13:10, Thursday, 21.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რეპორტაჟი

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2007-12-26
7 ნოემბერს მხოლოდ რეზინის ტყვიებს ისროდნენ?
ვახტანგ ინასარიძე და ნიკა დიდიშვილი, უკვე 49 დღეა,  თბილისის № 1 საავადმყოფოში მკურნალობენ. ზუსტად ამდენი დღე გავიდა 7 ნოემბრიდან, როდესაც ისინი, ოფიციალური ვერსიით, რეზინის ტყვიამ, რეალურად კი დღემდე გაურკვეველმა იარაღმა თვეებით მიაჯაჭვა საწოლს. დარბევის შესახებ დღესაც ბევრს საუბრობენ, თუმცა, როგორც ჩანს, წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაში პოლიტიკოსებს დაავიწყდათ, რომ იმ მოვლენებს მსხვერპლიც მოჰყვა: ისინი, ვისთვისაც 7 ნოემბერი დღემდე არ დასრულებულა. ეს ადამიანები თავიანთი თვალით დანახულ 7 ნოემბერს იხსენებენ.

2007-11-30
არალი - ცალკე მდგომი სოფელი ადიგენში
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი არალი ახალციხიდან 17, ადიგენიდან კი 19 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელი ზღვის დონიდან 1120 მეტრზე, მდინარე ქვაბლიანის ნაპირზე მდებარეობს.
2007-11-13
„მეშახტეთა ქალაქი“ - შიმშილმა სიკვდილის შიშიც დაძლია
,,მეშახტეთა ქალაქი” დასახლებაა, რომლის ნახვის შემდეგ იფიქრებ, რომ რამდენიმე დღის წინ დაბომბეს. ის ვალისკენ მიმავალ გზაზე სოფელ სხვილისიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში, გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს.

2007-11-07
რუსთველის გამზირი 18 წლის შემდეგ კვლავ გაზის ბოლში ეხვევა
7 ნოემბრის დილას, 8 საათზე დარბეულ მოშიმშილეებს რამდენიმე საათის შემდეგ, დაახლოებით პირველი საათისათვის ახალი დაშავებულები და დარბეულები შეემატნენ. საპროტესტო აქციის დაშლა პოლიციელებმა თავდაპირველად „დუბინკებით“ სცადეს. მაგრამ რამდენიმე წუთში სპეც-ნაზმა მოქალაქეთა დასაშლელად წყლის ჭავლი, გაზი, ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გადაინაცვლეს, თუმცა, სპეც-ნაზი იქაც აგრძელებს მათ დარბევას. დაზარალებულები სასწრაფო მანქანებით საავადმყოფოებში გადაჰყავთ. ამ დროისათვის უცნობია კონკრეტულად რამდენი ადამიანია დაშავებული.


2007-11-01
ქუთაისის ციხიდან გამოტანილი ამბები
72 წლის მარგო ცეცხლაძე ქუთაისში სისხამ დილით ქობულეთიდან ჩამოვიდა. მოხუცმა დედამ იცის, რომ მისი კონტაქტი შვილთან დღეს მხოლოდ ამანათის გადაცემით შემოიფარგლება და ამისთვის მზადაა. შაოსანი ქალბატონი დაცვარულ შუბლს თავსაფრით იმშრალებს და საგულდაგულოდ ჩალაგებულ ჩანთას ფეხებთან მას შემდეგ იდგამს, როცა კითხვაზე - ბოლო ვინაა? - დამაკმაყოფილებელ პასუხს იღებს. რიგი გრძელია. აქ ყველამ იცის, რომ უკან მალე ვერ გაბრუნდება.
2007-10-24
„სუფთა ჰაერი გვინდა ვისუნთქოთ“ - ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყურადღების ნაკლებობაზე ჩივიან
საღამოს ექვსი საათი ის დროა, როცა ამ დაწესებულებაში „ძირითადი შემადგენლობის“ გარდა მხოლოდ მორიგე ექიმი, დაცვა და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელია დარჩენილი. სიჩუმეა. ყველა კონკრეტული საქმითაა დაკავებული.  ვახშამი დამთავრებულია, სეირნობაც მორჩა და ახლა დაძინებამდე დარჩენილი რამდენიმე საათი ყველას სხვადასხვანაირად გაჰყავს.

2007-10-10
ასათიანზე ვიყავი
აქ მძიმე ჰაერი ტრიალებს, დერეფანი გრძელია და ცუდად განათებული. მოჩვენებები არა, მაგრამ მოჩვენებებივით კი დადიან ადამიანები. სიარულის მანერა დამახასიათებელი: ზურგზე შემოლაგებული ხელები, თავი ჩაქინდრული და მზერა გაყინული. უცხო სტუმარს შორიდან ათვალიერებენ, უფრო გაბედულები ახლოსაც მოდიან

2007-10-04
ქობულეთის „მოხეტიალე“ ნაგავსაყრელის ბედი კვლავ გაურკვეველია
ქობულეთის მკვიდრს, ნაგავსაყრელის მისამართს თუ შეეკითხები, მინიმუმ ორ მისამართს მაინც გეტყვის. ნაგავსაყრელი აქ, ყოველწლიურად, ზოგჯერ კი ყოველთვიურადაც კი იცვლის მისამართს.

2007-10-01
"შენ ქოხს დაგინგრევენ, თვითონ ქარვასლას აიშენებენ"
დღის ორ საათი. მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" გადაჭედილია. რუსთაველიდან თავისუფლებამდე ხალხის ნაკადი არ წყდება. ნაწილი ტროტუარზე ვეღარ ეტევა და მანქანების სავალ ნაწილზე გადადის. ადამიანებს სახეებზე ეტყობათ, რომ მიტინგზე მიდიან.
2007-09-20
სანამ დაიძინებდნენ... ანუ ამბავი მოხუცებზე
დღის 2 საათია. ისეთი ძლიერი ქარი ქრის, თუ თავზე ცეცხლი არ გიკიდია, გარეთ გასვლა არ ღირს. სადილობის დროა. შუშის მძიმე კარი რამდენიმე წამში ერთხელ იღება და იხურება. მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, ამ კუთხეში, იმ კუთხეში ვერცერთ ღერ მუქი ფერის თმას ვერ დაინახავ. ერთი წუთით გგონია, რომ შენც ჭაღარავდები, ინსტიქტურად ბეჭებში იხრები, ფეხების ცუცუნით იწყებ სიარულს და ტუჩების მოხუცური ცმაცუნით ესალმები თავსდამტყდარ სიბერეს.
2007-08-14
გორიდან ქურთამდე...
გორიდან ხეობაში ჩასასვლელად მიკროავტობუსით ტირძნისმდე უნდა იმგზავრო, შემდეგ ჩაჯდები ავტობუსში, რომელიც დიდი ლიახვის ხეობისკენ შეუდგება დამღლელ გზას.
2007-08-06
სასტუმრო „ქუთაისის” „უკანასკნელი მოჰიკანები”
შენობაში, რომლის დემონტაჟი უკვე დაწყებულია, წესით ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ. არადა, აივნებზე სარეცხია გადმოფენილი. სახელდახელოდ გაბმულ თოკებზე დამაგრებული შარვლის, ხალათისა და სხვა წვრილმანის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აქ ახალგაზრდები აღარ უნდა იყვნენ დარჩენილები.
2007-06-25
ჩეჩნური ამბავი ქართულად...
კოჭებამდე ქვედაბოლოსა და მოყვითალო თავსაბურავში გახვეულ ჩეჩენ მადინას ლამაზი თვალები აქვს. მარტო თვალები კი არა, საერთოდაც ისეთი ლამაზია, რომ უნდა ვაღიარო, გაკვირვებული ვრჩები. და თუ ვინმე მკითხავს ჩეჩენი საიდი რატომ მოგეწონაო, ვეტყვი, ასეთი გულღია ღიმილი, იშვიათად მინახავს-მეთქი...
2007-06-07
შემოვლითი გზა
დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლების მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვთ.
2007-05-24
დუხობორების ყოველდღიურობა და პრობლემები
ლაღი, თავისუფალი ხალხი - ასე ახასიათებდა ჯავახეთში ასული ყველა ჟურნალისტი დუხობორებს. ახლა სილაღე გამქრალია, თავისუფლებაც შეკვეცილი. თვალებში შიში და გაძლების სურვილი იკითხება. მათ ახლა არც ჟურნალისტებთან საუბარი სიამოვნებთ და სახლებში იკეტებიან. ,,უმცირესობა ვიჩაგრებით, მალე აქაურობას დავტოვებთ,” - აცხადებენ საქართველოში 160 წლიანი ცხოვრების შემდეგ დუხობორები.
2007-01-24
ბორჯომში „ჩაკარგული“ აფხაზეთი (ნაწილი I)
შუქი გრაფიკით, გასათბობად შეშა, სასმელი წყალი მხოლოდ ეზოში, საარსებოდ 11 ლარი და საცხოვრებლად ცარიელი კედლები - ეს ის პირობებია, სადაც ბორჯომში, ყოფილ სასტუმროში „მთის ხეობა“ დევნილები ცხოვრობენ. ბევრს არაფერს ითხოვენ - იატაკის დაგებას, ჭერის გადახურვას, წყალს, ელექტროენერგიას, პურის ფულს და სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში მოხვედრას.
2007-01-10
ციხე, ციხესთან, ციხეში (ნაწილი III)
იმის გასარკვევად, თუ რატომ არსებობს მსგავსი პრობლემები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინსტრაციას დავუკავშირდით. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, არსებულ ვითარებაზე კომენტარი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე მახარაშვილმა მოგვცა.
2007-01-09
ციხე, ციხესთან, ციხეში... (ნაწილი II)
რიგის დასაწყისში მავთულხლართია გაბმული. ვინც მას გაივლის, კიდევ ერთხელ მოუწევს რიგში ჩადგომა. ანუ მესამე რიგის შემდეგ ამანათს აბარებს და პასუხს ელოდება. მავთულხლართებთან ფორმიანები დგანან, რომლებიც რატომღაც გულიანად ხარხარებენ.
2007-01-08
ციხე, ციხესთან, ციხეში… (ნაწილი I)
თბილისი, ორთაჭალა, გორგასლის ქუჩა 83, ეს ის ადგილია, სადაც გამუდმებული ხალხმრავლობაა. ჩანთებით დატვირთული, მოღუშული ადამიანები რაღაცას ელიან. კარგად თუ დააკვირდებით, ზოგიერთის სახეზე ცრემლსაც შეამჩნევ. იქვე ავტობუსის გაჩერებაა, ზოგმა შეიძლება ისიც იფიქროს, ხალხი ტრანსპორტს ელოდებაო, მაგრამ... ტრანსპორტი აივლის - ჩაივლის, ხალხი კი თურმე უბრალოდ რიგში დგას...
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC