მა ოჯახმა დახმარების მიღებაზე
23 ივნისი, 2011
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წელს კახეთში 1904-მა ოჯახმა სოციალური დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა. 2011 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში საარსებო შემწეობის მიღებაზე უარი 628 ოჯახმა თქვა. სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრი ამ ოჯახების სიას ასაიდუმლოებს.
გადასაყენებელი მინისტრების ხუთეული - humanrights.ge-ს ვერსიით
23 ივნისი, 2011
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ გაზეთის humanrights.ge-ს გამოკითხვის მიხედვით, 5 ყველაზე არაპოპულარული მინისტრი გამოვლინდა. საბოლოო შედეგების მიხედვით, ესენი არიან: ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ბაჩო ახალაია, ხათუნა კალმახელიძე და ბაკურ კვეზერელი.
ნაცემ პატიმარს სიმსივნე განუვითარდა
22 ივნისი, 2011
პატიმარი, რომელიც ციხის ზედამხედველებმა სცემეს, დღეს სიკვდილს ებრძვის. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი აღნიშნავს, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა - უჭირს გადაადგილება, აწუხებს ტკივილები, ხშირად კარგავს გონებას და აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.
მშენებლობა მთავართა სანათლოზე - დავის საგანი
20 ივნისი, 2011
მთავართა სანათლოზე მშენებლობა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, აქ გასართობი ცენტრი შენდება. თუმცა მესაკუთრე ამ ფაქტს უარყოფს და ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ კერძო სახლს აშენებს.
სახალხო დამცველის შეფასებით, 26 მაისს ჟურნალისტების მიმართ სამართალდამცავების მოპყრობა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა
20 ივნისი, 2011
სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 14 ივნისს პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დროს, განაცხადა, რომ 26 მაისს ჟურნალისტების მიმართ სამართალდამცავების მოპყრობა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, ამიტომ პროკურატურამ ეს ფაქტები უნდა გამოიძიოს.
სკოლა - ციხე
16 ივნისი, 2011
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოპორტალმა - hridc.tv-მ სკოლის ზოგადი მდგომარეობის გაცნობა გადაწყვიტა. გვინდოდა, გაგვერკვია, სკოლებში როგორი სანიტარული მდგომარეობაა, როგორია სასწავლო პირობები და არის თუ არა ზოგადად, ისეთი წესრიგი, როგორიც ნორმალურ სასწავლო პროცესს უზრუნველყოფს.
„უკანონო შეიარაღებული ფორმირების“ განმარტება გაფართოვდა, სასჯელები გამკაცრდა
15 ივნისი, 2011
უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისთვის, ხელმძღვანელობისთვის და/ან მასში მონაწილეობისთვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ამ მიზნით ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში იგეგმება.
საპარლამენტო უმრავლესობამ შეკრებებისა და მანიფესტაციებისათვის ახალი აკრძალვები გამოიგონა
15 ივნისი, 2011
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში რამდენიმე ცვლილება შედის. ცვლილებებიდან ჩანს, რომ მათი ავტორები მაისის საპროტესტო აქციებმა ააღელვა, რის შემდეგაც სახელდახელოდ მოიფიქრეს შეზღუდვები მომიტინგეებისთვის და მანიფესტანტებისთვის.