სტატია
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2011-04-21
დომხალი ფოთის წყალკანალში
ფოთში წყლის პრობლემა ისევ მოუგვარებელია. 24-საათიანი წყალმომარაგების დაპირებისა ფოთელებს აღარც სჯერათ და პრეზიდენტ სააკაშვილის შეთხზული ზღაპარი ჰგონიათ. წყალი ისევ გრაფიკით ორ დღეში ერთხელ, მხოლოდ რამდენიმე საათით მოდის.
2011-04-20
ბავშვთა პირველი კლინიკური საავადმყოფო უქმდება
პიმენ ყურაშვილის ბავშვთა პირველი კლინიკური საავადმყოფო სარემონტო სამუშაოებისთვის გამზადდა. სამედიცინო ტექნიკისგან პირველი სართული უკვე გათავისუფლებულია, ჩამოღებულია კარებიც.
2011-04-20
რუსთაველების აზრით, ყვითელი წვიმა რუსთავის გიგანტი საწარმოების მიერ ჰაერის დაბინძურებას მოჰყვა
20 აპრილს თბილისსა და რუსთავში ტალახიანი წვიმა დილით, დაახლოებით ათის ნახევარზე დაიწყო. წვიმას მოყვითალო შეფერილობა ჰქონდა და ქოლგებზე, ტანსაცმელსა თუ მანქანებზე ტალახის წერტილოვან კვალს ტოვებდა.
2011-04-19
თვითმკვლელობის შემთხვევები გასამმაგდა
კახეთში თვითმკვლელობის ფაქტები გახშირდა. სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში რეგიონში სუიციდის 12 ფაქტია დაფიქსირებული. სიცოცხლე თვითმკვლელობით ძირითადად ახალგაზრდებმა დაასრულეს. ფსიქოლოგები თვითმკვლელობის ფაქტების მატებას მძიმე სოციალურ ფონს უკავშირებენ.
2011-04-19
მკვლელობა ძალადობის გამო
„მე და ჩემი სიმამრი ვსვამდით, რის შედეგადაც მოგვივიდა ჩვენ შელაპარაკება. შევიყვანე ოთახში, იქაც დავარტყი, ლოგინზე დაეცა და გაითიშა. შემდეგ ტაპორი ჩავარტყი თავში“, - ეს 27 წლის ზვიად სიბაშვილის აღიარებითი ჩვენებაა, რომელიც შსს-მ გაავრცელა. მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2011-04-19
რა ხდება მაშინ თუ სახელმწიფოს შენი ნაკვეთი მოეწონა?
ჯუმბერ ბერიძე პირწმინდად გადათხრილ ნაკვეთზე მიმანიშნებს, ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ აქ მისი ვენახი იყო გაშენებული. ახლა ამ ტერიტორიაზე, თბილისის ზღვის მახლობლად, წითელჩაფხუტიანი მუშები ფუსფუსებენ. ეს მიწა კანონით ჯერ კიდევ ბატონ ჯუმბერს ეკუთვნის, თუმცა, ამას ყურადღებას უკვე აღარავინ აქცევს.
2011-04-18
საკონსტიტუციო სასამართლომ მანიფესტაციების შესახებ კანონის ზოგიერთი ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მანიფესტაციების შესახებ კანონის რამდენიმე ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო. გაუქმდა ის ნორმები, რომლებიც კრძალავდა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას ზოგიერთი დაწესებულებისა და ადმინისტრაციული ორგანოს, მათ შორის სასამართლოს შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში.
2011-04-15
ანტისემიტიზმის კლასიკური მაგალითი
„მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ტელეკონკურსზე გაჟღერებული ანტისემიტური „ხუმრობის“ გამო ჟიურის წევრები და ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენლები საზოგადოებას ბოდიშს უხდიან.
2011-04-14
გიორგი თარგამაძე: „ევროსაბჭოს ანგარიშში საქართველოში მიმდინარე პროცესები მკაცრად არის გაკრიტიკებული“
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, ციხეებში არსებული მდგომარეობა, პატიმრების უფლებების დარღვევის ფაქტები, დევნილთა განსახლების პროცესი, პოლიციის მხრიდან დემონსტრაციებზე ძალის გადამეტება , მართლმსაჯულება და მედია ...
2011-04-14
ენერგოჰესების გასხვისება – საფრთხე თუ ახალი პოლიტიკის ნაწილი?!
2011 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჰესები „ხრამჰესი 1” და „ხრამჰესი 2“ რუსულ კომპანიას მფლობელობაში გადაეცა. გაფორმებული მემორანდურმის თანახმად, ენერგოსადგურების საფასურად ქართული მხარე 2011 წლის ნოემბრამდე 104 მლნ აშშ დოლარს მიიღებს, „ინტერ რაოს“ კი ჰესები საკუთრებაში 2025 წლამდე ექნება.
2011-04-14
მინისტრი და „კოზა ნოსტრა“ საზოგადოებას ბოდიშს უხდის
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ლადო ვარძელაშვილი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი „კოზა ნოსტრა“ ბოდიშს იხდიან 2 აპრილს „იმედის“ სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული ანტისემიტური ფრაზის გამო.
2011-04-14
„დანიშნული მოწმეები“ – ფილმი კიდევ ერთ პოლიტპატიმარზე
13 აპრილს კინოს სახლში ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარმოადგინა ახალი დოკუმენტური ფილმი - „დანიშნული მოწმეები“. ფილმში სასაზღვრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მამუკა შენგელიას დაპატიმრების ისტორიაა მოთხრობილი.
2011-04-13
პრეზიდენტმა პარლამენტში იცრუა - ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას თავის ყოველწლიურ მიმართვაში აღნიშნა, რომ „Financial Times“-მა საქართველო კორუფციასთან მებრძოლ ნომერ პირველ ქვეყანად გამოაცხადა.
2011-04-13
სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადება
2011 წლის 8 აპრილს, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ანტონ ქელბაქიანთან, სათაურით: „სასჯელაღსრულების სამინისტრო სახალხო დამცველის ანგარიშს პასუხობს.“
2011-04-12
„მაყურებელი“ მაჟორიტარები
პრეზიდენტი სააკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის მოქმედი სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია. სააკაშვილის თქმით, რაიონებს მაჟორიტარი დეპუტატები იმიტომ უნდა ჰყავდეთ, რომ ისინი ანგარიშვალდებულები არიან საკუთარი ამომრჩევლის და არა პარტიული ლიდერების წინაშე.
2011-04-12
ქართველმა ქალბატონმა მთელ სომხეთს ინტერნეტი გადაუჭრა
ხუთი საათის განმავლობაში მთელი ქვეყანა ინტერნეტის გარეშე დარჩა მას შემდეგ, რაც 75 წლის ქალბატონმა, რომელიც სპილენძის ძიებისას მიწას თხრიდა, კაბელი დააზიანა.
2011-04-12
საქართველოს ვალდებულებებს ევროსაბჭოშიც შეახსენებენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ევროსაბჭოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
2011-04-11
დაზარალებულის მეზობლები აცხადებენ, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკი ჩაუდო
ხელ-ფეხი შეუკრეს, პირი აუკრეს, სცემეს, ყური ჩამოახიეს. იმის გამო, რომ კ. მ.-მ თავდამსხმელების მოთხოვნა არ შეასრულა, ჰკითხეს _ მოვიძროთ ნიღაბიო? ესე იგი, „მოგკლავთო!“
2011-04-11
აშშ–ის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ
ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში 2010 წელს რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატების მიუხედავად, ძირითად პრობლემებს შორის რჩება პატიმართა ცუდი მოპყრობის, თვითნებური დაკავებების, კანონის შერჩევითი გამოყენების და ბიზნესზე ზეწოლის შემთხვევებზე არსებული ცნობები - ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 8 აპრილს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ.
2011-04-11
ადამიანები, რომლებსაც სძულთ - დავაპატიმროთ თუ გავკიცხოთ?!
ქართულ მედიაში ასახული სიძულვილის ენის პრობლემა საზოგადოებაში დამკვიდრებულ მავნე ტენდენციებს აირეკლავს. სამწუხაროდ, გარკვეული სოციალური ჯგუფები საქართველოში სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ჩაგვრას განიცდიან.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას