რედაქტორის აზრი
2010-12-13
War Don Don - რას გვასწავლის ფილმი ომზე, რომელიც დამთავრდა
„ადამიანის უფლებათა სახლში“ 10 დეკემბერს „ადამიანის
უფლებათა ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტური ფილმის - War Don Donჩვენება. რებეკა რიჩმან კოჰენის საავტორო ფილმი საერთაშორისო
მართლმსაჯულებასა და იმ დილემებზე მოგვითხრობს, რასაც სამართალი
კონკრეტული ადამიანებისა და ქვეყნების საქმეების განხილვის დროს აწყდება.
2010-09-24
„დაზარალებული ბრალდებულების“ მდგომარეობა პროკურატურასთან შეკრულმა ადვოკატმა დაამძიმა
საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ერთი წლის წინ სასწავლებლის წინ
დაჭრეს, ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. 23 სექტემბერს სასამართლო
პროცესზე პროკურორმა ქეთი ჩაჩავამ ოთხი განსასჯელის მიმართ ერთი და იგივე
სასჯელი მოითხოვა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და პლუს 3 500 ლარი
ჯარიმა. ხოლო მეხუთე განსასჯელის, როლანდ ნიკოლოზაშვილის მიმართ, რომელმაც
წინა სხდომაზე მოულოდნელად ე. წ. აღიარებითი ჩვენება მისცა, პროკურორმა
სასჯელის შემსუბუქება იშუამდგომლა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითი
მსჯავრით და 2000 ლარი ჯარიმა.
2010-09-13
მსოფლიოში აღიარებულმა მწერლებმა სააკაშვილს ქართველი კოლეგების დაცვა მოსთხოვეს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა მწერალთა მსოფლიო გაერთიანების - საერთაშორისო პენისა და მისი
ამერიკული ფილიალის სახელით ორი საპროტესტო წერილი მიიღო. მსოფლიოში
აღიარებული მწერლები, რომელთა შორისაც ნობელის პრემიის რამდენიმე
ლაურეატია, საერთაშორისო პენის ქართული ცენტრის სამი წევრის - ირაკლი
კაკაბაძის, შოთა გაგარინისა და ალექსი ჩიღვინაძის უკანონო დაპატიმრებამ და
დაჯარიმებამ აღაშფოთა. მარიო ვარგას ლიოსა, ტონი მორისონი, რასელ ბენქსი
და სხვა სახელოვანი მწერლები საქართველოს პრეზიდენტისგან, მთავარი
პროკურორისგან და სახალხო დამცველისგან მკაცრად მოითხოვენ კაკაბაძის,
გაგარინისა და ჩიღვინაძის უფლებების დაცვას.
2010-08-18
ხელისუფლება დევნილებს აწიოკებს
„დევნილთა ბართლომეს ღამეები“ - ასეთი
შეფასება მისცა მედიამ თბილისში კომპაქტურად ჩასახლების ადგილებიდან
დევნილთა მასობრივ გამოსახლებას. არაპოპულარული პროცესისათვის ხელისუფლებამ
პოლიტიკურად ყველაზე პასიური თვე - აგვისტო შეარჩია. ოპოზიციური პარტიების
ლიდერთა უმეტესობა ამ დროს სხვადასხვა კურორტებზე ისვენებს, ისევე როგორც
რიგითი მოქალაქეები - საპროტესტო აქციების ცოცხალი ძალა. ამიტომაც ამ
პერიოდში თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობა პრაქტიკულად
შეუძლებელია.
2010-08-16
„ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო!“ - პოეტები ლექსების კითხვისას დააკავეს და გაასამაართლეს
14 აგვისტოს პუბლიცისტმა ირაკლი
კაკაბაძემ, პოეტებმა შოთა გაგარინმა და ალექსი ჩიღვინაძემ ჯორჯ ბუშის
ქუჩაზე საპროტესტო არტ-აქცია მოაწყვეს. აქციის შესახებ საზოგადოებამ ორი
დღით ადრე სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საშუალებით შეიტყო. ორგანიზატორების
ინფორმაციით, ისინი ჯორჯ ბუშის ქუჩის სახელწოდებას გააპროტესტებდნენ და
მოითხოვდნენ, მისთვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის სახელი დაერქმიათ.
საპროტესტო არტ-აქცია - „ძირს ბუში! გაუმარჯოს უიტმენს!“ - პოეტების
დაპატიმრებით დასრულდა.
2010-08-12
გარემოვაჭრეებთან და დევნილებთან საბრძოლველად ხელისუფლებამ პოლიტიკურად „მკვდარი სეზონი“ შეარჩია
აგვისტოს
სიცხეებმა თბილისში პიკს მიაღწია. 40-დან 50 გრადუსამდე სიცხეში მზის
გულზე გამოსულს ვერავის ნახავთ, თუ არ ჩავთვლით პოლიციას, რომელმაც ქართული
პოლიტიკის „მკვდარ სეზონზე“ დრო იხელთა და გარემოვაჭრეებს და დევნილებს
შეუტია. საპირისპიროდ გარემოვაჭრეები და დევნილები საპროტესტო აქციებს
მართავენ, მაგრამ საზაფხულო ხვატში მათ მხარს ბევრი არავინ უჭერს, თუ არ
ჩავთვლით ლაშა ჩხარტიშვილს „კონსერვატიული პარტიიდან“ და ალეკო
შალამბერიძეს „ხალხის პარტიიდან“, რომელთა გვარები დღის სიახლეებში ყველგან
ჩნდება, სადაც კი გარემოვაჭრეთა დარბევასა და დევნილების გამოსახლებაზეა
საუბარი.
2010-00-18
ხელისუფლება დევნილებს აწიოკებს
„დევნილთა ბართლომეს ღამეები“ - ასეთი
შეფასება მისცა მედიამ თბილისში კომპაქტურად ჩასახლების ადგილებიდან
დევნილთა მასობრივ გამოსახლებას. არაპოპულარული პროცესისათვის ხელისუფლებამ
პოლიტიკურად ყველაზე პასიური თვე - აგვისტო შეარჩია. ოპოზიციური პარტიების
ლიდერთა უმეტესობა ამ დროს სხვადასხვა კურორტებზე ისვენებს, ისევე როგორც
რიგითი მოქალაქეები - საპროტესტო აქციების ცოცხალი ძალა. ამიტომაც ამ
პერიოდში თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობა პრაქტიკულად
შეუძლებელია.
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

