07:27, Friday, 07.08.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2020-07-30
ოპოზიცია წინასარჩევნო კამპანიას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ვერ ატარებს
ოპოზიციის წარმომადგენლებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლისა  და წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა არ ეძლევათ. აღნიშნული პრობლემის წინაშე უკვე დადგა  პოლიტიკური მოძრაობა ,,ლელო", როდესაც პარტიის წარმომადგენლებს სოფელ დიცში შესვლის უფლება არ მისცეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან დაგეგმილი წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაუშალეს.
2020-07-21
რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეთა უფლებების უხეში ხელყოფა კვლავ გრძელდება
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია ეხმიანება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო დაკავების და ბრალდების საქმეებს და აღნიშნულ ქმედებებს რუსეთის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მნიშვნელოვან დარღვევად აფასებს. 
2020-07-16
საპარლამენტო არჩევნები პანდემიის პირობებში
2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სწორედ ამ დროს ელოდებიან ეპიდემიოლოგები ახალი კორონავირუსის მეორე ტალღას. 2 ივლისს საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად დაზუსტდა ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა, ხოლო ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რა შეზღუდვები იქნება არჩევნების დღეს, ან რა წესების დაცვა იქნება აუცილებელი საარჩევნო უბნებზე, ამას საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია საჭიროებისამებრ განსაზღვრავს.
2020-07-01
გორში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დაარბიეს
26 ივნისს, პარტიის წევრებს “ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციის ოფისი დარბეული დახვდათ. ინციდენტის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებით, ჩამსხვრეულია ოფისის მინები, დაზიანებულია ინვენტარი და ტექნიკა.
2020-06-30
2021 წლიდან შესაძლოა, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აიკრძალოს
2020 წლის 27 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელის, გია ჟორჟოლიანის სახელით საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, 2021 წლიდან ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აიკრძალოს. 1 ივნისს საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულმა დეპარტამენტმა განიხილა პარლამენტის წევრ გია ჟორჟოლიანის კანონპროექტი და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი  განხილვის პროცედურის დაწყება.

2020-06-30
ჟურნალისტები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში თავისუფლად გადაადგილებას მოითხოვენ
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები მედიის წარმომადგენლებისთვის ისევ ჩაკეტილია. ჟურნალისტებს თავისუფლად გადაადგილებისა და გაშუქების უფლება უკვე რამდენიმე თვეა, რაც შეზღუდული აქვთ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გაკეთებულ ბლოკ-საგუშაგოებთან მდგარი სამართალდამცველები ჟურნალიტებს სოფლებში შესვლისა და გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. ,,თქვენი გადაადგილება შეთანხმებული უნდა იყოს შსს-თან" - ასე პასუხობენ სამართალდამცველები ჟურნალისტებს.
2020-06-25
სამოქალაქო აქტივიზმის გამო დაკარგული სამსახური
,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დარეკა მის მფარველთან, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძესთან და საქართველოს ფოსტის დირექტორს ჩემი  სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვეს",  - ამბობს ანი ბალიაშვილი 
2020-06-24
ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები და ხელისუფლების დუმილი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შედეგად, დამატებით 15 ჰექტრამდე ტერიტორიის  ოკუპაცია მოხდა.
2020-05-28
რა დატვირთვა ექნება წინასაარჩევნო პერიოდში გორის მერიის მიერ შეძენილ სარეკლამო მონიტორებს
გორის მერიას ქალაქის ცენტრსა და თეატრის სკვერში ორი სარეკლამო მონიტორის შეძენა-დამონატაჟება 148 320 ლარი დაუჯდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ერთ-ერთი მონიტორი მწყობრიდან გამოვიდა.
2020-05-27
მთავრობის დახმარების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები
ქალაქ გორში 29 წლის ჯაბა რომელაშვილმა თავის დაწვა სცადა, რადგან, როგორც თავად ამბობს, სხვა გამოსავალი ვერ მოძებნა. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ შემოსავლის გარეშე დარჩა და ახალა ისიც არ იცის, ისარგებლებს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან 6 თვის განმავლობაში დაწესებული დახმარებით.
2020-05-27
ტროლები და ბოტები ქართულ ინტერნეტსივრცეში და მათი გავლენა არჩევნებზე
ქართულ ინტერნეტსივრცეში ტროლები და ბოტები კორონავირუსივით სწრაფად ვრცელდება და არანაკლებ ზიანს აყენებს საზოგადოებასა და დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობას ქვეყანაში.
2020-05-23
საოკუპაციო რეჟიმის დაწესებულ შეზღუდვებს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
63 წლის ჯუმბერ მილაძე, ერთ-ერთია იმ გარდაცვლილებს შორის, რომელიც ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ემსხვერპლა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეების განმავლობაში დამძიმდა, თუმცა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ პაციენტის ნათესავებს მისი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოყვანის უფლება არ მისცა.
2020-05-14
როგორ ქრება ქედელის დასახლება ბოდბის მონასტრის გარშემო
27 აპრილს, დილით, ქედელის დასახლებაში, მამაპაპისეულ ნაკვეთში მისულს კაკლისა და ვაშლის მრავალწლიანი ხეები გაჩეხილი დახვდა. მუშებს, ბაღის ჩეხვას რომ განაგრძობდნენ, მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვა. ბოდბის მონასტრის მონაზონმა, რომელიც სამუშაოებს ზედამხედველობდა, პოლიცია გამოიძახა „მოაშორეთო ეს აქედან“. სამართალდამცავებმა თამაზ გორელიშვილი გააფრთხილეს, რომ თუ საპატრიარქოს კუთვნილ ტერიტორიას არ დატოვებდა, დააკავებდნენ. გორელიშვილების სამი თაობის მიერ გაშენებული ხეხილის ბაღი აღარ არსებობს.
2020-04-14
კორონავირუსის გავრცელების საფრთხე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში
კორონავირუსს განსაკუთრებით მოუმზადებელი ხვდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონები. აფხაზეთსა და ცხინვალში მდგომარეობას ართულებს ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობა და ასევე, საქართველოს სხვა რეგიონებთან გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, რაც ადგილობრივებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებს უქმნის.
2020-03-30
HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო მონიტორინგს
ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს საერთო სასამართლოებში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას. ცენტრის ინტერესის სფეროშია იმ საქმეების სასამართლო განხილვები, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება. მიმდინარე პროექტი - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი“, სასამართლო პროცესების გარდა, საპროტესტო აქციების მონიტორინგსაც მოიცავს. 
2020-03-27
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გადაადგილების პრობლემა შექმნა
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები ბოლო რამდენიმე თვეა, რაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩაიკეტა. ეს გადაწყვეტილება შსს-მ მას შემდეგ მიიღო, რაც საოკუპაციო ხაზთან რუსმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანას მიმდებარედ ე.წ. „საზღვრის“ გადმოწევა დაიწყეს. შსს-ს შეზღუდვები არამარტო ჩორჩანას, არამედ შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე თითქმის ყველა სოფელს შეეხო.
2020-03-25
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რეგიონებში მოუმზადებელი შეხვდნენ
21 მარტს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა საქართველოს პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა. მთავრობის მეთაური ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მიმდინარე მოვლენების შეფასების შედეგად, ქვეყანაში საგანგებო მდგომარების გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავდა.
2020-03-25
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონა ვირუსზე მითებს ავრცელებენ
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონის მიხედვით ვრცელდება, თუმცა არ ხდება აღსრულება.
2020-03-19
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი)
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ევროს გადახდა დააკისრა
2020-03-11
კასპის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობის დატოვებას ზეწოლას უკავშირებენ
​,,დღემდე ვდუმდი, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როგორ ბედავთ და კასპში გარედან გვიგზავნით გაუგებარი ცოდნისა და გამოცდილების მლიქვნელებს. რატომ ხარჯავთ კასპელების ბიუჯეტს ვიღაცებზე, რომლებიც  თბილისიდან და გორიდან დაბრძანდებიან კასპში..."
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

მორიგების მორიგი შეთავაზება
საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის
ვრცლად...
ძალადობის მსხვერპლი ქალები
ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC