02:18, Monday, 28.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პატიმრები

აირჩიეთ წელი: 2020 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-03-20
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ბაჩანა ახალაია მოინახულეს
2013 წლის 18 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულეს ბრალდებულები ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია, ლევან ფურცხვანიძე, გურამ ცომაია, გაგა მკურნალიძე, დავით ხუჭუა და ბაჩანა ახალაია. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ წერილობით რაიმე სახის ინფრომაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.

2013-03-11
სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი იცვლება
პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომლითაც სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი იცვლება; საკანონმდებლო ცვლილებებს ასევე ექნება უკუქმედების ძალა იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც სასჯელს შეკრებითობის საფუძველზე იხდიან.

2013-03-07
ახალაიამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა
ყოფილმა თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიმ, მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი განაცხადა.  ახალაიას წამების ორგანიზებაში, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება ბრალი.იმავე საქმეში ბრალდებულმა დანარჩენმა პირებმაც, მათ შორის პრობაციის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა გაგა მკურნალიძემ და გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიორგი კალანდაძემ იგივე გადაწყვეტილება მიიღეს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ მათ 5 აპრილს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადეს.

2013-03-05
ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული და დაზარალებული პროკურატურას საქმის გადახედვისკენ ერთობლივად მოუწოდებენ
მამუკა ზარქუა უკვე  მე-10  წელია, სასჯელს იხდის და როგორც თავად აცხადებს, ამ ხნის მანძილზე არაერთხელ გამხდარა ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი. მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, რომლის დროსაც მოქალაქე გივი ჯანჯღავა დაიღუპა.  მამუკა ზარქუა, მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი მის ბრალეულობას არ სცნობენ. მოკლულის მეუღლე  მადონა კაჭარავა კი აცხადებს, რომ  დამნაშავე ზარქუა არ არის და ნამდვილი ბოროტმოქმედების ვინაობა იცის. 
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC