18:56, Saturday, 19.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პატიმრები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2013-08-29
მსჯავრდებულები საპატიმროში ვიდეო კამერების დაყენებას აპროტესტებენ
ადამიანის უფლებათა ცენტრს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებიდან მსჯავრდებული ივანე გიგლემიანი 15 აგვისტოს წერილობით დაუკავშირდა და საპატიმროში არსებული  მდგომარეობის შესახებ აცნობა.  მსჯავრდებულები საკნებში ვიდეოკამერების დაყენებას შიმშილობით აპროტესტებდნენ. 
2013-08-27
მსჯავრდებულები საპატიმროში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობენ
გასულ თვეში  ადამიანის უფლებათა  ცენტრმა   # 7 სასჯელაღმსრულებლო დაწესებულებიდან  მსჯავრდებულთა კოლექტიური წერილი მიიღო. წერილში სამი მსჯავრდებული  აღწერს  ციხის  შიგნით  არსებულ  მდგომარეობასა და მათი უფლებების  დარღვევაზეც  საუბრობს. მსჯავრდებულები  წერილში აღნიშნავენ, რომ ვერ  სარგებლობენ გასეირნების, გრძელვადიანი პაემნის, ოპერაციის შემდგომი მკურნალობის,  აბანოს  სარგებლობისა  და  სხვა ჰიგიენური  პროცედურების დაცვის  უფლებით.
2013-08-26
გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შესახებ გამოქვეყნებული ვიდეოკადრების ავტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის მსჯავრდებულების შესახებ სკანდალური ვიდეოკადრების ავტორი, გია ალავიძე #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 26 აგვისტოს პირობით ვადამდე გათავისუფლდა.
2013-08-23
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი „კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემას“ ეხმაურება
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასჯელაღსრულების დაწესებულებების “კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემა“ გამოაქვეყნა. „ნაციონალების“ ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, ე.წ. „რეზბალნიცას“ ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, იგივე ტარასა მართავს. 
2013-08-09
სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 დაწესებულების პატიმრებმა შესაძლოა შიმშილობა განაახლონ
სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 საპყრობილის პატიმრებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება პროტესტს კვლავ მიმართავენ.  მსჯავრდებულების მოთხოვნა 3 დღის წინ მოხსნილი  ციხის დირექტორისა და მისი მოადგილის თანამდებობაზე აღდგენაა. 
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC