17:30, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პატიმრები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-06-26
ადამიანის უფლებათა სახლი მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვს
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მსჯავრდებულ ზაზა  აზარიაშვილის ვადაზე ადრე  განთავისუფლების  შუამდგომლობით  სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას მიმართავს. ზაზა აზარიაშვილის საქმესთან დაკავშირებით 25 ივნისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, ალეკო ცქიტიშვილმა, ადვოკატმა ნესტან  ლონდარიძემ, ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ და მსჯავრდებულის დამ.
2013-06-24
წამების მსხვერპლ მსჯავრდებულს ვადაზე ადრე განთავისუფლება ეკუთვნის
25 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გაიმართება პრესკონფერენცია მსჯავრდებულ ზაზა აზარიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე იცავს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის („უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს“) ფარგლებში.
2013-06-18
ვანო მერაბიშვილმა ტელევიზორის მიღების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა
ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ამჟამაად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ტელევიზორის მიღების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.
2013-06-17
ბაჩანა ახალაიას ადვოკატი სასამართლო სხდომის ოქმს ვერ ეცნობა
ბაჩანა ახალაიას სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებული სხდომების ოქმის გაცნობის საშუალება არ მიეცა. სულხან კომახიძის  თქმით,  მან  სასამართლოდან ოქმი გამოითხოვა, თუმცა ოქმი არ მისცეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამან არათანაბარ პირობებში ჩააყენა მხარეები და დაირღვა სასამართლოს შეჯიბრობითობის პრინციპი.
2013-06-14
გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შესახებ გადაღებული ვიდეოკადრების ავტორი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს
გია ალავიძე, რომელიც ამჟამად სასჯელს ნომერ მეცხრე დაწესებულებაში იხდის, ავტორია იმ ვიდოეკადრებისა, რომელიც ტელეკომპანია მაესტროს ეთერში 2009 წელს გავიდა და რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებულებისთვის საპატიმროში არსებულ „განსაკუთრებულ“ პირობებს ასახავს.  (კადრები იხ. ლინკზე https://www.youtube.com/watch?v=xiL3G70DgV8 ) 
2013-06-14
გაუჩინარებული მოჯაჰედი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოდან გასული წლის ბოლოს გაუჩინარებული დაღესტნელი მოჯაჰედი, 26 წლის მიკაილ კადიევი (მიქაელ ქადოევი) ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC