მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
დევნილების პროტესტი გორში
27 დეკემბერი, 2017
დევნილთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება, გორში, 8-10-სართულიან კორპუსებში, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინების გადაცემამ გამოიწვია. დევნილების ის კატეგორია, რომლებსაც ბინები არ შეხვდათ, 22 დეკემბერს გორის ადმინისტრაციულ შენობაში, პროტესტის ნიშნად, შეიკრიბნენ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შექმნილი კომისიის მუშაობა შეაფასეს და მას უსამართლო უწოდეს.
შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება
26 დეკემბერი, 2017
„დაინერგა სასჯელის ახალი სახე, შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით. შინაპატიმრობა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ინიშნება. მსჯავრდებულის გადაადგილების მონიტორინგი სპეციალური სამაჯურის საშუალებით ხორციელდება. ამ ეტაპზე შინაპატიმრობა მხოლოდ არასრულწლოვნებზე ვრცელდება. სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სასჯელის ახალი სახე, შინაპატიმრობა, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება“, - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სიახლის დანერგვის შესახებ მოსახლეობას ვიდეორგოლის საშუალებით აცნობა.
ახმეტაში პოლიციის მიერ ჩხრეკისას დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა
25 დეკემბერი, 2017
31 წლის თინათინ შენგელია თბილისში, ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებული სამართალდამცავები შევიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს.
ძალადობა სკოლებში - 'შემდეგი შეიძლება მე ვიყო'
25 დეკემბერი, 2017
ხორავას ქუჩის 4 ნომერს დღეს სისხლის კვალი აღარ ეტყობა, თუმცა 1 დეკემბერს განვითარებულმა მოვლენებმა კვალი ყველა ქუჩას, ყველა სკოლასა და მთლიანად ქალაქვს დაატყო. თემის აქტუალურობას ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ცხადყოფს. რა ხდება სკოლებში?! და როგორ დავძლიოთ ძალადობა არასრულწლოვნებში - ეს კითხვები, ფაქტია, პასუხებს საჭიროებს.
ოჯახში ძალადობის მძიმე შედეგები - ტრავმირებული ბავშვები
22 დეკემბერი, 2017
ოთხი შვილის დედა ყოფილმა ქმარმა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც გარდაცვლილის შვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ განუცხადა, მ.ვ.-მ სიკვდილამდე არაერთხელ მიმართა პოლიციას, მაგრამ სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია: „პოლიციას მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, მკვლელი დიდი ხანია, ციხეში იქნებოდა. თავადაც შევესწარი, როცა ფეხმძიმე დედაჩემს სცემდა. პოლიციას ყოველ ჯერზე ვრთავდით საქმეში, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია“.
ანტისაოკუპაციო მოძრაობა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წინააღმდეგ
22 დეკემბერი, 2017
,,ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" აცნობიერებს რა, რომ სოფელ ნიგოზაში მათი დისლოკაციის ადგილის გამო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შექმნილი პრობლემები ხელოვნურია, მოსახლეობასთან დაპირისპირების იმიტაციის ჩაშლის მიზნით, ნიგოზას ტოვებს და მაგისტრალთან, უშუალოდ უკანონო ბანერის სიახლოვეს გადადის"
2017 წლის შემაჯამებელი შეხვედრა ერგნეთში
22 დეკემბერი, 2017
19 დეკემბერს, ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, გამართულ 2017 წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით ბაშარულის გარდაცვალების საქმეზე ეფექტური გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
პანკისის პოლიციის განყოფილების უფროსად თეიმურაზ არაბული დაინიშნა
22 დეკემბერი, 2017
შს ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის ქვეგანყოფილების უფროსად თეიმურაზ არაბული დაინიშნა. თემურ არაბული დაიბადა 1961 წლის 14 სექტემბერს. 1996 წლიდან 2001 წლის ჩათვლით, პანკისის კრიზისის დროს, ახმეტის პოლიციის უფროსად მუშაობდა. ის კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის ახლო მეგობარია.
სირიაში პანკისელი გიორგი მარგოშვილი (ფეიზულა კუშტანაშვილი) დაიღუპა
22 დეკემბერი, 2017
სირიაში, საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი, 1978 წლის 7 დეკემბერს დაბადებული გიორგი მარგოშვილი (იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი) დაიღუპა. ოჯახის წევრებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს და სოფელ დუისში სამძიმარს იღებენ. გიორგი მარგოშვილს პანკისში მშობლები, ძმა და სამი შვილი დარჩა. მისი მეუღლეც სირიაშია.
