22:03, Thursday, 17.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პატიმრები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2012-12-24
ამნისტიის შედეგად სამი ათასი პატიმარი გათავისუფლდება
80 ხმა არც ერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა, ამ მაჩვენებლით, 21 დეკემბერს, ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო. ამნისტიის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 ათასი პატიმარი გათავისუფლდება, 1500-ს კი სასჯელი გაუნახევრდება. ვისაც გათავისუფლება ან დარჩენილი ვადის განახევრება არ შეეხება, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება.

2012-11-28
ახმედ ჩატაევის ადვოკატი იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 27 ნოემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებს ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი ლტოლვილის, ახმედ ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა: „მე არ მგონია, რომ დღეს ჩატაევის გთავისუფლება იყოს მიზანშეწონილი.

2012-11-26
ადამიანის უფლებათა ცენტრი პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის განცხადებას ეხმაურება
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება პოლიტპატიმარ მერაბ რატიშვილის განცხადებას, რომელმაც  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ და ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა თხოვნით, მისი საკითხი „ცალკე გაიტანონ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განსახილველად“. საქმის საფუძვლიან შესწავლამდე კი მერაბ რატიშვილი პოლიტპატიმართა არსებული სიიდან მისი სახელისა და გვარის ამოღებას ითხოვს.

2012-11-21
პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ხვეწს
ქვეყანაში არსებული მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის ფონზე ეს არის სამართლიანობის აღდგენისთვის წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი - ასე აფასებენ ავტორები ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომლის პირველადი განხილვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში 19 ნოემბერს პოზიცია-ოპოზიციის შეხლა-შემოხლისა და ცხარე დებატების პირობებში წარიმართა.

2012-11-21
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახმედ ჩატაევის საქმის თაობაზე გაეროს უკანონო დაკავებების სამუშაო ჯგუფს მიმართა
20 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა მსჯავრდებულ ახმედ ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილო კავკასიიდან, ახმედ ჩატაევი, ლოპოტას ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის დროს შუამავლის როლს ასრულებდა. არიან მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩატაევი თბილისიდან გამოიძახეს დანარჩენ ჩეჩნებთან მოსალაპარაკებლად.

2012-11-21
ადამიანის უფლებათა კომიტეტი პოლიტპატიმრების 180-კაციან სიაზე შეჯერდა
ბიძინა გიორგობიანი, ირაკლი ოქრუაშვილი, მიხეილ ქარელი, ბადრი ბიწაძე, ქიბარ ხალვაში - ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომელთათვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება 19 ნოემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ცხარე დებატების ფონზე გამოცხადდა. 

2012-11-19
თენგიზ გუნავა: „ახალმა ხელისუფლებამ ჩემზე შური იძია“
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს. როგორც გუნავამ გლდანის #8-ე საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მისამართით უკანონობა განხორციელდა და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების ჩატარებას სთხოვს.

2012-11-15
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2006 წლის ე. წ. ციხის ბუნტის გამოძიებას მოითხოვს
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს თხოვნით, პროკურატურამ დაიწყოს 2006 წლის 26 მარტს ორთაჭალის ციხეში მომხდარი ე. წ. ციხის ბუნტის ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება.

2012-11-15
ჩატაევის საქმეზე პროკურატურა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის განცხადებაზე რეაგირებას არ ახდენს
ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის საქმის განხილვა 26 ნოემბრისთვის გადაიდო. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე განიხილავს.

2012-11-14
ბაჩო ახალაია: „ქურდებთან“ 20 მეტრში როცა ხარ, ეს უსაფრთხოების დაცვის გარანტია ვერ იქნება“
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ადამიანების წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, ახალაიას გადაყვანის მიზეზი მისი უსაფრთხოების დაცვა გახდა. 
[1] 2 3 4 5 6 7
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC