მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
რედაქტორის აზრი
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
War Don Don - რას გვასწავლის ფილმი ომზე, რომელიც დამთავრდა
13 დეკემბერი, 2010
„ადამიანის უფლებათა სახლში“ 10 დეკემბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტური ფილმის - War Don Donჩვენება. რებეკა რიჩმან კოჰენის საავტორო ფილმი საერთაშორისო მართლმსაჯულებასა და იმ დილემებზე მოგვითხრობს, რასაც სამართალი კონკრეტული ადამიანებისა და ქვეყნების საქმეების განხილვის დროს აწყდება.
„დაზარალებული ბრალდებულების“ მდგომარეობა პროკურატურასთან შეკრულმა ადვოკატმა დაამძიმა
24 სექტემბერი, 2010
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ერთი წლის წინ სასწავლებლის წინ დაჭრეს, ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. 23 სექტემბერს სასამართლო პროცესზე პროკურორმა ქეთი ჩაჩავამ ოთხი განსასჯელის მიმართ ერთი და იგივე სასჯელი მოითხოვა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და პლუს 3 500 ლარი ჯარიმა. ხოლო მეხუთე განსასჯელის, როლანდ ნიკოლოზაშვილის მიმართ, რომელმაც წინა სხდომაზე მოულოდნელად ე. წ. აღიარებითი ჩვენება მისცა, პროკურორმა სასჯელის შემსუბუქება იშუამდგომლა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითი მსჯავრით და 2000 ლარი ჯარიმა.
მსოფლიოში აღიარებულმა მწერლებმა სააკაშვილს ქართველი კოლეგების დაცვა მოსთხოვეს
13 სექტემბერი, 2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მწერალთა მსოფლიო გაერთიანების - საერთაშორისო პენისა და მისი ამერიკული ფილიალის სახელით ორი საპროტესტო წერილი მიიღო. მსოფლიოში აღიარებული მწერლები, რომელთა შორისაც ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატია, საერთაშორისო პენის ქართული ცენტრის სამი წევრის - ირაკლი კაკაბაძის, შოთა გაგარინისა და ალექსი ჩიღვინაძის უკანონო დაპატიმრებამ და დაჯარიმებამ აღაშფოთა. მარიო ვარგას ლიოსა, ტონი მორისონი, რასელ ბენქსი და სხვა სახელოვანი მწერლები საქართველოს პრეზიდენტისგან, მთავარი პროკურორისგან და სახალხო დამცველისგან მკაცრად მოითხოვენ კაკაბაძის, გაგარინისა და ჩიღვინაძის უფლებების დაცვას.
ხელისუფლება დევნილებს აწიოკებს
18 აგვისტო, 2010
„დევნილთა ბართლომეს ღამეები“ - ასეთი შეფასება მისცა მედიამ თბილისში კომპაქტურად ჩასახლების ადგილებიდან დევნილთა მასობრივ გამოსახლებას. არაპოპულარული პროცესისათვის ხელისუფლებამ პოლიტიკურად ყველაზე პასიური თვე - აგვისტო შეარჩია. ოპოზიციური პარტიების ლიდერთა უმეტესობა ამ დროს სხვადასხვა კურორტებზე ისვენებს, ისევე როგორც რიგითი მოქალაქეები - საპროტესტო აქციების ცოცხალი ძალა. ამიტომაც ამ პერიოდში თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო!“ - პოეტები ლექსების კითხვისას დააკავეს და გაასამაართლეს
16 აგვისტო, 2010
14 აგვისტოს პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ, პოეტებმა შოთა გაგარინმა და ალექსი ჩიღვინაძემ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე საპროტესტო არტ-აქცია მოაწყვეს. აქციის შესახებ საზოგადოებამ ორი დღით ადრე სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ საშუალებით შეიტყო. ორგანიზატორების ინფორმაციით, ისინი ჯორჯ ბუშის ქუჩის სახელწოდებას გააპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, მისთვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის სახელი დაერქმიათ. საპროტესტო არტ-აქცია - „ძირს ბუში! გაუმარჯოს უიტმენს!“ - პოეტების დაპატიმრებით დასრულდა.
გარემოვაჭრეებთან და დევნილებთან საბრძოლველად ხელისუფლებამ პოლიტიკურად „მკვდარი სეზონი“ შეარჩია
12 აგვისტო, 2010
აგვისტოს სიცხეებმა თბილისში პიკს მიაღწია. 40-დან 50 გრადუსამდე სიცხეში მზის გულზე გამოსულს ვერავის ნახავთ, თუ არ ჩავთვლით პოლიციას, რომელმაც ქართული პოლიტიკის „მკვდარ სეზონზე“ დრო იხელთა და გარემოვაჭრეებს და დევნილებს შეუტია. საპირისპიროდ გარემოვაჭრეები და დევნილები საპროტესტო აქციებს მართავენ, მაგრამ საზაფხულო ხვატში მათ მხარს ბევრი არავინ უჭერს, თუ არ ჩავთვლით ლაშა ჩხარტიშვილს „კონსერვატიული პარტიიდან“ და ალეკო შალამბერიძეს „ხალხის პარტიიდან“, რომელთა გვარები დღის სიახლეებში ყველგან ჩნდება, სადაც კი გარემოვაჭრეთა დარბევასა და დევნილების გამოსახლებაზეა საუბარი.