რელიგია
2011-09-26
ცვლილებები რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 5 ივლისს დაჩქარებული წესით, ინიცირებიდან 5 სამუშაო დღეში, ცვლილებები შეიტანა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომლის მიხედვითაც, რელიგიურ გაერთიანებებს საშუალება ეძლევათ, დარეგისტრირდნენ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, პარლამენტმა კანონი რეგლამენტის უხეში დარღვევით მიიღო.
2011-08-31
საინგილოდან მამა ბასილი გამოაძევეს
საინგილოდან ერთადერთი ქართველი მოძღვარი, მამა ბასილი გამოაძევეს. მამა ბასილი კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა. გამოძევებამდე კახის რაიონის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა და ტაძრის ფასადის შეთეთრებაც აუკრძალეს, სამუშაოების დროს კი მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს.
2011-07-06
პარლამენტი საპატრიარქოს წინააღმდეგ
საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ. კენჭისყრას ოპოზიცია არ ეწრებოდა, რადგან ისინი საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
2011-06-20
მშენებლობა მთავართა სანათლოზე - დავის საგანი
მთავართა სანათლოზე მშენებლობა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, აქ გასართობი ცენტრი შენდება. თუმცა მესაკუთრე ამ ფაქტს უარყოფს და ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ კერძო სახლს აშენებს.
2011-02-08
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მოზარდებმა დაარბიეს
2008 - 2009 წლებთან შედარებით, 2010 წელს საქართველოში რელიგიური თავისუფლების შელახვისა და შეუწყნარებლობის ფაქტები შემცირდა. თუმცა, ერთეული შემთხვევები ისევ ხდება. 28 იანვარს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია დაარბიეს. ეკლესიის ხელმძღვანელის, მარიკა ცხადაძის განცხადებით, პოლიციამ მოკვლევის შედეგად დანაშაულში ეჭვმიტანილები გამოავლინა.
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას