რედაქტორის აზრი
2010-08-18
ხელისუფლება დევნილებს აწიოკებს
„დევნილთა ბართლომეს ღამეები“ - ასეთი
შეფასება მისცა მედიამ თბილისში კომპაქტურად ჩასახლების ადგილებიდან
დევნილთა მასობრივ გამოსახლებას. არაპოპულარული პროცესისათვის ხელისუფლებამ
პოლიტიკურად ყველაზე პასიური თვე - აგვისტო შეარჩია. ოპოზიციური პარტიების
ლიდერთა უმეტესობა ამ დროს სხვადასხვა კურორტებზე ისვენებს, ისევე როგორც
რიგითი მოქალაქეები - საპროტესტო აქციების ცოცხალი ძალა. ამიტომაც ამ
პერიოდში თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობა პრაქტიკულად
შეუძლებელია.
2010-08-16
„ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო!“ - პოეტები ლექსების კითხვისას დააკავეს და გაასამაართლეს
14 აგვისტოს პუბლიცისტმა ირაკლი
კაკაბაძემ, პოეტებმა შოთა გაგარინმა და ალექსი ჩიღვინაძემ ჯორჯ ბუშის
ქუჩაზე საპროტესტო არტ-აქცია მოაწყვეს. აქციის შესახებ საზოგადოებამ ორი
დღით ადრე სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საშუალებით შეიტყო. ორგანიზატორების
ინფორმაციით, ისინი ჯორჯ ბუშის ქუჩის სახელწოდებას გააპროტესტებდნენ და
მოითხოვდნენ, მისთვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის სახელი დაერქმიათ.
საპროტესტო არტ-აქცია - „ძირს ბუში! გაუმარჯოს უიტმენს!“ - პოეტების
დაპატიმრებით დასრულდა.
2010-08-12
გარემოვაჭრეებთან და დევნილებთან საბრძოლველად ხელისუფლებამ პოლიტიკურად „მკვდარი სეზონი“ შეარჩია
აგვისტოს
სიცხეებმა თბილისში პიკს მიაღწია. 40-დან 50 გრადუსამდე სიცხეში მზის
გულზე გამოსულს ვერავის ნახავთ, თუ არ ჩავთვლით პოლიციას, რომელმაც ქართული
პოლიტიკის „მკვდარ სეზონზე“ დრო იხელთა და გარემოვაჭრეებს და დევნილებს
შეუტია. საპირისპიროდ გარემოვაჭრეები და დევნილები საპროტესტო აქციებს
მართავენ, მაგრამ საზაფხულო ხვატში მათ მხარს ბევრი არავინ უჭერს, თუ არ
ჩავთვლით ლაშა ჩხარტიშვილს „კონსერვატიული პარტიიდან“ და ალეკო
შალამბერიძეს „ხალხის პარტიიდან“, რომელთა გვარები დღის სიახლეებში ყველგან
ჩნდება, სადაც კი გარემოვაჭრეთა დარბევასა და დევნილების გამოსახლებაზეა
საუბარი.
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

