მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
„ტრეფიკინგის მსხვერპლნი ვართ ჩვენივე ქვეყანაში“ - აცხადებენ ფოთის პორტის მუშა-მოსამსახურეები
14 ნოემბერი, 2012
ფოთის პორტის ათდღიანი გაფიცვა შეთანხმებით დასრულდა და სამუშაო ადგილს ყველა თანამშრომელი უკვე დაუბრუნდა. შეთანხმების მიღწევა მას შემდეგ მოხერხდა, რაც მოლაპარაკებებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ჩაერთო.
თბილისის მერიისა და მთავრობის შეუთანხმებლობამ რიგითი თბილისელები დააზარალა
13 ნოემბერი, 2012
თბილისის მერიისა და საქართველოს მთავრობის შეუთანხმებლობის გამო, თბილისის 600 000-მდე მოქალაქე სოციალური შეღავათებით ვეღარ სარგებლობს. სოციალური შეღავათების ხარჯების განკარგვა თბილისის მერიამ ცენტრალურ ბიუჯეტს გადააბარა. ამ უკანასკნელმა კი დაკისრებული ვალდებულება არაკანონიერად ცნო და მერიას მოუწოდა, თვითონვე უზრუნველყოს ის ვალდებულება, რაც მანამდე ჰქონდა დაკისრებული.
ქუთაისის უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარებას ითხოვენ
13 ნოემბერი, 2012
„უნივერსიტეტი აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და პოლიტიკური ცვლილებები მასზე, მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს. ჩვენი უნივერსიტეტის პოლიტიზირებაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით არავინ გათავისუფლებულა“, - ასე უპასუხა ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ რექტორ-მასწავლებელთა იმ ჯგუფს, რომლებიც მის გადარჩევას და უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნას ითხოვენ.
პროკურატურამ სასამართლოს გიორგი კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა
13 ნოემბერი, 2012
ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ პროკურატურამ ახალი ეპიზოდი გამოაქვეყნა და სასამართლოს კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.
IDFI-ს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას
13 ნოემბერი, 2012
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. ამის საფუძველი კი IDFI-ის მონაცემებით, 3 მილიონ 800 ათასი ლარის საგადასახადო დავალიანების გარდა, სხვა დავალიანებაცაა.
ბრიუსელში ივანიშვილს მოუწოდეს, თავი აარიდოს „შერჩევით სამართალს“
13 ნოემბერი, 2012
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ მოუწოდა საქართველოს ახალ მთავრობას თავიდან აიცილოს „შერჩევითი სამართლის სიტუაციები“, რომლებიც დაასუსტებს კანონის უზენაესობას და ზიანს მიაყენებს საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ.
ქვემო ქართლში „ნაციონალური საკრებულოების“ რღვევა დაიწყო
13 ნოემბერი, 2012
არჩევნების შემდეგ სხვადასხვა რეგიონების საკრებულობში ცვლილებები დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოები „ნაციონალური მოძრაობის“ სრული უპირატოსებით დაკომპლექტდა დღესდღეობით რაიონულ საკრებულოებში გადამწყვეტი ძალა კვლავ ყოფილ მმართველ გუნდს აქვს.
ლანჩხუთის გამგებლის კანდიდატურის წარსულის შესახებ კითხვები არსებობს
12 ნოემბერი, 2012
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე განცხადება გამგებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად აცანელმა დავით ჩხაიძემ შემოიტანა, რომელიც აღნიშნულ სოფელში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო. მიუხედავად ამისა, კოალიციის ადგილობრივ ორგანიზაციაში ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
ზესტაფონში გამგებელი ხმაურით დანიშნეს
9 ნოემბერი, 2012
2 ნოემბერს ზესტაფონის საკრებულოს სხდომაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი უნდა დანიშნულიყო. ზესტაფონის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომათა დარბაზი სხდომის დაწყებამდე დაიკავა. სხდომა დანიშნულ დროზე გვიან დაიწყო. მოქალაქეთა გვერდით იყო ზესტაფონის მაჟორიტარი კანდიდატი გოგი ქავთარაძე. ისინი გამგებლად კახა გეწაძის დანიშვნას აპროტესტებდნენ.
უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანი აცხადებს, რომ უდანაშაულოა
8 ნოემბერი, 2012
„ეი-ეს თელასის“ კომერციული ექსპერტის, კომპანიის ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანი დაკავებამდე და დაკავების შემდეგ სკანდალურ დეტალებზე საუბრობს.
პირობები ციხეში და 7 აივ ინფიცირებული პატიმარი
8 ნოემბერი, 2012
პირადი უსაფრთხოება, კვებითა და ჰიგიენით უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურება, პაემანი, სატელეფონო საუბარი და მიმოწერა ახლობლებთან - ეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პატიმართა უფლებების არასრული ჩამონათვალია, რომლის არარსებობის გამო ქუთაისის მე-2 საპყრობილეში პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს.
რა ხდებოდა აცანის საჯარო სკოლაში
7 ნოემბერი, 2012
რამდენიმე დღის წინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მიზეზი უფროსკლასელების მიერ გამოხატული პროტესტი იყო.
ექიმების გაფიცვა ფოთში - „SOS! გვიხსენით „ალდაგის“ კლანჭებისგან“
6 ნოემბერი, 2012
რამდენიმე დღეა, ფოთის საავადმყოფოს ექიმები გაფიცული არიან. ისინი „ჩვენი ოჯახის კლინიკისა“ და „ალდაგი ბისიაის“ მიერ საავადმყოფოში შექმნილ უმძიმეს სამუშაო პირობებსა და დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ. მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს მათ ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ. სამ ექიმს მოულოდნელად შეატყობინეს, რომ ისინი სამსახურიდან დაითხოვეს. ექიმები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, რასაც საავადმყოფოს ადმინისტრაცია უარყოფს.
ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი პატიმართა პროტესტს პროვოცირებულს უწოდებს
6 ნოემბერი, 2012
5 ნოემბერს სასჯელაღსრულების ქსნის #15-ე დაწესებულების დირექტორმა ნუკრი ხუხუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. „პატაკს ვწერ და თუ დამიკმაყოფილებენ, თანამდებობიდან მივდივარ“, - განაცხადა ნუკრი ხუხუამ.
მთავრობა პრეზიდენტის სასახლის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, თბილისის მერიის დაფინანსების შემცირებას გეგმავს
5 ნოემბერი, 2012
სახელმწიფო ხარჯების „ოპტიმიზაციის“ მიზნით ახალი მთავრობა გეგმავს, რომ შეამციროს სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯები, მათ შორის პრეზიდენტის სასახლის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და თბილისის მერიის დაფინანსება.
ღია წერილი საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს
5 ნოემბერი, 2012
სასჯელაღსრულების გლდანის მე–18 დაწესებულებაში უკვე ერთ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია ჩეჩნეთიდან ლტოლვილი, 32 წლის ახმედ ჩატაევი. მას მარჯვენა ხელი რუსმა სამხედროებმა 2000 წელს მაშინ მოაჭრეს, როცა ის დაჭრილი იყო და ურუს – მარტანის საავადმყოფოდან გაიტაცეს, სასტიკად აწამეს და დენზე შეართეს. მარცხენა ფეხი ჩატაევმა საქართველოში მას შემდეგ დაკარგა, რაც შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ის მოლაპარაკების მიზნით ლოპოტას ხეობაში ჩაიყვანეს, სადაც სნაიპერმა დაჭრა.
„მოგვშორდეს თვითმარქვია ვაიგამგებელი!“ - აცხადებენ სამტრედიელები
2 ნოემბერი, 2012
„მოგვშორდეს თვითმარქვია ვაიგამგებელი!“ - ამ მოთხოვნით 30-31 ოქტომბერს სამტრედიელებმა ავთანდილ სტურუას გამგებლად დანიშვნა გააპროტესტეს. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მერე სამტრედიის საკრებულომ პირველ სხდომაზე გამგებლად ავთო სტურუა დანიშნა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის პირველი სხდომა პოლიტპატიმრების თემას დაეთმო
2 ნოემბერი, 2012
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 1 ნოემბერს გამართული პირველი შეკრება პოლიტპატიმრების თემას მიუძღვნა. სხდომა, რომელსაც კომიტეტის წევრების გარდა, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და პოლიტპატიმართა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, საკმაოდ რთულ პირობებში წარიმართა.
გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
2 ნოემბერი, 2012
18 ოქტომბერს ორთაჭალის პირველ საპყრობილეში გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს ყოფილ პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძესა და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან სოსო მანჯავიძესთან ერთად შევხვდი და ერთი საათის განმავლობაში ვესაუბრე.
სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა შეხვედრა თბილისში
1 ნოემბერი, 2012
25-27 ოქტომბერს თბილიში სასტუმრო „ბომონდში“ უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის რეგიონული შეხვედრა ჩატარდა. კონფერენციის მთავარი თემა იყო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში უფლებადამცველებსა და ადვოკატებზე ზეწოლა. შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი სტრატეგიული კამპანია და მომზადდა რეკომენდაციები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობებისთვის უფლებადამცველთა საქმიანობასთან დაკავშირებით.