05:13, Sunday, 23.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პოზიცია

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2011-11-24
ევროპარლამენტის რეკომენდაციები საქართველოს
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ქართულ ენაზე სრულად თარგმნა ევროპარლამენტის რეზოლუციის (P7_TA-PROV(2011)0514) ის ნაწილი, სადაც საუბარია საქართველოს შესახებ.

2011-11-16
ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის საკითხის გამო
წინამდებარე წერილის დაწერის მიზეზია ხელისუფლების წარმომადგენელთა შეუჩერებელი სპეკულაცია ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის გამო, რომლის მიზეზიც, თითქოსდა, მათ მიერ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება და ამით საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა იყო.

2011-11-01
მოხალისე ჯაშუში
 საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტოლოგი და სამხედრო ექსპერტი, ნატოში საქართველოს წარმომადგენლობის ყოფილი კონსული ვახტანგ მაისაია 2009 წლის 5 მაისს დააკავეს ე.წ. მუხროვანის აჯანყებასთან დაკავშირებით რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. მის დაკავებას, სასამართლო პროცესებს და ზოგადად აღნიშნულ საქმეს საზოგადოების საკმაოდ ფართო გამოხმაურება მოყვა. ქართული არასამათავრობო ორგანიზაციები ეჭვქვეშ აყენებენ მის ბრალდებებს სამშობლოს ღალატსა და ჯაშუშობაზე.

2011-10-19
არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას
ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებები, შეშფოთებულნი ვართ ცნობილი ბიზნესმენის და აწ უკვე პოლიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილისთვის, აგრეთვე მისი მეუღლისთვის - ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის გამო. როგორც მიმდინარე მოვლენებიდან იკვეთება, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაუსწორდეს ახალ პოლიტიკურ ოპონენტს და არ მისცეს მას საშუალება, განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.

2011-09-20
სახალხო დამცველი მთავარი პროკურორისგან მოიხოვს, დაიწყოს გამოძიება ქარხანა „ჰერკულესის“ გაფიცული თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს,  დაიწყოს გამოძიება ქ.ქუთაისში მიმდინარე მუშათა საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავთა მიერ 2011 წლის 13 და 15 სექტემბერს განხორციელებული ქმედებების თაობაზე და შესწავლილ იქნას გაფიცულ მუშათათვის აქციის ჩატარებისას სამართალდამცავთა მხრიდან ხელის შეშლის, აქციის დაშლისა და მათი დაკავების ფაქტები.

2011-08-01
„ადამიანის უფლებათა ცენტრში“ ჟურნალისტის ზეწოლის ფაქტზე პრეს-კონფერენცია გაიმართა
2011 წლის 1 აგვისტოს, 15:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისის ოფისში გამართა პრეს-კონფერენცია გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტის - მარიამ ოთარაშვილის მიმართ ზეწოლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით.

2011-07-25
ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატ შალვა შავგულიძეს მოუწოდებს, შეწყვიტოს ცენტრის იურისტის მიზანმიმართული დისკრედიტაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს ადვოკატ შალვა შავგულიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომელიც მან ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში  21 და 22 ივლისს გააკეთა. ადვოკატს საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში და პირადი წყენის გამო, ცდილობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნინო ანდრიაშვილის დისკრედიტაციას.

2011-07-07
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ფოტოკორესპონდენტები
წუხელ, 03:00 საათზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ერთდროულად დააპატიმრეს ცნობილი ფოტოკორესპონდენტები: ევროპის ფოტოსააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, „ასოშეიტედ პრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი, საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, გაზეთ „პრაიმ-თაიმის“ ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე.

2011-06-23
თემურ ბასილიას წერილი humanrights.ge-ს რედაქციას
ბატონო რედაქტორო, მე გახლავარ თემურ ბასილია და ამ წერილით მოგმართავთ სტატიის - „თემურ ბასილია აშშ-ში საემიგრაციო წესების დარღვევისთვის დააკავეს“ თაობაზე, რომელიც 2010 წლის 5 თებერვალს გამოქვეყნდა ვებ პორტალ humanrights.ge-ს ვებ გვერდზე (იხ. ინფორმაცია). მსგავსი ინფორმაცია გამოქვეყნდა ვებ-პორტალის ინგლისურენოვან გვერდზეც. 

2011-06-09
არ დავთმობთ „პალიტრას“ - პრევენციული აქცია „მედიაპალიტრის“ დასაცავად
ჟურნალისტებმა „მედიაპალიტრის“ მხარდასაჭერად 8 ივნისს 14:00 საათზე გამომცემლობის ოფისის ეზოში სოლიდარობის აქცია გამართეს. აქციას პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აღნიშნულ აქციას პრევენციული ხასიათი აქვს.

2011-06-08
საეჭვო რევიზია „მედიაპალიტრაში“ - შემოსავლების სამსახური მედია-სახლის 6 სტრუქტურას ერთდროულად ამოწმებს
შემოსავლების სამსახურმა 7 მაისს „მედიაპალიტრის“ ექვს სტრუქტურაში შემოწმება ერთდროულად დაიწყო. დაილუქა პრესის გავრცელების სამსახურის, გამომცემლობა „პალიტრა-L“-ის, ქაღალდის საწყობის, სტამბის, წიგნების მაღაზიათა ქსელის და სხვა სტრუქტურების საწყობები.

2011-05-31
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და დამნაშავეთა დასჯას
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სადამსჯელო და რეპრესიული მოქმედებებით. ბოლო დღეების განმავლობაში არნახული მასშტაბები მიიღო განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანების დაშინებამ, დევნამ, დაპატიმრებებებმა და ფიზიკურმა ანგარიშსწორებამ.

2011-05-30
სახალხო დამცველის აპარატი საპროტესო აქციებისას დაკავებულების სიას აქვეყნებს
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 26–28 მაისს მონიტორინგი განახორციელეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც განთავსებულნი არიან 2011 წლის მაისის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები.

2011-05-30
შსს-მ 26 მაისს დაკავებულთა სია გამოაქვეყნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე 26 მაისს  დაკავებულ აქციის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა.

2011-05-23
საქართველო სათანადოდ ვერ იძიებს ომის დანაშაულებს
(ოსლო, თბილისი, ბრიუსელი, 2011 წლის 23 მაისი) დღეს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი აქვეყნებს საქართველოზე ახალ ანგარიშს სათაურით: „უუნარობა თუ სურვილის არქონა? საქართველოს მხრიდან არასრულყოფილი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულების გამოძიება“.

2011-04-28
ენუქიძისა და გირგვლიანის საქმე საქართველოს წინააღმდეგ
განაჩენი იქნება საბოლოო იმ გარემოებების თანხლებით, რაც მოცემულია კონვენციის 44-ე მუხლის 2-ე პარაგრაფში. მისი რედაქტირებული სახით გამოცემა შესაძლებელია.

2011-04-08
სასწრაფო მიმართვა - ობსერვატორია
„ობსერვატორია უფლებადამცველთა დაცვისათვის“, „წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციისა“ (OMCT) და „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის“ (FIDH) ერთობლივი პროექტი ითხოვს თქვენს სასწრაფო ინტერვენციას საქართველოში არსებულ შემდეგ სიტუაციაში.

2011-03-29
შეკრებისა და მანიფესტაციის ფუნდამენტური უფლება კიდევ ერთხელ შეილახა! - არასამთავრობოთა განცხადება
2011 წლის 25 მარტს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს წინ პატიმრების მხარდასაჭერად გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.

2011-03-24
საქართველოს პენ-ცენტრის განცხადება
დღეს, 23 მარტს, საქართველოს ნაციონალური მაუწყებლობებით გავრცელდა პრეზიდენტის განცხადება, რომელიც შეეხებოდა მწერალ ზაზა ბურჭულაძის მიერ ქალაქ ქუთაისში გამართულ ქართველი მწერლების ანთოლოგიის პრეზენტაციაზე წარმოთქმულ რეპლიკას.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
პოლიტიკური ანგარიშწორება კორუფცია მიჭირს პასუხი

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC