მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სააკაშვილმა თენგიზ გუნავა შეიწყალა
31 ივლისი, 2013
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 ივლისს სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა შეიწყალა, რომელიც მითვისების ბრალდებით გაასამართლეს და ოთხწლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
მოიალაღეები მტაცებელი ცხოველების წინააღმდეგ დახმარებას ითხოვენ
31 ივლისი, 2013
ხულოს რაიონში მოიალაღეებს მტაცებელი ცხოველები პირუტყვს უნადგურებენ. მგლების თავდასხმის შიშით საძოვრებზე საქონელი მკაცრი მეთვალყურეობით გაჰყავთ. მტაცებლების შესაშინებლად თითოეულ იალაღზე ერთი მონადირეა მიმაგრებული, რომელიც იარაღის გასროლით აფრთხობს მხეცს. თუმცა ადგილობრივების განცხადებით, მხოლოდ საკუთარი ძალებით მტაცებლებთან გამკლავება ვერ ხერხდება. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას თხოვს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა „გურიის მოამბეს“ სასამართლოში უჩივლა
31 ივლისი, 2013
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ჯინჭარაძემ, რეგიონულ გაზეთ „გურიის მოამბეს“ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში უჩივლა და მისგან 5-ათასლარიანი კომპენსაცია მოითხოვა მორალური ზიანისთვის, რომელიც ჯინჭარაძის განცხადებით, გაზეთში გამოქვეყნებული ცილისმწამებლური წერილების გამო მიიღო.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები მოშიმშილე პატიმრებს შეხვდნენ
30 ივლისი, 2013
26 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა რუსთავის #17 დაწესებულების პატიმრები მოინახულეს. იურისტები ასევე, შეხვდნენ მოშიმშილე პატიმრებს გიორგი ხურციძეს და ლევან კუტალაძეს, რომლებსაც პირი მავთულით აქვთ ამოკერილი. მათი ინფორმაციით, #17 დაწესებულებაში ორმოცდაათი პატიმარი შიმშილობს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ აჭარის ბიუჯეტში ცვლილებები კანონდარღვევით შედის
30 ივლისი, 2013
25 ივლისს აჭარის უმაღლესმა საბჭომ დააამტკიცა ცვლილებები 2013 წლის ბიუჯეტში, რის მიხედვითაც, დაფინანსება გაეზარდა გოდერძის კურორტს, აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტს, გარემოს სამმართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს.
ბაჩანა ახალაიასთვის განაჩენის გამოტანა გადაიდო
30 ივლისი, 2013
ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, ბაჩანა ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულდა. დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოადგინა, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა, თუმცა მოგვიანებით, მოსამართლის თანაშემწემ მხარეებს განუცხადა, რომ სასამართლო პროცესი გადაიდო, განაჩენის გამოცხადების თარიღი კი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ბაჩანა ახალაიას სასამართლო სხდომიდან კიდევ ერთი ბრალდებული გაათავისუფლეს
26 ივლისი, 2013
შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩანა ახალაიასთან და კიდევ 6 ადამიანთან ერთად ბრალდებულ დავით ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიება - წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლდა.
ახალი დეტალები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის შესახებ
26 ივლისი, 2013
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ექსპერტებზე ზეწოლის ბრალდებით დაკავებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს 9 მაღალჩინოსანიდან გამოძიებამ 4 გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შპს „მექანიზატორის“ დირექტორის მოადგილემ, მამუკა ივანიაძემ გათავისუფლების შემდეგ, 11 ივლისს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მას პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა : „ტრაქტორების საქმე“ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს
26 ივლისი, 2013
2013 წლის 1 მაისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემდებარე უწყებების თანამშრომლების დაკავება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ჩვენი დაკვირვებით, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება სათანადოდ არ იყო დასაბუთებული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქმეში ჩართული ერთ-ერთი მოწმე სამართალდამცველების მხრიდან იმ დროს მოქმედი სოფლის მეურნეობის მინისტრის წინააღმდეგ ჩვენების მიღების მიზნით განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
ახალაიას სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარებმა დასკვნითი სიტყვა წარმოადგინეს
26 ივლისი, 2013
თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოადგინეს. სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების დასჯის, ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ვაზიანის ბრიგადაში ჯარისკაცის ცემის ეპიზოდების შესახებ სასამართლო განაჩენი, სავარაუდოდ, 27 ივლისს გამოცხადდება.
