მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს 8 რეგიონში დააკვირდებიან
26 ოქტომბერი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს 8 რეგიონში დააკვირდება. ეს რეგიონებია: კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, გურია, მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო. ორგანიზაციის 75 დამკვირვებელი 27 ოქტომბერს, საერთო ჯამში, 29 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და სოფლებში გადანაწილდება.
საიამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა
26 ოქტომბერი, 2013
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა. ანგარიში მოიცავს 2013 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. სამთვიანი პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში: კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, აჭარასა და ოზურგეთში საიას მონიტორების დახმარებით ახორციელებდა.
ბრძოლა საარჩევნო პლაკატებით
26 ოქტომბერი, 2013
„ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა კახა ასკურავამ Humanrights.ge–ს ქალაქის ცენტრში „პლაკატების ომის“ შესახებ აცნობა. მისი თქმით, ,,აჯანყებული გურულის“ ძეგლსა და პოლიციის შენობის ახლომდებარე შენობის ვიტრინებზე გაკრულ დავით ბაქრაძის პლაკატებს „ქართული ოცნების“ პლაკატები გადააკრეს.
ახალგორთან დე ფაქტო საზღვარი, არჩევნების გამო, 3 დღით იკეტება
25 ოქტომბერი, 2013
„ჩვენთვის არც ერთი მთავრობა არაფერს აკეთებდა და... რა ვიცი მე, ხმა ვის უნდა მივცე?! მართლა არ ვიცი! ალბათ, ისევ მარგველაშვილს მივცემ. ბოლოს და ბოლოს, წარსულში არაფერი აქვს ხინჯი“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ახალგორის ერთ-ერთი მკვიდრი. მას 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე ახალგორი არ დაუტოვებია. მის მსგავსად, humanrights.ge-ს მიერ გამოკითხული ის ახალგორელები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ქსნის ხეობაში, პრეზიდენტობის კანდიდატთაგან მარგველაშვილს გულშემატკივრობენ.
,,მაინც ჯობია სიახლეს დაუჭიროთ მხარი“- არქიმანდრიტი მარგველაშვილის შტაბის წინასაარჩევნო შეხვედრაზე
25 ოქტომბერი, 2013
23 ოქტომბერს რუსთავში მარგველაშვილის შტაბმა სპორტსმენებთან შეხვედრა გამართა. შტაბის ხელმძღვანელმა ამირან ბიწაძემ წარმოადგინა ახალი მთავრობის ხედვები სპორტის სფეროში. თავის მხრივ, შეხვედრაზე მყოფმა სპორტსმენებმა უთხრეს მას, რომ ისინი ,,უღალატო ხალხია” და მხარს იმას დაუჭერენ ,,ვისაც საჭიროა“. შეხვედრის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში შეკრებილებს არქიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე შეურთდა.
საარჩევნო უბანზე მედიის მუშაობასთან დაკავშირებული რეგულაცია გამარტივდა
25 ოქტომბერი, 2013
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედის წარმომადგენელებისთვის დაწესებული მკაცრი რეგულაციის დადგენილება გაამარტივა. ცვლილებების მიხედვით ერთი და იგივე მედიასაშუალების წარმომადგენლებს შეუძლიათ საარჩევნო უბნებზე რამდენჯერმე შევიდნენ და ათი წუთის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდნენ და გადაიღონ კადრები, ხოლო ათი წუთის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის მიერ მითითებული ადგილიდან მოახდინონ ფოტო და ვიდეო გადაღება.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნოდ კადრები გადაამზადეს
24 ოქტომბერი, 2013
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს ძირითადად ოთხი მათგანი განახორციელებს: "ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და ადამიანის უფლებათა ცენტრი.
მარგველაშვილის შემაჯამებელი შეხვედრა შიდა ქართლის მოსახლეობასთან
24 ოქტომბერი, 2013
18 ოქტომბერს ,,ქართული ოცნების’’ საპრეზიდენტო კანდიდატი – გიორგი მარგველაშვილი გორში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. როგორც მან განაცხადა, 27 ოქტომბერს თუ ქართველი ხალხი მის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, გაიმარჯვებს მთელი საქართველო და არა უშუალოდ ცალკე აღებული საპრეზიდენტო კანდიდატი.
ნინო ბურჯანაძე „პირველი არხზე“ წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
24 ოქტომბერი, 2013
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში გადაცემა „საპრეზიდენტო დებატებში“ მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პოლიტიკურმა მოძრაობამ განცხადება 17 ოქტომბერს გაავრცელა. მან განცხადებით საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მიმართა.
„პალიტრა TV“-მ ეთიკური პრინციპები დარღვია - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
22 ოქტომბერი, 2013
„პალიტრა TV“-ის ჟურნალისტს, მაკა ქობალიას ციური ბაკარაძის (კვარაცხელიას) წარმომადგენელმა, შორენა კალანდიამ უნებართვოდ გადაღებული ვიდეოს გამო ჟურნალისტიური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. მაკა ქობალიამ „პალიტრა TV“-თვის ვიდეო-სიუჟეტი დაამზადა, სადაც ასახული იყო, როგორ უვლიდა დედა 18 წლის წინ გარდაცვლილ შვილს.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცეს
22 ოქტომბერი, 2013
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შესარჩევ კონკურსში ფრაქცია „ქართული ოცნების“, "ქართული ოცნება აჭარისა" და "ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების" მიერ წარდგენილი კანდიდატები - ზაზა ხალვაში, გიორგი ირემაძე და რუსუდან იმედაშვილი17 ოქტომბერს დაამტკიცა.
ნაციონალური მოძრაობა გამგეობებში შტატების ხელოვნურად ზრდაზე საუბრობს
22 ოქტომბერი, 2013
„ნაციონალებს აყვედრიდნენ, გაბერილი შტატები გქონდათო. აბა, გადახედეთ რა ხდება გამგეობებში, რამდენი ადამიანია დასაქმებული წინასაარჩევნოდ“, – აცხადებს Humanrights.ge–სთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა.
პოლიტიკური პარტიების შემოწირულობები
22 ოქტომბერი, 2013
კოალიცია ქართული ოცნება წელს ფულადი შემოწირულობების უმსხვილესი მიმღებია, რომელსაც მოყვება ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო, რომელმაც ექვსჯერ მეტი დაფინანსება მიიღო დონორებისგან, ვიდრე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.
ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი ბრალდებულის გარეშე განახლდა
22 ოქტომბერი, 2013
„თუკი 4000-მდე მოწმემ, რომელთა დაკითხვა დღეს დაიწყო, „შპარგალკით“ უნდა ისარგებლოს, რა აზრი აქვს მათთვის კითხვების დასმას და საერთოდ, სასამართლო პროცესებს? პირდაპირ ჩამსვით ციხეში და დამთავრდეს ეს ამბავი“, - ეს განცხადება კახეთის გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 21 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გააკეთა.
ცესკო: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 537 719–ს შეადგენს
22 ოქტომბერი, 2013
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 537 719-ს შეადგენს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
მედია აგრძელებს არჩევნების დაბალანსებულად გაშუქებას - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეორე შუალედური ანგარიში
22 ოქტომბერი, 2013
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს, 21 ოქტომბერს მედიასაშუალების მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის (16 სექტემბერი – 10 ოქტომბერი) შედეგები გამოქვეყნა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მედია აგრძელებს არჩევნების ზოგადად დაბალანსებულად გაშუქებას. მედიის უმეტესი ნაწილი უფრო ნაკლებ დროს უთმობს მთავრობას, ნაწილმა კი გაზარდა პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გაშუქებისთვის დათმობილი დრო. ტელევიზიებმა ძირითადი დრო „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაშუქებას დაუთმეს.
გარდაბანში საარჩევნო პლაკატებს ებრძვიან
22 ოქტომბერი, 2013
ქალაქ გარდაბნის ცენტრში რთულია ისეთი საარჩევნო პოსტერის ნახვა, რომელზეც გამოსახულ საპრეზიდენტო კანდიდატს სახე და საარჩევნო ნომერი სრულად აქვს შენარჩუნებული. ჩამოხეულია, როგორც ,,ქართული ოცნების“, ასევე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოსტერები.
უსტატუსო ახალგორელები
21 ოქტომბერი, 2013
ახალგორელების დაახლოებით 20% დევნილის სტატუსის გარეშე რჩება. მათგან ზოგიერთი პრინციპულად არ იღებს სტატუსს, ზოგს კი გარკვეული მიზეზების გამო, არ აძლევენ. დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია კი 19 სექტემბერს დაიწყო და 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას განაჩენი ერთ კვირაში გამოცხადდება
21 ოქტომბერი, 2013
2006 წელს მომხდარი ციხის ბუნტის საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ბრალდებულების - ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას, რევაზ ჭარბაძისა და დავით ჭაკუას განაჩენი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანია ბათუმში სამი პირის დაკავებით დასრულდა
18 ოქტომბერი, 2013
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისის მიმდებარედ დამონტაჟებული სცენიდან პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ბათუმელ ამომრჩეველს მიმართა. მანამდე კი, შეხვედრის ადგილზე სამართალდამცავებმა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული სამი პირი დააკავეს. მერაბ გორგაძე, ჯემალ დუაძე და ჯიმშერ კურცხალიძე იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი ბაქრაძესთან ახლოს მისვლას და კითხვის დასმას აპირებდნენ.