კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატია

აირჩიეთ წელი
აირჩიეთ თვე

რეინტეგრაცია, არასათანადო მოპყრობა, ჯანდაცვა - კიდევ რა გამოწვევების წინაშე დგას პენიტენციური სისტემა

2 ივნისი, 2017
რეინტეგრაცია, არასათანადო მოპყრობის ფაქტები, დაზიანებების დოკუმენტირება, სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა - კიდევ რა გამოწვევების წინაშე დგას პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში ვრცელი ადგილი უკავია პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას. სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საანგარიშო პერიოდში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის კუთხით არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, ქვეყნის მასშტაბით, 12 პენიტენციურ დაწესებულებაში 35 ვიზიტი განახორციელა. შესაბამისად, გამოიკვეთა სფეროში არსებული პრობლემები და დადებითი ტენდენციები.

კოალიცია იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის გაუმჭვირვალე პროცესს აპროტესტებს

30 მაისი, 2017

სიღნაღის პოლიციაში 37 წლის მამაკაცს ნეკნები ჩაუმტვრიეს

23 მაისი, 2017

პანკისის სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავის დანგრევას პოლიცია იძიებს

3 მაისი, 2017

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმური უწოდა

25 აპრილი, 2017
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის დელეგაციის წევრები 24 აპრილს სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა და დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელ კახა ქემოკლიძისგან მიიღეს. ესტონეთის დელეგაციის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზს იქეთ დარჩენილ 83 წლის დავით ვანიშვილსაც გაესაუბრნენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საოკუპაციო ხაზთან გააკეთა განცხადება და საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა, სვენ მიკსერი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებსაც გამოეხმაურა და არალეგიტიმური უწოდა.

'მეკუთვნის და ავიღე' – ნახევარ მილიონამდე ლარი სააღდგომო პრემიებში

22 აპრილი, 2017
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კახეთის გამგეობებსა და საკრებულოებში 440 582 ლარი პრემიებში დაიხარჯა. მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი თანხა, 88 ათასი ლარი გურჯაანში გაიცა. „მეკუთვნის და ავიღე“, – აცხადებს გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე. რა დამსახურებისთვის წაიხალისა თავი გურჯაანის გამგებელმა, ამ კითხვაზე მისგან პასუხი ვერ მივიღეთ. როგორც გამოვარკვიეთ, გივი გერგიძეს კორპორატიულ ნომერზე 599 75 04 14 კახეთის საინფორმაციო ცენტრის და მისი რეპორტიორების ტელეფონებიდან შემავალი ზარები დაბლოკილი აქვს. სხვა ნომრიდან დარეკვის შემდეგ კი განაცხადა, რომ „არ უნდა შევაწუხოთ“.