მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ვაჭრობის გადანაწილების სქემა გორში
17 იანვარი, 2011
ჯემალ წიკლაური 2004 წლამდე გორის აგრარული ბაზრის მფლობელი იყო. სახელმწიფომ მისი სავაჭრო ცენტრი მაშინ გადაიფორმა, როცა წიკლაური ციხეში 9 კგ ხორცის წონის დაკლებისთვის სასჯელს იხდიდა.
პრეზიდენტის საჩუქარი გონიოს მკვიდრებს უკანონოდ ჩამოართვეს
17 იანვარი, 2011
გონიოს თემის 272 კომლს საკუთრებაში არსებული მიწა ჩამოართვეს. მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლება იმ კანონს ასახელებს, რითაც კულტურული ძეგლის _ გონიოს ციხის სასაზღვრო ტერიტორიაზე განაშენიანება იზღუდება. თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნული კანონის დარღვევით, მხოლოდ ორი მიწის ნაკვეთია გაცემული.
გდი-ის კახეთის ბიუროს უფროსი: „ფეხებზე მკიდია მოქალაქეები რაზე ჩივიან“
14 იანვარი, 2011
გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს უფროსის ირაკლი დობორჯგინიძის განცხადებით, ის სახელმწიფო დავალებას ასრულებს და არ აინტერესებს მოქალაქეები უფლებადაცვით ორგანიზაციებში რაზე ჩივიან. „მე სახელმწიფო დავალებას ვასრულებ და ფეხებზე მკიდია მოქალაქეები რაზე ჩივიან“, - განაცხადა დობორჯგინიძემ.
ყოველი მეოთხე დაკავებული ნაცემია
14 იანვარი, 2011
კახეთის დროებითი დაკავების იზოლატორებში (დმი) მოთავსებულ პირებს ძალიან ხშირად აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები, - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშში. ომბუდსმენის თქმით, დაკავებულებს დაზიანებები ხშირ შემთხვევაში დმი-ში მოთავსებამდე აქვთ მიღებული.
ომის ვეტერანების საპროტესტო აქციის დაშლას ფართო კრიტიკა მოჰყვა
13 იანვარი, 2011
3 იანვარს, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების დაშლა და დაპატიმრება, რომლებიც თბილისში საჯარო პროტესტს გამოხატავდნენ იმ სოციალური შეღავათების გაუქმების გამო, რომლითაც ისინი მანამდე სარგებლობდნენ, ფართოდ გააკრტიკეს ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
სამაგალითო დასჯის მცდელობა
12 იანვარი, 2011
გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ზურაბ თაბაგარის საქმეზე გამოძიება დაამთავრა. პროკურატურამ თაბაგარს ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 139-ე (არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური კავშირის იძულება) და 332-ე (თანამდებობის ბოროტად გამოყენება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში წაუყენა.
ვახტანგ კომახიძის ახალი დოკუმენტური ფილმი აგვისტოს ომზე
12 იანვარი, 2011
უახლოეს პერიოდში საქართველოში ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ახალი ფილმის – "ესაც ჩვენი მოგებული ომი" – პრეზენტაცია გაიმართება. დოკუმენტური ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება.
კეთილმა მეფე მათიუშ პირველმა ამის შესახებ არაფერი იცის.
11 იანვარი, 2011
საქართველოში ვირტუალური აღმშენებლობა გრძელდება. უკვე დავასრულეთ მეორე დუბაი, პარიზი, ნიცა და ახლა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაზეც გადავედით. სულ მალე ტურისტები კავკასიის ქედიდან პირდაპირი ტრასით ბათუმში ჩასრიალდებიან. მცირე ხანში კი, პრეზიდენტის ძველი დაპირებისამებრ, ალბათ ავტობანსაც გავჭიმავთ სოხუმამდე და, შესაძლოა, სოჭამდეც.
რატომ სურს მსოფლიოს საიდუმლო პოლიციას, რომ თქვენ facebook-ზე დარეგისტრირდეთ?
11 იანვარი, 2011
ინტერნეტი მხოლოდ განმათავისუფლებელი ძალა არ არის. მისი საშუალებით ავტორიტარული რეჟიმები სხვაგვარად მოაზროვნეებს დევნიან და საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულირებას ახდენენ.