თომას ჰამარბერგი ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვას ურჩევს
25 ივლისი, 2013
საქართველოში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თომას ჰამარბერგი ხელისუფლებას ფარული ჩანაწერების კონფიდენციალურობის დაცვასაც ურჩევს.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცე-ჰეპატიტის მკურნალობა იწყება
25 ივლისი, 2013
2013 წლის შემოდგომაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცე ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა იწყება. პროგრამის შემუშავებაში სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, სამოქალაქო სექტორიც იყო ჩართული.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები
24 ივლისი, 2013
პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი იმ ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომლის მიღებაც რიგგარეშე სესიის ფარგლებში დაჩქარებული წესით ივლისში იგეგმება.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მოსაზრებები 2013 წლის ივნისში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით
24 ივლისი, 2013
2013 წლიდან საქართველო იცვლის მმართველობის მოდელს და გადადის საპარლამენტი მმართველობაზე, რაც უპირველესად გულისხმობს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის სათანადოდ ასახვას კონსტიტუციაში პარლამენტის როლის გაზრდითა და გაძლიერებით. საპარლამენტო მმართველობა ითვალისწინებს ბალანსს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და მთავრობის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის მიმართ.
სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები თავშესაფრის გარეშე რჩებიან
22 ივლისი, 2013
დათო თბილისის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში ცხოვრობს. მას რამდენიმე თვეში 18 წელი უსრულდება და კანონის მიხედვით, ბავშვთა სახლის დატოვება მოუწევს, თუმცა წასასვლელი არსად აქვს. 18 წელი ის ზღვარია, რომლის შემდეგაც მზრუნველობას მოკლებულმა მოზარდმა, რომელიც ბავშვთა სახლში აღიზარდა, დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა დაიწყოს და თავშესაფარი დატოვოს. თუმცა პრობლემაა ბავშვთა სახლებიდან გამოსული მოზარდების რესოციალიზაცია, განათლებაზე არასათანადო ხელმისაწვდომობა და დასაქმება.
პრემიერმინისტრმა მთავრობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად განკარგულება გამოსცა
22 ივლისი, 2013
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ განკარგულება გამოსცა.
ციხის ბუნტის ეპიზოდზე ბაჩანა ახალაიას საქმის არსებითი განხილვა იწყება
19 ივლისი, 2013
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას საქმის არსებითი განხილვის თარიღი ჩაინიშნა. აღნიშნული საქმე 2006 წლის 27 მარტს მომხდარი ციხის ბუნტის ეპიზოდს ეხება. მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიას ორთაჭალის №5 საპყრობილეში მომხდარი ბუნტის დროს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ბუნტის მომენტში ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
თბილისის მერის გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
19 ივლისი, 2013
თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე, არსებითი განხილვა გაიმართა.
სამხედრო ჰოსპიტალიდან „სანიმუშო მუშაკები“ გაათავისუფლეს
18 ივლისი, 2013
გორში მცხოვრები დები - ია და ლიკა ყოლბაიები გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ერთდროულად გაათავისუფლეს. მათ დასახმარებლად ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისს მიმართეს. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ყოლბაიებმა, 2013 წლის მარტსა და მაისში, პრემიები სანიმუშო მუშაობისთვის და წარჩინების მოტივით აიღეს. ხოლო ივნისში - ხელმძღვანელმა ირაკლი კურცხალიამ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.
ბიძინა ივანიშვილი: „დაგვიტოვეთ ფაქტები და თქვენ ნახავთ რეაქციას“
18 ივლისი, 2013
უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში შიდა ქართლის სამხარეო, კრიმინალური პოლიციის და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (სუს-ის) განყოფილებების თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების ცემის და დაშინების ფაქტები გახშირდა. რამდენიმე შემთხვევის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის წარმომადგენლებმა მასალები შეაგროვეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს წარუდგინეს. „დაგვიტოვეთ ფაქტები და თქვენ ნახავთ რეაქციას“, - გვითხრა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.