HRC-სა და CIU-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
15 დეკემბერი, 2017
12 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, და ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხას კრიტიკა მოჰყვა
15 დეკემბერი, 2017
გორის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერის საკადრო ნუსხას გორში კრიტიკა მოჰყვა. კონსტანტინე თავზარაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვით მას სამ-სამი მრჩეველი, თანაშემწე და კონსულტანტი უნდა დაენიშნა. საშტატო ნუსხას საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორი აღნიშნული საშტატო ნუსხის დამტკიცებისთვის მერთან ერთად საკრებულოს უმრავლესობის წევრებსაც აკრიტიკებდა.
დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია
13 დეკემბერი, 2017
11 დეკემებერს, ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დედა-შვილი გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
68 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს
11 დეკემბერი, 2017
4 დეკებერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში 68 წლის ქალი, მის საცხოვრებელ სახლში, გარდაცვლილი მეზობლებმა ნახეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მეზობლების თქმით, მკვლელობის ფაქტი სამი დეკემბრის ღამის საათებში მოხდა. გარდაცვლილს კი ცივი იარაღით მიყენებული ჭირილობებები აღენიშნებოდა.
სუნთქვის მწვავე უკმარისობა თუ სამსახურეობრივი გულგრილობა
29 ნოემბერი, 2017
„ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა“, - 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს პროკურატურამ გამოაქვეყნა დასკვნა. პროკურატურა გარდაცვალების მიზეზად ჰაერის უკმარისობას ასახელებს. ამასთან, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.
ლიკვიდირებულის ფოტოდან ახლობლებმა ახმედ ჩატაევი ამოიცნეს
28 ნოემბერი, 2017
მედიით გავრცელებული ფოტოდან, რომელზეც თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას აფეთქების შედეგად შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის დანაწევრებული სხეულია ასახული, ახლობლებმა ახმედ ჩატაევი ამოიცნეს.
აზერბაიჯანელი აქტივისტების დევნა საქართველოში
28 ნოემბერი, 2017
„სიმართლე გითხრათ, ამ მომენტისთვის თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ. ჩვენ მიმართ ხორციელდება ზეწოლა და თვალთვალი“, - აცხადებს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და აქტივისტი დაშგინ აღალარლი. დაშგინ აღალარლი არ არის ერთადერთი აზერბაიჯანელი აქტივისტი, ვინც საქართველოში თავს დაცულად ვერ გრძნობს. ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში აზერბაიჯანელი აქტივისტების დევნა გაძლიერდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს საქართველოს ტერიტორიიდან. მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, იძულებული გახდა, შვილთან ერთად, საქართველო დაეტოვებინა.
ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები და სისტემის გარეთ დარჩენილი ბავშვები
27 ნოემბერი, 2017
თავშესაფრების გადატვირთულობა, არასაკმარისი ვადა, ბავშვთა ფსიქოლოგის არარსებობა თავშესაფრებში, მომავლის იმედის დაკარგვა, სოციალური დახმარების შეწყვეტა თავშესაფარში ყოფნისას, თავის დაღწევა ძალადობრივი გარემოსგან, თუმცა - დროებით - ეს პრობლემათა ჩამონათვალია, რომელთაც ძალადობის მსხვერპლი ქალები თავშესაფარში ყოფნისას აწყდებიან.
ომბუდსმენი - შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულებები კვლავ გამოუძიებელია
20 ნოემბერი, 2017
16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ტრადიცულად აღნიშნა. ღონისძიება ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.
ყვარლის სკოლებში მღვდლებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაყარეს
17 ნოემბერი, 2017
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს. შილდის N1 სკოლის მოსწავლეების თქმით, ისინი აქციის შემდეგ სკოლაში აღარ დაბრუნდნენ და გაკვეთილები გააცდინეს.
კახეთის საოლქო პროკურორმა ერთ წელში სახელფასო დანამატი 23-ჯერ მიიღო
6 ნოემბერი, 2017
კახეთის საოლქო პროკურორმა ვაჟა ფანოზიშვილმა 2016 წელს ხელფასთან ერთად დანამატი 23-ჯერ მიიღო, სულ ჯამში 101 240 ლარი, რაც პრემიერ-მინისტრის ხელფასზე თითქმის 2-ჯერ მეტია. საოლქო პროკურორის ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, უკლებლივ ყველა მინისტრისა და პარლამენტის წევრების ანაზღაურებასაც.