სტატია
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2014-01-14
თელავის გამგეობის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს პატიმრობა შეეფარდა
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი მაჭავარიანი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. სასამართლომ იმსჯელა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე და პატიმრობა შეუფარდა.
2014-01-10
საშობაო ეპისტოლეს გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება
8 იანვარს საპატრიარქოს წინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პატრიარქის მიერ საშობაო ეპისტოლეში გამოთქმული მოსაზრებების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.
2014-01-09
საპატრიარქოს ეგიდით ჩატარებული ღონისძება სკანდალის მიზეზი გახდა
საპატრიარქოს ეგიდით სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ფოლკლორის ფესტივალი „ლანჩხუთელების ღიღინი“ გაიმართა, რომელიც ლანჩხუთში სკანდალის მიზეზი გახდა.
2014-01-09
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ეტლების უხარისხობას უჩივიან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ეტლების ხარისხით უკმაყოფილონი არიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ტენდერში იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც ეტლების მიწოდებისათვის ნაკლები თანხა მოითხოვა.
2014-01-09
დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია დასრულდა
დევნილთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან - 27 დეკემბრამდე დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობდა. ხელახალი რეგისტრაცია განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 12 სარეგისტრაციო კომისიის მიერ საქართველოს ყველა რეგიონში გრაფიკის მიხედვით ჩატარდა.
2014-01-08
აჭარის მაჟორიტარების ბიუროები საჭიროებების კვლევას არ ატარებენ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობის შედეგების ანგარიში გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციას, აჭარის 6 მაჟორიტარული ბიუროდან ორმა - ქედისა და შუახევის ბიუროებმა კვლევასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია არ მისცა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ბიუროების უმრავლესობა საჭიროებების კვლევას საერთოდ არ ატარებს.
2014-01-08
საახალწლოდ კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში პრემიების სახით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გაიცემა
კახეთის 5 მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის საჯარო მოხელეებზე, წინასაახალწლოდ, პრემიის სახით 566 740 ლარი გაიცემა. საკრებულოების ინფორმაციით, ყველზე მეტდ - 180 000 ლარის ოდენობის პრემიას გურჯაანის თვითმმართველობის თანამშრომლები მიიღებენ. 134 330 ლარი გაიცემა საგარეჯოს, 89 410 ლარი დედოფლისწყაროს, 63 000 ლარი თელავის, 100 000 ლარზე მეტი კი, ახმეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებზე.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას