მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
პიროტექნიკით დაზარალებულები საახალწლო ასაფეთქებელი საშუალებების შემოტანის აკრძალვას ითხოვენ
29 იანვარი, 2016
გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის ტრავმატოლოგიურ განყფილებას 2016 წლის დადგომისთანავე 20-ზე მეტმა პაციენტმა მიაკითხა, მათ შორის უმრავლესობა ბავშვი იყო. ჯეოჰოსპიტალსის განყოფილების უფროსის, თამაზ სიმონიშილის განცხადებით, სტაციონარში პიროტექნიკით დაზარალებული 3 პაციენტი იყო, რომელთაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.
გორის საცურაო აუზის რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა
29 იანვარი, 2016
უკვე მეორე წელია, რაც ქალაქ გორის საცურაო აუზმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ამის მიზეზი ავარიული შენობა გახდა. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ადგილობრივი ხელისუფლების დაპირების თანახად, საცურაო აუზის რეაბილიტაცია 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დროისთვის შენობის რეაბილიტაციის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.
ქეთევან ციხელაშვილი: „როდესაც ადამიანებს გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავენ, ეს უკანონო ქმედებაა“
29 იანვარი, 2016
2015 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. “საზღვრის” უკანონო კვეთის ბრალდებით 341, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს 162 მოქალაქეა დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ავრცელებს.
5 თებერვალს გორის საკრებულოში სხდომა გაიმართება
27 იანვარი, 2016
25 იანვარს ქალაქ გორის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც 5 თებერვლის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი განიხილეს. სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის შეტანილია ქალაქ გორის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საკრებულოს სხდომაზე ორჯერ ჩავარდა. 5 თებერვალს, დღის წესრიგის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის, პაპუნა კობერიძის, მისი მოადგილის, ნინო ზურაბიშვილისა და საკრებულოს ოთხი კომისიის თავმდჯომარისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის ფარული კენჭისყრა ჩატარდება.
თელავის საკრებულომ ორი მაღალჩინოსნისთვის ავტომობილების შესაძენად 45 000 ლარი გამოყო
26 იანვარი, 2016
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩილ თხლაშაძისა და მისი მოადგილის, გია გიგიაშვილის ავტომობილების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 გამოიყო.
ევროპარლამენტმა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის შესახებ რეზოლუცია მიიღო
25 იანვარი, 2016
ევროპარლამენტმა 21 იანვარს მიიღო რეზოლუცია, სადაც მიესალმება საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის გზაზე და იმედოვნებს, რომ უვიზო რეჟიმი გადაუდებლად მიენიჭება მას, თუმცა ამავე დროს, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მედია პლურალიზმი, მართლმსაჯულების მეტი დამოუკიდებლობა და თავიდან აიცილოს პოლიტიკური პოლარიზაცია.
ცხინვალის იზოლატორში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება
22 იანვარი, 2016
20 იანვარს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართულ რიგით 62-ე შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა სიაში ე.წ. „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებები განიხილეს. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ბერაიას განცხადებით, ბოლო ერთ თვეში 11 დაკავებულიდან ყველა მათგანი გათავისუფლებულია, თუმცა ცხინვალის ციხეში საქართველოს ორი მოქალაქე რჩება, რომელთაც ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით ცხინვალის სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
მართლმადიდებელ ქალბატონს საყუნეთის მეჩეთის მოვლა-პატრონობა აუკრძალეს
20 იანვარი, 2016
„აქ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. ხალხი მოდის და შესაწირი მოჰყავს. ერთხელ ერთმა აწყურელმა კაცმა გიორგობის დღესასწაულზე აქ ცხვარი დაკლა. შემდეგ სიზმარში ხმა ჩაესმა - მე რა დაგიშავეო... მეორე დღეს მოვიდა და აქვე, მეჩეთსაც შემოატარა ცხვარი და დაკლა“, - ასეთ ისტორიებს ხშირად მოისმენთ სოფელ საყუნეთში, სადაც მეჩეთსა და მართლმადიდებლურტაძარს ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრი აშორებთ. დღეს ტაძარი მოქმედია, მეჩეთი კი - მიტოვებული. საყუნეთის მეჩეთს 2012 წელსკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. წარწერის მიხედვით, იგი1927 წელსაა აგებული.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ალეკო ელისაშვილის საქმის ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს
16 იანვარი, 2016
14 იანვარს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა შეწყალების კომისიის ყოფილი თავჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
ორჯერ ჩავრდნილ ბიუჯეტი და იმპიჩმენტი ქ. გორის საკრებულოში
12 იანვარი, 2016
ქალაქ გორის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, ქალაქის ინტერესზე წინ თანამდებობები დააყენეს. მათი თქმით ორჯერ ჩავარდნილი 2016 წლის ბიუჯეტი მესამედ 14 იანვრის სხდომაზე უნდა გამოსულიყო, თუმცა დაანონსებული სხდომა 5 თებერვლამდე გადაიდო, რასაც დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის მისი მოადგილის და კიდევ 4 კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნებს უკავშირებს.
ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის კუთვნილების საკითხი ისევ გადაუჭრელია
11 იანვარი, 2016
დღესდღეობით, საქართველოში ხუთი ისტორიული ტაძარია, რომელსაც კათოლიკური ეკლესია თავის საკუთრებად მიიჩნევს, მაგრამ ხუთივე ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაა. ესენია: ქუთაისის, გორის, ბათუმის, ივლიტასა (ახალციხის მუნიციპალიტეტი) და უდეს (ადიგენის მუნიციპალიტეტი) ეკლესიები