ყავის რესპუბლიკა
11 იანვარი, 2011
აფხაზეთი – პოსტ-კონფლიქტური ზონები არაბუნებრივად მშვიდი ადგილებია. მას შემდეგ რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საზღვარი დაიხურა, დასავლეთ საქართველოდან დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში მოხვედრა (შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე 3 250 კვ.მ ტერიტორია) მხოლოდ ფეხით შეიძლება.
ვახტანგ და უტა კომახიძეები „რეალ ტივის“ წინააღმდეგ
11 იანვარი, 2011
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რეალ ტივის“ წინააღმდეგ სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელის, ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის და მისი შვილის, უტა კომახიძის სარჩელი დასაშვებად სცნო და განხილვა დაიწყო. მოსარჩელე მხარის მოთხოვნით, საქმე დახურულ სასამართლო პროცესზე განიხილება.
2010 წელს კახეთში სამმა ბიზნესმენმა თავი მოიკლა
10 იანვარი, 2011
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს ღვინის კომპანია „შუმის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა, საბითუმო მაღაზია „დელფინის“ ერთ-ერთმა მფლობელმა პაატა პაპალაშვილმა და „ქინძმარაულის მარნის“ დირექტორის მოადგილემ არჩილ სესიაშვილმა. სამივე შემთხვევაში თვითმკვლელობის მიზეზად კომპანიებში საგადასახადო ინსპექციების შესვლა დასახელდა.
ახალი საგადასახადო კოდექსი - ახალი წესრიგი ბიზნესმენებისთვის
10 იანვარი, 2011
ახალ წელს მთავრობა ახალი საგადასახადო კოდექსით ხვდება. საგადასახადო კოდექსი ახალ საგადასახადო სისტემებთან ერთად ახალ ცნებებსაც შეიცავს. პირველად კოდექსში „მიკრო“ და „მცირე ბიზნესის“ ცნება შემოდის, დიფერენცირდება მათთვის გადასახადის გადახდაც. დაინიშნა საგადასახადო ომბუდსმენიც (ბიზნეს-ომბუდსმენი), რომელიც მეწარმეთა მასობრივ დაპატიმრებებსა და დაჯარიმებებზე ჯერჯერობით ხმას არ იღებს.
გაუგებარი სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში
10 იანვარი, 2011
საქალაქო ტრანსპორტის ოპტიმიზაციამ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი შექმნა. დღის ნებისმიერ მონაკვეთში მგზავრებით გადატვირთული მუნიციპალური ავტობუსები, გაჩერებებზე სასურველი ტრანსპორტის დიდი ხნით ლოდინი და გაძვირებული მგზავრობა დედაქალაქის დღევანდელი რეალობაა.
ნამდვილი ზეწოლა განათლებაზე
10 იანვარი, 2011
თბილისი, საქართველო – თუკი ზოგიერთი ამერიკელის მიერ საჯარო სკოლების მდგომარეობის გამო გამოხატული შეშფოთების ხარისხს გავითვალისწინებთ, შესაძლოა ვინმეს საქართველოს რესპუბლიკის მაგალითის გაზიარება და ქვეყნის პენიტენციალური სისტემის ყოფილი შეფისთვის ქვეყნის სკოლების ხელმძღვანელობის ჩაბარება მოუნდეს.
არასამთავრობოები შსს-ს და პროკურატურას ვეტერანთა აქციის დარბევის გამოძიების დაწყებას სთხოვენ
10 იანვარი, 2011
12 არასამთავრობო ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას 3 იანვარს, გმირთა მოედანზე დარბევასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
აშშ-ს ელჩმა გმირთა მოედანზე ვეტერანების დარბევის გამო შეშფოთება გამოთქვა
10 იანვარი, 2011
აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 3 იანვარს, გმირთა მოედანზე, პოლიციის მიერ ვეტერანთა დარბევის გამო შეშფოთება გამოთქვა . ელჩის შეფასებით, დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ეს განცხადება ბასმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში აღსაზრდელებისთვის საჩუქრების გადაცემის შემდეგ გააკეთა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
10 იანვარი, 2011
2011 წლის 3 იანვარს პოლიციამ კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით დაშალა ომის ვეტერანთა მიერ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქცია.