მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
მსჯავრდებულმა ნანა ფარჩუკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა
19 აგვისტო, 2015
17 და 18 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის, ნესტან ვერულაშვილის ორი წერილი მიიღო. დაწესებულების დირექტორი ორგანიზაციას აწვდის ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულმა ნანა ფარჩუკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის მუშაობას აფასებს
14 აგვისტო, 2015
14 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. უფლებადამცველები პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობას უარყოფითად აფასებენ.
ბავშვის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში
13 აგვისტო, 2015
არასრულწლოვანზე ძალადობა, განათლების უფლების დარღვევა, სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო პირობები, სკოლამდელი აღზრდა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა - ეს ის პრობლემებია, რომლებიც სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის ბოლო მონიტორინგის შედეგებმა ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის დროს გამოავლინა.
რუსთავი 2–ის ქონება დაყადაღებულია
10 აგვისტო, 2015
თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ–ერთმა ყოფილმა მფლობელმა მიმართა სარჩელით საკუთარი წილის დასაბრუნებლად, ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სავარაუდო ცემის ფაქტი და ბრალდებები სამართალდამცავთა წინააღმდეგ
8 აგვისტო, 2015
6 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ პოლიციელთა მიერ ვლადიმერ ბარათაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე უფლებადამცველებმა ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
ცხოვრება სტიქიით დანგრეულ სახლში
8 აგვისტო, 2015
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 38 წლის გიორგი იასეშვილი ორ მცირეწლოვან ბავშვთან და მეუღლესთან ერთად ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს. შენობა 2012 წელს სტიქიის დროს დაზიანდა, ქარიშხალმა და სეტყვამ სახურავი ჩაამტვრია.
რასულ ჯაფაროვს სააპელაციო სასამართლომ 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
7 აგვისტო, 2015
უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორიის პრესრელიზი პარიზი-ჟენევა, 2015 წლის 31 ივლისი. დღეს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ რასულ ჯაფაროვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჯაფაროვი უკანონოდაა დაკავებული 2014 წლის 2 აგვისტოდან, რაც ეფუძნება უსაფუძვლო ბრალდებას და მისთვის უფლებადაცვითი ქმედებების განხორციელების ხელის შეშლის სურვილს. ეს განცხადება უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორიამ გაავრცელა.
შეწყალების მექანიზმი საქართველოში - პრობლემები და გამოწვევები
4 აგვისტო, 2015
30 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მრგვალი მაგიდა გამართა, თემაზე: „შეწყალების მექანიზმი საქართველოში - პრობლემები, გამოწვევები“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე - შეწყალების კომისიის ამჟამინდელმა და ყოფილმა თავმჯდომარეებმა ზვიად ქორიძემ და ელენე თევდორაძემ. დისკუსიისას რამდენიმე საკითხზე გამახვილდა ყურადღება.
ეკომიგრანტი ოჯახები სამართლებრივი დაცვის გარეშე
1 აგვისტო, 2015
საქართველოში, ლტოლვილთა სამინისტროს ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული 35 ათასი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა სოციალურ, ეკონომიკურ ან საცხოვრებელი ფართებით დახმარებას საჭიროებს.
პოლიციელთა სავარაუდო გადაცდომის მორიგი ფაქტი
31 ივლისი, 2015
29 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ხელისუფლებას დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდეს.
ვინ უნდა გამოიძიოს პოლიციელთა შესაძლო დანაშაული
30 ივლისი, 2015
პოლიციის განყოფილებებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების სათანადო გამოძიებისკენ მოუწოდებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ადვოკატთა ასოციაცია ხელისუფლებას. ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოქალაქე მაია კეკელიას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის თაობაზე ისაუბრეს.
უბინაოდ დარჩენილი მოქალაქე
24 ივლისი, 2015
„1992 წელს სოხუმიდან თბილისში ჩამოვედით და დანაზოგით ავლაბარში, აბდუშელიშვილის ქუჩაზე 249 კვ.მ. ფართის ბინა 3 000 დოლარად ვიყიდეთ. 2004 წელს, საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობის გამო, ბინა უკანონონ, კომპენსაციის გარეშე გაგვისხვისეს“,- აცხადებს humanrights.ge -სთან საუბარში იზა გვაჯაიამ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს
24 ივლისი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ქალ პატიმართა მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ. უფლებადამცველთა თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ახლებური რედაქციის ჩამოყალიბება ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის გამიჯვნას გასაღებისაგან, რაც მისასალმებელია, მაგრამ მსგავსი ცვლილებები არ შეეხო სსკ–ის 262–ე მუხლს, რამაც ქალ მსჯავრდებულებში უსამართლობისა და პროტესტის განცდა გააჩინა.
მრგვალი მაგიდა - საქართველოში მცხოვრებ ბოშათა პრობლემები
24 ივლისი, 2015
20 ივლისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში საქართველოში მცხოვრებ ბოშათა პრობლემებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. უფლებადამცველებმა და ბოშათა თემის წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს.
მრგვალი მაგიდა რეპატრირებული მესხების ბინადრობის პრობლემებზე
24 ივლისი, 2015
13 ივლისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლებმა რეპატრირებული მესხების ბინადრობის პრობლემებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გამართეს. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი სამართლებრივ დახმარებას უწევს იუნუს არიფოვსა და დილარა არიფოვას, რომელთა ბინადრობის შესახებ უფლებადამცველთა მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებას ,,თავისუფალი დემოკრატები“ სასამართლოში გაასაჩივრებენ
23 ივლისი, 2015
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 ივლისის სხდომის დღის წესრგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენებაც იყო. თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან .,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, გიორგი ცხადიაშვილი 18 ხმით გადაირჩიეს. ცხადიაშვილის გადაყენებას საკრებულოს ცხრა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.
არასრულწლოვან პატიმართა შეწყალება და რესოციალიზაციის პროგრამები
20 ივლისი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებულების - რაფიკ არუთინიანისა და ლაშა შენგელიას შეწყალების თხოვნით მიმართა. არუთინიანიც და შენგელიაც მსჯავრის გამოცხადებისას არასრულწლოვნები იყვნენ.
ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლა დასრულდა
17 ივლისი, 2015
ადამიანის უფლებათა ცენტრის, საქართველოს სახალხო დამცველისა და უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის ერთობლივი პროექტი - ადამიანის უფლებათა საზაფხულო სკოლა - 10 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
სასამართლომ სუროგატი დედების მიერ გაჩენილ ტყუპებთან დაკავშირებით პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო
15 ივლისი, 2015
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, ბავშვთა საუკეთესო უფლებების დასაცავად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. მათივე განმარტებით, სუროგატი დედების მიერ სხვადასხვა დღეს გაჩენილი ტყუპების დაბადების თარიღად, სააქტო ჩანაწერში ერთი კალენდარული დღე დაფიქსირდება.
საოკუპაციო ხაზის ახალი მდებარეობა
14 ივლისი, 2015
10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. ,,საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე 300 მეტრით გადმოწიეს.